გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს საქველმოქმედო პროექტში თანამონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. 30 დეკემბრამდე თითოეული მომხმარებლის მიერ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ნებისმიერი საავტომობილო პროდუქტის შეძენის შემთხვევაში ყოველი გადახდიდან 1 ლარი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან გადაირიცხება.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს განსაკუთრებული გამოცდილება შეუქმნას. ამჯერად მათ საშუალებას ვაძლევთ, ჩვენთან ერთად წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩაერთონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ჯადოსნური ახალი წლის განწყობის შექმნაში.
პროექტის იდეა ჩვენი უკვე ტრადიციული „ზრუნვის კედლის“ ინსპირაციით შეიქმნა. თეგეტელები ბოლო წლებია, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოხუცების საიდუმლო სანტები ვხდებით და მათი სურვილების ასასრულებლად ვიკრიბებით.
ახლა კი გვინდა, რომ ზრუნვის გაზიარების ეს ემოცია ჩვენს მომხმარებელსაც შევაგრძნობინოთ. მათ მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხიდან 1 ლარი „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარების საჩუქრებსა და საახალწლო სურვილების ასრულებას მოხმარდება. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი CSR სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, საზოგადოების მხარდაჭერის პროექტებში, ჩვენი მომხმარებელი და თეგეტელები ჩავრთოთ“.
წინასაახალწლო საქველმოქმედო პროექტიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდ „SOS ბავშვთა სოფელში“ სრულად გადაირიცხება და მიტოვების რისკის წინაშე მყოფ, სიღარიბეში მცხოვრებ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი: „ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდ, ბედნიერ, სიყვარულით სავსე ცხოვრებასა და გარემოს, სადაც ყველაფერია მისი განვითარებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა ხშირად განსხვავებულია. „თეგეტა მოტორსი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებაზე წლებია, ზრუნავენ და საზოგადოების წინაშე ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ახალი წლის ჯადოსნურ პერიოდში განსაკუთრებით გვჯერა, რომ დიდ საქმეში პატარა მონაწილეები არ არსებობენ, რომ ქველმოქმედების ძალა სწორედ ერთობაშია. ჩვენი დიდი ხნის პარტნიორთან „SOS ბავშვთა სოფელთან“ერთად ამ ხედვას ვიზიარებთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო პროექტით ჩვენს მომხმარებლებთან ერთად ვაჩუქოთ მათ დღესასწაული“.
საქველმოქმედო ფონდი „SOS ბავშვთა სოფელი“ „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმის - Tegeta.care-ის დიდი ხნის მეგობარია. ორგანიზაცია 1989 წლიდან მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებებს იცავს, ეხმარება სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებსა და ახალგაზრდებს და უზრუნველყოფს მათ გაძლიერებას. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციის პროგრამებში ჩართულია 1800-მდე ბავშვი და მოზარდი. Tegeta.care-ის პლატფორმის საშუალებით, „თეგეტას“ მსგავსად, ნებისმიერ კომპანიასა და ადამიანს აქვს საშუალება, ორგანიზაციის გაძლიერებაში მიიღოს მონაწილეობა და უკეთესობისკენ შეცვალოს იმ ადამიანების ცხოვრება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori ქართველ სტუმრებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ - რა კეთდება მეტი სტუმრის მისაღებას
12.03.2026.18:00
Paragraph-ის ბრენდის სასტუმროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აამოქმედეს. აქცია ვრცელდება სასტუმროებზე: Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori (Autograph Collection) და საქართველოს მოქალაქეებისთვის 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.
„აირჩიეთ ბუნების სიმშვიდე ან ზღვის ჰორიზონტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები 30%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და ვრცელდება შუა კვირის ჯავშნებზე - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“, - აღნიშნულია სასტუმროების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Freedom Square, Paragraph Resort & Spa Shekvetili-სა და Paragraph Golf & Spa Tabori-ს გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს მეტი სტუმრის დასაინტერესებლად, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს აქტუალობა იზრდება და ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა, ჯავშნების როგორი დინამიკაა შეკვეთილში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მაგალითზე.
„ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. აპრილის ჯავშნებზე დიდ გავლენას ახდენს ისრაელში არსებული ვითარება და ზოგადად, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპზე წინასწარი ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რადგან გაუქმების რისკი არსებობს. შესაბამისად, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.
ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამართულად ვიმუშაოთ და მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეოგრაფიულად კონფლიქტურ ზონებში არ მდებარეობენ; მათთვის ვაწყობთ გაცნობით ტურებს - ე.წ. „ფამ ტრიპებს“ (Fam Trips). ასევე, ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაში. ამჟამად პარიზში ვიმყოფები, სადაც საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან ერთად არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ეს არ არის კლასიკური გამოფენა, თუმცა ბევრი საქმიანი შეხვედრაა გაწერილი, რაც მეტწილად MICE ტურიზმთან არის კავშირში. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, სადაც პოტენციალს ვხედავთ და რაც ყველაზე მთავარია, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.