მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

news image

ახალ წელს ადამიანებს ბევრი დადებითი ემოციის მიღება გვინდა: ზრუნვის, ოჯახური სიმყუდროვის თუ იმედის. სამეგრელოში, მშობლებთან ჩასული გიორგი ჯალაღონიასთვის 2025 წლის ბოლო დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თიბისის წინასაახალწლო ფულადი გზავნილების კამპანიის გამარჯვებული სწორედ ის გახდა და სუპერ პრიზი 15 000 ლარი მიიღო.

„აზარტული ადამიანი არ ვარ. არც არაფრის მოგების მჯეროდა ცხოვრებაში. ყოველთვის ვფიქრობდი- თუ თანხა გინდა, საკუთარი შრომით უნდა გამოიმუშაო. საზღვარგარეთ ვმუშაობ და გზავნილების განაღდება ხშირად მიწევს, თანხის მოგების მოლოდინი არც მქონია. წარმოიდგინეთ, ჩემი ემოცია, როდესაც ახალ წელს სამეგრელოში მშობლებთან ჩასულს თიბისი ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გათამაშების გამარჯვებული ვიყავი და ნახევარ საათში, ერთგულ ყულაბაში 15 000 ლარი დამერიცხებოდა. ბედნიერებისგან გავოგნდი. საოცარი ახალი წელი მქონდა“, - გვიზიარებს ემოციებს გიორგი ჯალაღონია.

17 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით გზავნილების წინასაახალწლო კამპანიაში ჩართვა ყველას შეეძლო, ვინც მინიმუმ 100 ერთეულ ლარს/აშშ დოლარს, ფუნტს ან ევროს გაანაღდებდა. ყოველდღიურად 1000 ლარი თამაშდებოდა და იმ მომხმარებელს გადაეცემოდა, ვისი გზავნილიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში განაღდებულ გზავნილებს შორის დღის განმავლობაში მე-1000 აღმოჩნდებოდა. სუპერ პრიზი 15 000 ლარი კი, ყველაზე აქტიურ მომხმარებელს ერგო, ვინც რაოდენობრივად ყველაზე მეტი გზავნილი გაანაღდა.

გიორგი ორმაგად იღბლიანი აღმოჩნდა. სანამ საახალწლო კამპანიის გამარჯვებული გახდებოდა, იქამდეც გაუღიმა ბედმა და კამპანიის პირველ დღეს 1000 ლარი მოიგო.

“ინტერესის გამო დღის ბოლოს მარათონის დავალებებს ვასრულებდი. მშობლებს დისტანციურად პროდუქტებს თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს აპლიკაციით ვუწერ და შესაბამისად, ერთგულ ბარათს აქტიურად ვიყენებ. ქეშბექებიც ხშირად მიგროვდება ხოლმე. როცა დღის ბოლოს მობაილბანკში შევედი და ყულაბაში 1000 ლარი დამხვდა დავიბენი, ვერ მივხვდი რომელმა ობიექტმა დამიბრუნა ამ რაოდენობის თანხა. დიდი სიხარული იყო იმის გააზრება, რომ რაღაცაში გავიმარჯვე”,- იხსენებს გიორგი.

თიბისისთვის მსგავსი კამპანიები მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა არ არის. გზავნილების კამპანია ზაფხულშიც მიმდინარეობდა და აქტიური მომხმარებლები ყოველდღიურად იგებდნენ ფულად პრიზებს. სამი ყველაზე აქტიური იღბლიანი კი, სამოგზაურო ტურით დასაჩუქრდა. შემდეგი ტალღა მომავალშიც იგეგმება. ამიტომ მთავარია, გჯეროდეს და თვალი ადევნო სიახლეებს. იქნებ, მომდევნო გამარჯვებული შენ ხარ? 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი

11.03.2026.18:26

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.

მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.

ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.

„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.

თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.

ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა