მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.3
-0.0101
flag
AZN 1.5941
-0.0002
flag
CNY 37.778
-0.0005
flag
EUR 3.1725
0.016
flag
GBP 3.6552
0.0074
flag
KZT 50.76
-0.004
flag
TRY 0.0671
0
flag
USD 2.7106
-0.0007

გადარიცხვები საკომისიოს გარეშე ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება

news image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და მათ ციფრული სერვისებით მარტივად, შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა საჩუქრების კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს შეუძლიათ მილიონ ლარამდე გადარიცხვები საკომისიოს გარეშე განახორციელონ— როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.

კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი ბენეფიტი შემდეგიდან:

საკომისიოს გარეშე გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც;
● ან საკომისიოს გარეშე გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში.

გარდა ამისა, კამპანია ითვალისწინებს დამატებით ბენეფიტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთის. ესენია:

Mastercard ბიზნეს ბარათი საჩუქრად, რომელზეც კამპანიის პერიოდში ნებისმიერი გადახდისას ბიზნესი 2%-იანი ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 500 ლარამდე);

● ბიზნეს ნაკრები M პაკეტი საკომისიოს გარეშე 3 თვით — ესაა საბანკო სერვისების პაკეტი, რომელიც მოიცავს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების —ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკისმეშვეობით.

ფულადი პრიზების გათამაშება: ყველა მომხმარებელი, რომელიც განახორციელებს მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას, გათამაშებაში ავტომატურად ერთვება, სადაც შეუძლია მიიღოს:

o 100 ლარი (ყოველი მე-1000 ტრანზაქცია);

o 12 500 ლარი (ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია).

გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ყოველდღიურ ოპერაციების შესასრულებლად დიდი დრო და რესურსი არ დაეხარჯოს. ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა უპირატესობას: გადარიცხვებს საკომისიოს გარეშე, Mastercard ბარათს საჩუქრად და ქეშბექს. ასევე, დამატებით ფულად რესურსებს ციფრულ არხებში შესრულებული ტრანზაქციებისთვის. ამასთან, ვამარტივებთ ბიზნესის დაწყების პროცესსაც - შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსის მიღება პირდაპირ საქართველოს ბანკის ფილიალშია შესაძლებელი“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

● იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და მას დისტანციურად 30 სექტემბრამდე გახსნიან;

● იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ და ბიზნეს ანგარიშს გახსნიან ;

● იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი არ გამოუყენებიათ.

საკომისიოს გარეშე გადარიცხვებით სარგებლობა და კამპანიაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ  სულ რაღაც 2 წუთში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ამ მომენტისთვის 17 კომპანია სარგებლობს „ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით - ვახტანგ ჟვანია

22.07.2025.19:00

დღეისათვის „ბიზეს ასისტენტის“ სერვისით 17 კომპანია სარგებლობს. ამის შესახებ  გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისვე განმარტებით, პროექტის გაშვებამდე ის სატესტო რეჟიმში 4-5 თვის განმავლობაში იყო აქტიური და ამ ხნის განმავლობაში მოხდა მისი დახვეწა. 

„მოგეხსენებათ, როდესაც იუსტიციის სახლზეა საუბარი აქ პირველი თავში რაც მოგვდის ეს არის ხარისხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიდრე ამ პროექტს ოფიციალურად ჩავუშვებდით, მანამდე დაახლოებით 4-5 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი გვქონდა, როცა სატესტო რეჟიმში მუშაობდა ეს პროექტი. ამ მომენტისთვის 17 კომპანია სარგებლობს ამ სერვისით, და ბუნებრივია ჩვენ გვქონდა ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრა, სადაც გავმართეთ პრეზენტაცია. ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. თქვენ იცით, რომ თითქმის 24 საათიან რეჟიმში უწევს ბიზნეს იუსტიციის სახლთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ვეცადეთ, რომ ყველა კითხვისთვის პასუხი გაგვეცა. რაც შეეხება ამ სატესტო რეჟიმს, ამ პერიოდმა ამ 4 თვემ მოგვცა ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი ბოლომდე დაგვეხვეწა და ის ხარვეზები რაც კი გამოჩნდა ამ 4 თვიანი კომუნიკაციის და ურთიერთობის პროცესში, ამ ხარვეზების საფუძველზე უფრო მეტად სრულყოფილი გაგვეხადა ეს პროექტი“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარის თქმით, სერვისი ამ დროისათვის ხელმისაწვდომია თბილისში, თუმცა ეტაპობრივად მისი გაფართოება მოხდება. 

„ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ უფრო ფართოდ გავშალოთ საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებით. ასევე როგორც გითხარით ბიზნეს ასოციაციაშიც გვქონდა შეხვედრა, ორი შეხვედრა შედგა ჩვენს შორის. ასევე ეს არაა ის პროცესები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თბილისში წარიმართება. როცა ამ პროექტის რაღაც ეტაპი დასრულდება, ბუნებრივია ავტომატურად საჭიროება გახდეს იმისა, რომ ვთქვათ ბათუმში განხორციელდეს ეს პროექტი და ბათუმში არსებულ ბიზნესსაც ჰქონდეს შესაძლებლობა ამით ისარგებლოს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, როგორც ყოველთვის, ყველა სერვისთან მიმართებაში ყველასთან მივიდეთ და ყველას ავუხსნათ ამ პროექტის მნიშვნელობა და საჭიროება“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა