„გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
ზამთარში ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დაბალი ტემპერატურა, თოვლი და ყინული გზაზე რისკებს ზრდის, ამიტომ აუცილებელია დროული მომზადება იმისთვის, რომ ავტომობილით გადაადგილება ნებისმიერ ამინდში უსაფრთხო იყოს. მათ შორის, მნიშვნელოვანია აკუმულატორისა და ანტიფრიზის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა. ზამთარი რომ უსაფრთხოდ „გადააგოროთ“, „თეგეტა მოტორსში“ დეკემბრის ბოლომდე აკუმულატორების სრულ ასორტიმენტსა და ანტიფრიზზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსში“კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში ავტომობილის შესაბამისად მომზადება. სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ და სეზონური ცვლილებებისთვის მომზადება მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ჩვენს ფილიალებში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი, მათ შორისგერმანული ბრენდის Varta-ს აკუმულატორები, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან უპირატესობებს აერთიანებს, როგორებიცაა ხანგრძლივი სამუშაო რესურსი და გამძლეობა. მსოფლიოს ლიდერი საავტომობილო კომპანიები სწორედ Varta-ს აკუმულატორებს იყენებენ საკუთარი ავტომობილების წარმოებისას. „თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს სხვა პრემიუმ ბრენდების აკუმულატორები და მაღალი ხარისხის ანტიფრიზებიც დახვდება, რაც ზამთრის სეზონზე ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ფილიალებში მოსულ მომხმარებელს კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში“.
ზამთრის პერიოდში სწორედ ავტომობილის აკუმულატორი განიცდის განსაკუთრებულ დატვირთვას და მისი სიმძლავრე მნიშვნელოვნად მცირდება. თუ აკუმულატორი უკვე მოძველებული ან დაზიანებულია, ცივ ამინდში შესაძლოა, ძრავა არ დაიქოქოს. დროული შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა კი ხელს უშლის უსიამოვნო სიტუაციებს გზაზე, ზოგავს დროსა და ფინანსებს.

ზამთარში ძრავის დაცვაში კრიტიკულ როლს ასრულებს ანტიფრიზიც (გამაგრილებელი სითხე). ისიცავს სისტემას გაყინვისა და კოროზიისგან. რესურსამოწურული ანტიფრიზი კარგავს თვისებებს, რის გამოც ძრავა შეიძლება გადახურდეს ან პირიქით - არ მიაღწიოს საჭირო ტემპერატურას. რეგულარული შემოწმება და დროული შეცვლა კი უზრუნველყოფს ძრავის ხანგრძლივ მუშაობას.
„თეგეტა მოტორსის“ გზავნილი - „გადააგორე ზამთარი“ - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრევენციის მნიშვნელობას: დროული შემოწმება და მომზადება ცივ სეზონზე მშვიდი და უსაფრთხო მგზავრობის გარანტია. ამიტომ კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, ზამთარში ავტომობილი სეზონისთვის შესაბამისად აღჭურვონ. „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური შეთავაზებები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. გარდა ამისა, ფილიალებში მისული მომხმარებელი უფასოდ შეძლებს საბურავების პროტექტორის დონის, აკუმულატორის მდგომარეობისა და ანტიფრიზის შემოწმებას.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა - „დადარი“
19.12.2025.19:00
2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხის ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარის“ დამფუძნებელმა, არჩილ გობეჯიშვილმა, განუცხადა.
„2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა.
ბავშვთა დაცვის დღეს გავხსენით ჩვენი პირველი ბრენდული კუთხე ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში, სადაც მივიღეთ საოცრად თბილი გამოხმაურება, მომხმარებლების დიდი ყურადღება, მაღალი შეფასებები და იმაზე უკეთესი შედეგები, ვიდრე ველოდით.
ბევრისთვის აღმოჩენა იყო, რომ ასეთი ხარისხის ხის სათამაშოები საქართველოში მზადდება.
ამ გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ სწორ გზაზე ვართ და მოგვცა დიდი სტიმული, ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა სხვადასხვა სივრცეში.
წლის ბოლოს გავხსენით ჩვენი მეორე ბრენდული კუნძული ისთ ფოინთის ახალ, თანამედროვე სივრცეში, სადაც ასევე ძალიან ბევრი თბილი გამოხმაურება მივიღეთ მომხმარებლებისგან.
ჩვენი სათამაშოები დიდი ინტერესითა და პატივისცემით მიიღეს სავაჭრო ცენტრის სტუმრებმმა. ბევრმა პირველად სწორედ იქ დაინახა, თუ როგორი ხარისხიანი, ეკომეგობრული და მზრუნველობით შექმნილი შეიძლება იყოს ქართული სათამაშო.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მიმართულებაც: გაღრმავდა თანამშრომლობა გერმანიაში, დავიწყეთ გრძელვადიანი პარტნიორობა უნგრეთში, და ვხედავთ, რომ ქართულ სათამაშოებს საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მეტი სივრცე ეძლევა.
ასევე აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „აქციოს“ მხარდაჭერა, რომლის დახმარებითაც ამ წელს მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საწარმოს ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და შევძელით ახალი, მოთხოვნადი პროტოტიპების შექმნა. ამან უდიდესი როლი ითამაშა როგორც ექსპორტის ზრდაში, ისე ადგილობრივი წარმოების განვითარებაში “, - აცხადებს არჩილ გობეჯიშვილი.
სოციალური საწარმო „დადარი" 2018 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე.