გაატარე ზაფხული შენებურად - საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის
თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის, ეს ზაფხული კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.
თიბისის ახალი კამპანიის - გაატარე ზაფხული შენებურად ფარგლებში, ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილი შეთავაზებების სამი განსხვავებული ნაკრები: ზღვაზე, მთაში და აუზთან, რომელიც თიბისი ბარათის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ზაფხულის სეზონი მათთვის სასურველი ფორმით გაატარონ და მიიღონ დამატებითი სარგებელი.
ზღვაზე
ნაკრები - ზღვაზე - მოიცავს ქეშბექის შეთავაზებებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროებზე, საზაფხულო ტანსაცმელზე, აქსესუარებსა და სხვა პროდუქტებზე, რაც მომხმარებლების საზაფხულო სამზადისს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
მთაში
მათთვის, ვინც ზაფხულის გატარებას მთაში გეგმავს, თიბისის შეთავაზება ითვალისწინებს ქეშბექებს მთიან რეგიონებში განთავსებულ სასტუმროებზე; ასევე, ლაშქრობის, კემპინგისა და სპორტული ნივთების მაღაზიებზე.
აუზთან
თბილისსა და კახეთში მყოფ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზებთან დაკავშირებული ქეშბექის შეთავაზებებით და მაქსიმალურად გამოიყენონ ზაფხულის ცხელი დღეები.
ნაკრებების ფარგლებში, შეთავაზებები განსხვავდება და მოქმედებს სხვადასხვა პერიოდში. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია თიბისის ციფრულ არხებში.
იმისთვის, რომ ისარგებლო შეთავაზებებით, აიღე ბარათი მარტივად, თიბისის მობაილბანკიდან.
გაატარე ზაფხული შენებურად!
სხვა სიახლეები
მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ [ენერგეტიკის] დარგი აქტიურად დავაფინანსოთ - ზურაბ ქოქოსაძე
18.04.2026.03:49
„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.
ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.