გადაიხადე თიბისის ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც ყოველდღიურად იხდი, და მიიღე უფრო მეტი ქეშბექი
თუ შენს ყოველდღიურ ხარჯებს - დილის ყავას, შუადღის ლანჩს, ყოველკვირეულ საწვავს თუ სურსათს - ბარათით ფარავ, ალბათ არ იცი, რომ შეგიძლია, 4 000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, სადებეტოს ნაცვლად, თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით გადაიხადო და თითოეული ტრანზაქცია უფრო მეტ ქეშბექად აქციო. თანაც ეს ყველაფერი ძალიან მარტივად: ლიმიტის დამტკიცება და ბარათის აღება 1-2 წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. ბარათის ციფრულ საფულეში გადატანას და ლიმიტით სარგებლობას კი მომენტალურად შეძლებ.
მაინც რა არის საკრედიტო ბარათი?
საკრედიტო ბარათი მარტივი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გაძლევს, სასურველი ნივთი ახლავე შეიძინო, მისი ღირებულება კი მოგვიანებით დაფარო. პასუხისმგებლიანი გამოყენების შემთხვევაში, საკრედიტო ბარათი მოკლევადიან, უპროცენტო სესხად შეგიძლია განიხილო. ის არა მხოლოდ ხარჯებისა და გადასახადების მართვაში, არამედ თვიური ბიუჯეტის სტრესის გარეშე განკარგვაში გეხმარება: შეგიძლია, ხელფასი ჩარიცხვისთანავე არ დახარჯო და ის მოგვიანებით, საკრედიტო ბალანსის შესავსებად გამოიყენო.
რატომ უნდა გქონდეს მაინცდამაინც ერთგული საკრედიტო ბარათი?
ერთგული ბარათი შენი ფინანსური თავისუფლების საწინდარია - საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა ყველგან შეგიძლია: გაატარე მაღაზიაში, გაანაღდე ან გადარიცხე თანხა და ეს ყველაფერი მრავალჯერადად. მექანიზმი მარტივია: აითვისე, დაფარე და თანხა კვლავ შენს განკარგულებაშია.
ერთგული ბარათით ხარჯვისას ფული უკან გიბრუნდება: ის 4 000-ზე მეტ ობიექტში ყველაზე მაღალ, 12%-მდე ქეშბექს გთავაზობს. მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე მეტი ფული სურსათზე გეხარჯება, ტანსაცმელზე, გართობაზე თუ საწვავზე, პარტნიორი ობიექტები შენს ყველა საჭიროებას დაფარავენ. გარდა ამისა, შერჩეულ ობიექტებში 50%-მდე ქეშბექ აქციებსაც რეგულარულად მიიღებ.
რაც მთავარია, ბარათის აღებიდან 1 თვის განმავლობაში გამოყენებული თანხის სრულად დასაფარად დამატებით 25 დღე გეძლევა, სანაცვლოდ კი წლიური პროცენტი არ დაგერიცხება.
ხრიკი, რომელიც ერთგული ბარათის დახმარებით ხელფასის უკეთ განკარგვაში დაგეხმარება
საკრედიტო ბარათისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად შეგიძლია, შენი თვიური ხარჯები წინასწარ დაიანგარიშო და აღნიშნული თანხა სახელფასო ანგარიშზე შეინახო, ყოველდღიური საჭიროებებისთვის კი ერთგული ბარათით გადაიხადო. თვის დასასრულს საკრედიტო ბალანსის დასაფარად გადადებულ ხელფასს გამოიყენებ და ისარგებლებ როგორც საშეღავათო პირობებით, ასევე თვის განმავლობაში დაგროვებული უფრო მეტი ქეშბექით, რომელსაც სურვილისამებრ განკარგავ. იმ შემთხვევაშიც, თუ თვის დასაწყისში გადასადები ზედმეტი თანხა არ გაქვს, შეგიძლია, ყოველდღიური შენაძენებისთვის საკრედიტო ბარათი გამოიყენო, ბალანსი კი ხელფასის აღებისას დაფარო.
ამიტომ, აიღე ერთგული ბარათი ზუსტად 2-3 წუთში და აქციე თითოეული გადახდა უფრო მეტ სარგებლად, 4 000-ზე მეტ ობიექტში.
სხვა სიახლეები
ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.18:00
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.
როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.
აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.
სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.
რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?
ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.
პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?
წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.
არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?
დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.
ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.