მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

news image

დილით ადრე, მზის ამოსვლისას, როდესაც ტყის ყველაზე ხმაურიანი ბინადრები იღვიძებენ, საირმის ტერიტორია ფრინველთა ხმებით ივსება. ორნითოფაუნით გამორჩეულ საირმეში სხვადასხვა ზონის ბუნებრივი მრავალფეროვნება ფრინველთა 150-მდე სახეობას იზიდავს, რაც მას ეკოტურიზმის განვითარების განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. ტერიტორია საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე ველური ბუნების ფოტოგრაფიით გატაცებული ვიზიტორებისთვის. 

საირმეში ველური ბუნების ფოტოგრაფი, ლევან ქობალია „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მიწვევით იმყოფებოდა. 

ლევან ქობალია, ველური ბუნების ფოტოგრაფი: „გადასაღებად გამთენიისას, დილის 5 საათზე გავედით. ეს საუკეთესო პერიოდია სამუშაოდ. ამ დროს მზის ნათება და ფერები ბევრად უფრო შთამბეჭდავი ფოტოების გადაღების შესაძლებლობას გვაძლევს, ვიდრე დღის სიკაშკაშის დროს. კურორტთან ახლოს ყვითელი ბოლოქანქარა და  წყლის შაშვი გადავიღე. 

მზე მაშინ ამოვიდა, როდესაც წითელ მინდორს მივუახლოვდი და ულამაზესი ხედებიც გადაიშალა. დაბარებულივით დამხვდა ხეზე კაკაჩა, რომელმაც კამერასთანაც კარგად „იმუშავა“ და ახლოს მისვლის საშუალებაც მომცა. მინდორს ჯერ - ფოთლოვანი, შემდეგ კი წიწვოვანი ტყეები მოჰყვება, გადასაღები აქაც ბევრი დაგვხვდა. შემდეგი გაჩერება კი ჩანჩქერები იყო, საიდანაც უკვე ალპური ზონა იწყებოდა. 

ყოველ ახალ ბუნებრივ ზონას თავისი მობინადრეები ჰყავს და განსხვავებული მახასიათებლები აქვს. ამასთანავე, იცვლება ამინდიც და მზიანი მინდვრებიდან ნისლიან ალპურ ზონაში მოვხვდით. ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ვფიქრობ, განსაკუთრებული პეიზაჟები გადავიღეთ“. 

ლევან ქობალიას ფოტოობიექტივის მთავარი სამიზნე ფრინველთა ის სახეობები იყო, რომლებიც უმეტესად მთიან რეგიონში ცხოვრობენ. საბოლოოდ კამერის ობიექტივში მოხვდნენ: კოჭობა, ველის კაკაჩა, ირაო, წითელშუბლა მთიულა, ასპუჭაკა, ყვითელნისკარტა მაღრანი, თეთრგულა შაშვი, ჭრელი კოდალა, ყვითელი ბოლოქანქარა და წყლის შაშვი. 

ფრინველებთან ერთად, ფოტოგრაფის ყურადღების ცენტრში ყვავილების ნაირსახეობაც მოექცა. მათი დიდი ნაწილი ლევან ქობალიამ მაკროფოტოგრაფიით გადაიღო და, ფერად ფოთლებთან ერთად, კადრში თანმხლები მწერებიც აღბეჭდა. 

რომ მრავალფეროვანი ლანდშაფტი და მდიდარი ეკოსისტემა მუშაობისა და მოგზაურობისათვის საინტერესო პირობებს ქმნის. ამიტომაც არ გაჰკვირვებია, როდესაც ალპურ ზონაში ტურისტების რამდენიმე ჯგუფს შეხვდა. მიიჩნევს, რომ „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე ეკოტურიზმის განვითარების დიდი ბუნებრივი შესაძლებლობებია. ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კი რეგიონს უფრო მიმზიდველს გახდის. 

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ მასშტაბური პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული 700 000 ლარის ინვესტიცია ეკოსისტემის გაჯანსაღებასა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდა. 

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი ბიზნესებს სატენდერო გარანტიებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს

30.06.2025.18:45

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და სატენდერო გარანტიის მიღების პირობებსკიდევ უფრო აუმჯობესებს. ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უზრუნველყოფის გარეშე,სატენდერო გარანტიით ბიზნეს მობილბანკიდან ისარგებლონ და დრო და რესურსები დაზოგონ.

ამჯერად კი სატენდერო გარანტიის მიღების მსურველებს საქართველოს ბანკი 65%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

  • თუ გარანტიის თანხა ≤ 5 000 ლარია – საკომისიო 35 ლარია (100 ლარის ნაცვლად);
  • თუ თანხა > 5 000 ლარი და ≤ 10 000 ლარია – საკომისიო 100 ლარია (200 ლარის ნაცვლად);
  • თუ თანხა > 10 000 ლარი და ≤ 15 000 ლარია – საკომისიო 125 ლარია (250 ლარის ნაცვლად).

მომხმარებლებს სატენდერო გარანტიის გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდან შეუძლიათ, რაც საათზე ნაკლებ დროს მოითხოვს.

გარდა ამისა, ტენდერის დასრულებამდე ბიზნესს არ უწევს თანხის ანგარიშზე გაჩერება, რაც მათ ტენდერებში მონაწილეობისას მეტი მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების განვითარება და მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი ფინანსურიინსტრუმენტების შეთავაზება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ვავითარებთ ციფრულ, სწრაფდა მოსახერხებელ სერვისებს, როგორიცაა სატენდერო გარანტია ბიზნეს მობილბანკში შეღავათიანიპირობებით. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში .

სატენდერო გარანტიაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა