მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7041.8
-0.0013
flag
AZN 1.5839
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0067
flag
EUR 3.1336
-0.0243
flag
GBP 3.6077
-0.0359
flag
KZT 49.89
-0.0013
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6935
-0.0005

ყვავილების ინოვაციური ვენდინგ დანადგარები უკვე საქართველოში — რა სერვისებს სთავაზობენ FLOWVEND და Lilat Flowers დაინტერესებულ პირებს

news image

ყვავილების შეძენა 24/7-ზე, ყოველგვარი გამყიდველის გარეშე უკვე შესაძლებელი გახდა. ამ სერვისს ქვეყანაში და ზოგადად კავკასიაში, კომპანია Lilat Flowers-ის დაკვეთით FLOWVEND უზრუნველყოფს, რომელიც ბაზარს ევროპული ხარისხის ყვავილების ვენდინგ დანადგარებს სთავაზობს. პირველი ასეთი დანადგარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დამონტაჟდა, კომპანიების სურვილია, რომ 2026 წლის ბოლომდე თბილისის მასშტაბით სულ მცირე 10 დანადგარით იყოს წარმოდგენილი.

ამ ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა გულისხმობს ყვავილების 24/7-ზე ხელმისაწვდომობას იმ პირობებში, სადაც სპეციალურ ლაბორატორიაში შექმნილი მიკროკლიმატი ყვავილების სიხნარეს მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

FLOWVEND — ეს არის კომფორტი, სისწრაფე და ინოვაცია ერთ სივრცეში. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში  FLOWVEND-ისა და Lilat Flowers-ის თანადამფუძნებელი მიხეილ ხუციშვილი აცხადებს, მათ მიერ ჩამოტანილ ვენდინგ აპარატებს მრავალი უპირატესობა აქვს, რაც მომხმარებლისთვის ყვავილების შეძენის პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს:

„კომპანია Lilat-ს ამ დროისთვის 3 ყვავილების მაღაზია აქვს. გაფართოების მიზნით  და გამომდინარე იქიდან, რომ ევროპასა და აშშ-ში ტენდენცია გამარტივებისკენ მიდის, ფიზიკური მაღაზიების გახსნის ნაცვლად გადავწყვიტეთ ინოვაციური დანადგარების ჩამოტანა და ამ გზით რეალიზაცია.

ამასთან ერთად, ჩვენ გავხდით პოლონური მწარმოებლის ოფიციალური დილერები და ვართ ამ დანადგარების ექსკლუზიური წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში: საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ანუ, რეგიონის მასშტაბით ვისაც მოუნდება ამ დანადგარის შეძენა, შეიძენს მხოლოდ ჩვენგან და ჩვენ უზრუნველვყოფთ მის სერვისს, გარანტიას და შემდგომ მომსახურებას.

რაც მთავარია, დანადგარებზე შესაძლებელია გარანტიის გაწევა 15 წლამდე ვადით, რაც მას კარგ საინვესტიციო პროდუქტად აქცევს. ასევე, სისტემა მთლიანად იმართება მობილური ტელეფონით - შესაძლებელია ფასების შეცვლა, ტემპერატურის რეგულირება, გაყიდვების სტატისტიკის ნახვა და სხვა ფუნქციები.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, აპარატები გათვლილია როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის. ერთ-ერთი დანადგარი უკვე გაყიდულია დუბაიში, სადაც +50°C გრადუსამდე აღწევს ტემპერატურა. მასალები და კონსტრუქცია ისეთია, რომ მოწყობილობის შიგნით ტემპერატურა სტაბილურია და ყვავილების სიცოცხლისუნარიანობა არ ირღვევა“, - აცხადებს FLOWVEND-ისა და Lilat Flowers-ის თანადამფუძნებელი.

დღეისათვის Lilat Flowers წარმოდგენილია თბილისში სამ ლოკაციაზე: სავაჭრო ცენტრში „ისთ პოინტი“, ნინოშვილის ქუჩა 7-ში (ფაბრიკასთან) და ასევე „სითი მოლი გლდანში“. კომპანია წლების განმავლობაში მომხმარებელთა დიდ სიმპათიასა და ერთგულებას იმსახურებს.

„რაც შეეხება ჩვენს გაფართოების გეგმებს, 2026 წლის ბოლომდე თბილისში დაახლოებით 10 აპარატი იქნება დამონტაჟებული. აზერბაიჯანში უკვე გავყიდეთ 3 დანადგარი“, - ამბობს მიხეილ ხუციშვილი.

FLOWVEND-სა და Lilat Flowers-ში აღნიშნავენ, რომ ყვავილების ბიზნესისადმი ინტერესი მაღალია და მათი შეთავაზებები სწორედ ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს.

„ბოლო დროს ყვავილების მაღაზიის გახსნა სულ უფრო პოპულარული ხდება. ფლორისტულ ჯგუფებში ყოველდღიურად ვხვდებით შეკითხვებს ამ თემაზე. ჩვენი მიზანია, რომ გავამარტივოთ როგორც ყვავილების ყიდვა, ასევე მაღაზიის გახსნის პროცესი.

ჩვეულებრივი ყვავილების მაღაზიის გახსნას სჭირდება 3-4 ფლორისტი, მუდმივი მასალების ყიდვა და შენახვა, და ღამით საბითუმო ბაზრებზე სიარული. ხოლო ვენდინგ აპარატით შესაძლებელია მინიმალური ფართობით და მაქსიმალური დანაზოგით დაწყება.

ამავე დროს, ეს არის შესაძლებლობა ინვესტორებისთვის - ვინმეს თუ სურს საკუთარი მაღაზიის გახსნა, მაგრამ არ აქვს ფლორისტული ცოდნა ან დრო, ჩვენ ვთავაზობთ სრულ მომსახურებას. ანუ ინვესტორი ყიდულობს დანადგარს, ჩვენ ვაინსტალირებთ მისთვის სასურველ ლოკაციაზე, და შემდგომში ვუზრუნველყოფთ მის შევსებას მზა თაიგულებით.

გაყიდული პროდუქციის მოგება ეკუთვნის ინვესტორს. საშუალოდ 8-დან 15 თვემდე პერიოდში შესაძლებელია ინვესტიციის ამოღება და შემდეგ წმინდა მოგებაზე გადასვლა“, - აცხადებს  FLOWVEND-ისა და Lilat Flowers-ის თანადამფუძნებელი მიხეილ ხუციშვილი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image APM Terminals Poti-ს მიერ დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა

02.09.2025.17:58

2025 წლის 8 თვეში ეიპიემ ტერმინალს ფოთმა 432 216 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 8 თვეში 365 680 TEU კონტეინერი დამუშავდა.

ამავდროულად, 8 თვის მონაცემებით, 12%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 239 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 213.

რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 191 561 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 40%-ით მაღალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 136 852 ტონას შეადგენდა.

საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 8 თვესთან შედარებით მომატებულია 20%-ით. 2025 წლის პირველ 8 თვეში 113 060 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 93 892 ტონა.

2025 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 13 601 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 12 892 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ 2025-ში დამუშავდა 53 226 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 52 405 ავტომობილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა