გაატარე ზაფხული შენებურად- ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ახალი თიბისი ბარათი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი ან თიბისი კონცეპტ 360, 21 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დაგეგმოთ და დასაჩუქრდეთ საზღვარგარეთ მოგზაურობით.
ის მომხმარებლები, რომლებიც შეთავაზების პერიოდში (21 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით) მობაილბანკიდან პირველად აიღებენ ახალ თიბისი ბარათს და ყველაზე სწრაფად შეასრულებენ ნებისმიერი ოდენობის პირველ 10 ტრანზაქციას, დასაჩუქრდებიან საზღვარგარეთ მოგზაურობით.
გადახდა შესაძლებელია მომხმარებლისთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ქვეყანაში: ფიზიკურად, ონლაინ, ციფრული საფულით.
საგზურით დასაჩუქრდება სულ 5 მომხმარებელი, რომელებსაც გამარჯვების შესაძლებლობა შემდეგ პერიოდებში ექნებათ: 21 ივლისი- 27 ივლისი, 28 ივლისი- 3 აგვისტო, 4 აგვისტო- 10 აგვისტო, 11 აგვისტო-17 აგვისტო, 18 აგვისტო-24 აგვისტო.
გამარჯვებულები თიბისის მიერ შერჩეული ტურისტული სააგენტოს დახმარებით, 10,000 ლარის ფარგლებში, თავადვე დაგეგმავენ საზღვარგარეთ მოგზაურობას- შეარჩევენ დანიშნულების ადგილს და ყველა სხვა მათთვის საჭირო მომსახურებას.
გაატარე ზაფხული შენებურად — დაგეგმე შენი მოგზაურობა ისე, როგორც თავად გსურს. აიღე ბარათი მობაილბანკიდან სულ რაღაც 30 წამში.
შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალები და აუცილებელი პირობები იხილეთ ბმულზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.19:00
„ბიზნეს ასისტენტი” - ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ირკვევა, ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში და ასევე სერვისის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა.
„თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიზნესისთვის იუსტიციის სახლთან ურთიერთობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე მგონი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საჯარო სერვისებთან ერთად ბიზნეს სერვისებსაც ვყიდით. ეს იქნება დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს. აქედან გამომდინარე, ის პაკეტები, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს ბიზნესს მორგებულია მათ ინტერესებზე. შეიძლება ბიზნესმა ისარგებლოს 3 თვიანი პაკეტით. 3 თვიანი, 6 თვიანი, 1 წლიანი, ასევე შესაძლებელია რაღაც სერვისების დამატება ან ამოკლება, ანუ ბიზნესს შეუძლია თავიდან ბოლომდე გადახედოს თავის საჭიროებებს, თავის ინტერესებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
„ბიზნეს ასისტენტი“, ეს არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.