გაააქტიურე PLUS ბარათის აგვისტოს თვის შეთავაზება - საქართველოს ბანკის მობილბანკში
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ბანკი PLUS ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით, სხვადასხვა თვეში სასურველი შეთავაზება გაიაქტიურონ. ამჯერად, აგვისტოს განმავლობაში, მობილბანკში ხელმისაწვდომი იქნება PLUS ქულების ქეშბექის შეთავაზება შემდეგი კომპანიებისგან:
მას შემდეგ, რაც შეთავაზებას საქართველოს ბანკის მობილბანკში გაააქტიურებ, შერჩეულ ობიექტში PLUS ბარათით გადახდისას თანხის 20%-ის დაბრუნებას PLUS ქულების სახით შეძლებ. შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია მაქსიმუმ 100 ₾-ის ოდენობის PLUS ქულის დაბრუნება. შეთავაზება თვის ბოლომდე იქნებააქტიური.
გაეცანი შეთავაზებებს საქართველოს ბანკის მობილბანკში. გაააქტიურე სასურველი შეთავაზება ამ ბმულიდან. ხოლო თუ ჯერ არ ფლობ PLUS ბარათს, შეუკვეთე ონლაინ მარტივად. პლასტიკური ბარათის მიღებას ფილიალში შეძლებ, ციფრულ ბარათს კი მობილბანკით სულ რამდენიმე წამში გაიაქტიურებ.
სხვა სიახლეები
“თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
08.12.2025.18:17
„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.