მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

FRIXX-ი ბაზარზე მალე ახალი შეფუთვით და კორექტირებული გრამაჟით გამოჩნდება

news image

კომპანია „ველინგტონი“, რომელიც რამდენიმე საწარმოო ბრენდს აერთიანებს, რომელთა შორის ჩიფსი ფრიქსი • FRIXX-ცაა ისრაელის ბაზარზე შესასვლელად მუშაობს.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ველინგტონის“ კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ განაცხადა, ამ დროისათვის საექსპორტო ბაზრებზე FRIXX-ის ჩიფსების 20%-ი იყიდება.

„ამ ეტაპზე ჩიფსი FRIXX-ი იყიდება საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში და კანადაში. კანადაში მცირე რაოდენობით, მაგრამ ქართულ მაღაზიებში იყიდება. ჩვენი წარმოების დაახლოებით 80%-ი იყიდება ლოკალურ ბაზარზე, ხოლო 20%-ი ექსპორტზე“, - ამბობს „ველინგტონის“ კომერციული დირექტორი.

რამდენიმე დღის უკან FRIXX-ი ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენა World of Private Label International Trade Show-ზე იყო წარმოდგენილი, საიდანაც ჩიფსის მწარმოებელმა კომპანიამ საინტერესო კონტაქტები წამოიღო და მათთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ირაკლი ქურდაძის თქმით, FRIXX-ი მალე მომხმარებლების წინაშე ახალი შეფუთვითა და კორექტირებული გრამაჟით წარდგება.

„ასორტიმენტი არ შეგვიცვლია, უბრალოდ ახლა განვაახლეთ შეფუთვების დიზაინი და ასევე დაკორექტირდა გრამაჟები. სულ მალე, დაახლოებით 2 კვირაში FRIXX ახალი შეფუთვით და კორექტირებული გრამაჟით სუპერმარკეტებში უკვე გამოჩნდება.

მოხდა გრამაჟის შემცირება, რადგანაც ქსელების კომერციული ხარჯები გაზრდილია. ყველა კომპანიას უწევს და მათ შორის ჩვენც, რომ გრამაჟების კორექტირება გავაკეთოთ და დახლზე პროდუქტი შევინარჩუნოთ. სხვა კონკურენტების შემთხვევაშიც ბაზარზე ანალოგიური სიტუაციაა. ყველა კომპანია ცდილობს, რომ გრამაჟებს ოპტიმიზაცია გაუკეთოს, რათა მომგებიანობა მინიმალური მაინც შეინარჩუნოს და დააკმაყოფილოს ქსელების მიერ მოთხოვნილი კომერციული ხარჯები და დარჩეს დახლზე“, - აცხადებს „ველინგტონის“ კომერციული დირექტორი.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით წლიურ ჭრილში FRIXX-ის გაყიდვები 22%-იან ზრდას აჩვენებს.

„გაყიდვები 22%-ით გაიზარდა რაოდენობაში. საცალო ფასი დაახლოებით15%-ით გაძვირდა. რეალურად გაძვირება გამოწვეულია არა ინფლაციით, რამდენადაც ქსელების მიერ კომერციული ხარჯების ზრდით. იგივე ქეშბექების მოთხოვნით და ასე შემდეგ“, - ამბობს ირაკლი ქურდაძე.

როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ამბობს, ჩიფსის წარმოებისთვის საჭირო კარტოფილის 80%-ს კომპანია საკუთარი მეურნეობიდან იღებს, ხოლო 20%-ს ახალციხეში ფერმერებიდან იბარებს.

„ჩვენთვის საჭირო ნედლეულის 80%-ი მოგყავს ჩვენსავე მეურნეობაში, რომელიც მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სავანეთში. სადაც გვაქვს ასევე შესანახი მეურნეობა და გვყავს ტექნიკაც. ასევე ახალქალაქში გვაქვს მიმღები და შემნახველი ბაზა, სადაც ხდება კარტოფილის მიღება, დაფასოება, შენახვა. რეალურად ფერმერები გვყავს დაკონტრაქტებული და ჩვენი მოხმარების 20% კარტოფილს მათგან ვიბარებთ“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი.

FRIXX საქართველოს ბაზარზე 2015 წლის მარტის ბოლოს გამოჩნდა. პროდუქტს უნიკალური გემო, ხარისხი და წარმოების ტექნოლოგია გამოარჩევს, რაც ადგილობრივი ნედლეულისა და ევროპული სტანდარტების დამსახურებაა.

FRIXX მხიარულებისა და გართობის მოყვარული ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი. ბრენდის მთავარი პროდუქტი ქართული კარტოფილით დამზადებული ჩიფსია. FRIXX რამდენიმე სიტყვის კომბინაციაა: [Free + Fries + Freaks] = [თავისუფლება + კარტოფილი ფრი + ფრიკები]. რაც შეეხება ლოგოს, მასზე მთებია გამოსახული წარწერით „CAUCASUS CHIPS“.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Chelti Winery-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი

05.08.2025.19:00

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება. როგორც კომპანიის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ჩელთის“ ღვინოებმა შანხაის მე-19 საერთაშორისო ღვინის კონკურსზე 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი მოიპოვა.

 „სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ ჩელთის ღვინოებმა შანხაის მე-19 საერთაშორისო ღვინის კონკურსზე 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი მოიპოვა!   
ღვინოები რომლებმაც მედლები მოიპოვა:
  ოქრო – Chelti Kisi Qvevri Dry White 2022
  ოქრო – Chelti Saperavi Qvevri Dry Red 2020
  ოქრო – Chelti Tsinandali Dry White 2023
  პლატინა – Chelti Saperavi Heritage Dry Red 2015“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა