გადამზიდავი კომპანია WeJet საქმიანობის არეალს აფართოებს - ახალი შესაძლებლობა ჩინურ ბიზნესთან პირდაპირი კავშირების დასამყარებლად
გადამზიდავი კომპანია WeJet • ვიჯეთ-ი საქმიანობის არეალს აფართოებს და „ვიჯეთ ბიზნეს თრეველის“ სერვისს ამატებს. როგორც Business Insider Georgia-სთან WeJet-ის დირექტორმა, ლაშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, ახალი სერვისი ჩინურ ბიზნეს სამყაროს ახლოდან გაცნობას ითვალისწინებს და მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს უშუალოდ გაეცნონ ჩინურ ბიზნეს გარემოს და დაამყარონ პირდაპირი კავშირები. სერვისი განკუთვნილია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ასევე მსხვილი კომპანიებისა და სტარტაპებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალი პარტნიორობების დამყარებითა და საერთაშორისო კავშირების გაფართოებით.
WeJet მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს არა მხოლოდ ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, არამედ ბიზნესის განვითარების ახალ მიმართულებებსაც. „ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ შექმნილია იმისთვის, რომ ქართველ მეწარმეებს მისცეს შესაძლებლობა უშუალოდ გაეცნონ ჩინეთის ბაზარს, დაამყარონ ახალი ურთიერთობები და მიიღონ რეალური, პრაქტიკული სარგებელი.
„WeJet ბაზარზე პირველია, ვინც ეს სერვისი შემოიტანა. მოთხოვნა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენს მომხმარებლებს სურდათ ჩინეთში საქმიანი ვიზიტები. მათ სურდათ წასვლა, თუმცა არსებობდა გარკვეული ბარიერები. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაა, ენობრივი ბარიერი იმდენად დიდია, რომ ბევრი ფერხდება და უჭირს გადაწყვეტილების მიღება.
დღეისათვის ეს ადამიანები ონლაინ ყიდულობენ დანადგარებს და სხვადასხვა პროდუქციას, ახლა კი მათ ვთავაზობთ სრულ სერვისს: WeJet-ის მეშვეობით ბილეთის დაჯავშნიდან და ტრანსფერით დაწყებული ქარხნებსა და საწარმოებში ვიზიტებით, ადგილობრივი კომპანიების მენეჯმენტთან შეხვედრებითა და გამოფენებზე მიყვანით დასრულებული. ყველაფერი ორგანიზებული იქნება პროფესიონალი გიდების მეშვეობით.
ვინაიდან ჩვენ ვართ გადამზიდავები, ჩვენი ინტერესი არის ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება. შესაბამისად, ახალი სერვისის დამატება ემსახურება სწორედ ამ მიზანს როდესაც მომხმარებელი ჩინეთში რომელიმე პროდუქტით დაინტერესდება, ჩვენ ვიზრუნებთ მის ტრანსპორტირებაზე საქართველოში, იმ გზით, რომელიც მისთვის იქნება ყველაზე მოსახერხებელი: საჰაერო, საზღვაო თუ სარკინიგზო.
ამ სერვისს უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. ძალიან ბევრი მოთხოვნა შემოვიდა და ჯავშნებიც უკვე მივიღეთ. ჩინეთში „კანტონის“ გამოფენა 15 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე იმართება, და ამ გამოფენაზე წასასვლელად უკვე 10 სუბიექტის ჯავშანია დაფიქსირებული.
მომხმარებლების მხრიდან მიღებული უკუკავშირი დადებითია. გვეუბნებიან, რომ ჩინეთში საქმიანი ვიზიტის სურვილი მუდამ ჰქონდათ,“ - აცხადებს WeJet-ის დირექტორი.
WeJet-ის მაგალითზე, 2025 წელს ჩინეთიდან გადმოზიდვები 70%-იან ზრდას აჩვენებს. ჩინეთიდან გადმოზიდვებისთვის პიკური პერიოდი ნოემბერია, და როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ზრდა უკვე დაწყებულია.
გასულ წელთან შედარებით, WeJet-ს მომსახურების ტარიფების კორექტირება არ მოუხდენია.
დღის ტოპ 10 სიახლე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
სხვა სიახლეები
16.09.2025.19:06
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიისთვის IT და საკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი შვეიცარიული კომპანია SITA-ს მიერ შემუშავებული საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა სატესტო რეჟიმში ჩაეშვა. ოქტომბრიდან კი სერვისი სრულად ამოქმედდება. მოფრენის დარბაზში ამ ეტაპზე, საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული კვეთის 7 ელექტრონული გასასვლელი (e-gate) ამოქმედდა.
E-gate საშუალებით, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს აღარ უწევთ ჩამოფრენისას ვრცელ რიგებში დგომა და პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების საფუძველზე, მარტივად შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას.
საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული კვეთის 7 ელექტრონული გასასვლელი ამოქმედდა. ახალი სერვისით, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოცდის სერვისი, 40 წამიდან 18 წამამდე შემცირდა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა.
აეროპორტის გაფრენის დარბაზში რამდენიმე თვეა მუშაობს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემაც. E-Gate არის ჩასხდომის ავტომატიზებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის.
სისტემა აუმჯობესებს და ამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რითაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული ხდება.