გადამზიდავი კომპანიები ტარიფებს აძვირებენ - Kairos Logistics-ი
გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიები ტარიფებს აძვირებენ, რაზეც ძირითადი გავლენა საწვავის ფასმა მოახდინა.
როგორც Kairos Logistics-ის დირექტორი მიხეილ ნამადოვი Business Insider Georgia- თან აცხადებს, საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია თუ გაგრძელდება, სავარაუდოა საფასო ცვლილებები ლოგისტიკის ინდუსტრიაში, რაც ფაქტობრივად დაწყებულია.
,,საწვავი ლოგისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ამიტომაც ფასების ცვლილება მკვეთრ ზეგავლენას ახდენს ტრანსპორტირების ღირებულებაზე დაწყებული სახმელეთო, დამთავრებული საზღვაო თუ საჰაერო ტრანსპორტზე. საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია თუ გაგრძელდა, სავარაუდოა, ვიხილოთ გარკვეული ცვლილებები ლოგისტიკის ინდუსტრიაში. კერძოდ, როდესაც მდგრადობა უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი გახდება, ძლიერი ლოგისტიკური კომპანიები აქცენტებს ენერგოეფექტურ ტრანსპორტზე შეაჩერებენ, მოსალოდნელი იქნება უფრო დიდი ინვესტიციები ელექტრო და ჰიბრიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში.
გარდა ამისა, ბიზნესები უფრო ფოკუსირებულები გახდებიან მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისაკენ, რათა შემცირდეს ტრანსპორტირების მანძილი და საწვავის ფასების ზრდის საერთო გავლენამაც იკლოს. ამასთან, საწვავის მოხმარების მინიმალიზაციისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად ინდუსტრიაში ჩართულ ,,მოთამაშეებს" უფრო მეტი მიმღებლობა ექნებათ თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ, რაც მათ მარშრუტების ოპტიმიზაციასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში დაეხმარებათ.
საერთო ჯამში, საწვავის ღირებულების ზრდა გამოიწვევს გავლენას მომხმარებელზე, მზარდი სატრანსპორტო ხარჯები გაზრდის პროდუქტის ღირებულებას დახლებზე და ხარჯების შემცირების მიზნით შესაძლებელია გაიზარდოს სატრანზიტო პერიოდი", - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.
ოფიციალური მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 348 ათას ერთეულს აღემატება, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57.8%-ით მეტია.
ნამადოვი ფიქრობს, რომ ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება და მსოფლიო ბაზარზე, ამ ობიექტების მნინშვნელობა გაიზრდება.
სხვა სიახლეები
03.10.2025.16:29
ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის ისეთი საბანკო სერვისების შეთავაზება, რომლებიც მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ.
კამპანიის არსი და ბიზნესის მხარდაჭერა
ხათუნა ჭელიძის თქმით, ლიბერთი უკვე ხუთი წელია აქტიურად ოპერირებს ბიზნესისა და აგრო დაკრედიტების ბაზარზე და ამ პერიოდში მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი. „ეს კამპანია არის წინა აქტივობების გაგრძელება. ჩვენთან ერთად ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და უფრო თამამად გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს სრულ საბანკო სერვისებს – საოპერაციო მომსახურებას, ელექტრონულ კომერციას, ციფრულ ბანკინგს და სხვა პროდუქტებს,“ აღნიშნა ჭელიძემ.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის
ლიბერთის მონაწილეობა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და Mercy Corps-ის მიერ მხარდაჭერილ სამწლიან პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. „პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების ტრენინგები 1600-მდე ახალგაზრდა მეწარმისთვის. საბოლოოდ, დაფინანსდა 60 ბიზნეს იდეა, სულ 1.2 მილიონი ლარის ოდენობით და 215 ადამიანი დასაქმდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის, ოთხი რეგიონის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.
ინოვაციები და საერთაშორისო აღიარება
ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.
„ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და კომპლექსური მომსახურების მიწოდება. ინოვაციური გადაწყვეტილებები – საერთაშორისო გადარიცხვები, ციფრული სერვისები და ბიზნესისთვის მორგებული პროდუქტები – ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,“ განმარტა ჭელიძემ.
სამომავლო გეგმები
ლიბერთის სტრატეგია მომავალში კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ყველა ახალი ინიციატივა მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი სიახლეებიდან გამოვყოფდი Cash-in ბანკომატების ქსელის გაფართოებას, რომელიც მომხმარებლებს ოპერაციების სწრაფად განხორციელების საშუალებას აძლევს, ასევე – ბიზნეს მობაილ ბანკის დანერგვას, იურიდიული პირებისთვის. კამპანია „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ კი რეალური ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც ყველა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას გააფართოოს ბიზნესი და გაზარდოს შემოსავალი,“ დაასკვნა ხათუნა ჭელიძემ.