გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად
SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO და Visa ვაზისუბნის მამულში გამართული ახალი წლის ღონისძიების წარმდგენია.
ახალი წლის შეთავაზების ფარგლებში, SOLO Visa ბარათით დაჯავშნილ ოთახებზე მოქმედებს 30%-იანიფასდაკლება.
31 დეკემბრის საახალწლო შეთავაზება მოიცავს:
ამასთან, იმოქმედებს 2 იანვრის შეთავაზებაც, რომლის ფარგლებშიც, 2 იანვარს ოთახის SOLO Visa ბარათითდაჯავშნის შემთხვევაში, SOLO მომხმარებლები მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას.
2 იანვრის შეთავაზება მოიცავს:
საახალწლო შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა - „დადარი“
19.12.2025.19:00
2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხის ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარის“ დამფუძნებელმა, არჩილ გობეჯიშვილმა, განუცხადა.
„2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა.
ბავშვთა დაცვის დღეს გავხსენით ჩვენი პირველი ბრენდული კუთხე ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში, სადაც მივიღეთ საოცრად თბილი გამოხმაურება, მომხმარებლების დიდი ყურადღება, მაღალი შეფასებები და იმაზე უკეთესი შედეგები, ვიდრე ველოდით.
ბევრისთვის აღმოჩენა იყო, რომ ასეთი ხარისხის ხის სათამაშოები საქართველოში მზადდება.
ამ გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ სწორ გზაზე ვართ და მოგვცა დიდი სტიმული, ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა სხვადასხვა სივრცეში.
წლის ბოლოს გავხსენით ჩვენი მეორე ბრენდული კუნძული ისთ ფოინთის ახალ, თანამედროვე სივრცეში, სადაც ასევე ძალიან ბევრი თბილი გამოხმაურება მივიღეთ მომხმარებლებისგან.
ჩვენი სათამაშოები დიდი ინტერესითა და პატივისცემით მიიღეს სავაჭრო ცენტრის სტუმრებმმა. ბევრმა პირველად სწორედ იქ დაინახა, თუ როგორი ხარისხიანი, ეკომეგობრული და მზრუნველობით შექმნილი შეიძლება იყოს ქართული სათამაშო.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მიმართულებაც: გაღრმავდა თანამშრომლობა გერმანიაში, დავიწყეთ გრძელვადიანი პარტნიორობა უნგრეთში, და ვხედავთ, რომ ქართულ სათამაშოებს საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მეტი სივრცე ეძლევა.
ასევე აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „აქციოს“ მხარდაჭერა, რომლის დახმარებითაც ამ წელს მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საწარმოს ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და შევძელით ახალი, მოთხოვნადი პროტოტიპების შექმნა. ამან უდიდესი როლი ითამაშა როგორც ექსპორტის ზრდაში, ისე ადგილობრივი წარმოების განვითარებაში “, - აცხადებს არჩილ გობეჯიშვილი.
სოციალური საწარმო „დადარი" 2018 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე.