ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი „გამაღდეს“ PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
კომპანია PSP-ს ახალი ექსკლუზიური პარტნიორი - ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი Gamarde ფრანგმა სტუმრებმა ქართველ ინფლუენსერებსა და სააფთიაქო ქსელის სპეციალისტებს 15 მაისს სასტუმრო “რუმსში” გააცნეს.
2007 წელს საფრანგეთში თერმულ წყლებზე დაფუძნებული ბიო დერმატოლოგიური ბრენდი სტუმრებს „გამაღდეს“ რეგიონალურმა მენეჯერმა ეტიენ ჟიკელმა გააცნო. სხვადასხვა ტიპის კანის მოვლისა და სამკურნალო პროდუქციის მრავალფეროვანი ხაზები საერთაშორისო ტრენერმა ალექსანდრა მიერცაშმა გააცნო.
„გამაღდეს“ თერმულ წყლებსა და ბიო ინგრედიენტებზე დაფუძნებული პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი უკვე წარმოდგენილია PSP-ს 50-ზე მეტ აფთიაქში, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს ქართველ მომხმარებელს კანის სიჯანსაღეზე ზრუნვას, ხოლო დერმატოლოგებს კანის სხავდასხვა დაავადებების ბიო ინგრედიენტებზე დაფუძნებული მკურნალობას.
„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის გამარტივებაა. ამასთან, კოპმანია საზოგადოებას მუდმივად სთავაზობს სიახლეებს. სიახლე, ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი „გამაღდე“ ოჯახის ყველა ასაკის წევრისთვის ბიო პროდუქტების მრავაფეროვან არჩევანს გთავაზობთ მოვლისა და კანის სხვადასხვა პრობლემების ეფექტურად მოგვარებისთვის. ფრანგი სტუმრების პრეზენტაციამ დამსწრე საზოაგდოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. პროდუქტების ეფექტურობა უახლოეს მომავალში „გამაღდეს“ მომხმარებლის საყვარელ ბრენდად ჩამოაყალიბებს“- აცხადებენ PSP-ში.
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით გაყიდვები გაზარდა — გაიცანით სივრცე უნიკალური კონცეფციით
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
20.05.2025.18:00
ჯაოკენი • Jaokeni, რომელიც ბაზარს ხარისხიან სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალებს სთავაზობს ქვეყნის მასშტაბით 5 ფილიალს ფლობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამშენებლოს სექტორის ზრდის პარალელურად მოთხოვნა სარემონტო მასალებზეც იზრდება.
რას სთავაზობს ბაზარს და რომელ ბრენდებთან თანამშრომლობს „ჯაოკენი“ და ასევე რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა დეტალებზე Business Insider Georgia კომპანია „ჯაოკენის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თამაზ გოჩელაშვილს ესაუბრა:
რამდენი წელია რაც ჯაოკენი ბაზარზეა და რა ტიპის სამშენებლო და სარემონტო მასალებით ამარაგებს ქართულ ბაზარს?
კომპანია „ჯაოკენი“ უკვე 28 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. ის დაარსდა 1997 წელს საქართველოში და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და სანდო კომპანიად არის აღიარებული სარემონტო მასალების სფეროში.
„ჯაოკენი“ მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სარემონტო მასალებს, მათ შორის:
კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები
ლამინირებული იატაკი და სამშრიანი პარკეტი
შპალერის ექსკლუზიური კოლექციები
სანტექნიკა და აბაზანის აქსესუარები
ინტერიერისა და ექსტერიერის ლაქ-საღებავები
კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო დონის ბრენდებთან და მუდმივად ანახლებს ასორტიმენტს, მომხმარებელთა საჭიროებებისა და თანამედროვე დიზაინის ტენდენციების გათვალისწინებით.
პროდუქციის მოწოდებისთვის, რომელ ბრენდებთან თანამშრომლობთ და რა კეთდება იმისთვის, რომ კომპანიამ როგორც მომწოდებლები, ასევე ასორტიმენტი გაამრავალფეროვნოს?
„ჯაოკენი“ აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, რომლებიც წარმოადგენენ მაღალი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალებს და გამოირჩევიან ეკოლოგიური სტანდარტებისადმი ერთგულებით. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი პროდუქციის მიწოდება, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
ასორტიმენტის გაფართოება ეფუძნება სისტემურ ბაზრის კვლევასა და თანამედროვე დიზაინის ტენდენციებზე დაკვირვებას. პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობისას, ყურადღება პირველ რიგში ექცევა პროდუქციის შემადგენლობას, მასალების წარმოების პირობებსა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
„ჯაოკენი“ სთავაზობს მომხმარებელს ისეთ მასალებს, რომლებიც დამზადებულია უსაფრთხო, არატოქსიკური და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოდ მოწყობას.
დღესდღეობით, კომპანიის შოურუმებში წარმოდგენილია ისეთი ქვეყნების ბრენდები, როგორიცაა: ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და უკრაინა.
წარმოდგენილ ბრენდებს შორისაა:
Cifre, Pamesa, Peronda, Aparici, Geotiles, Mainzu, Argenta, New Tiles, A.S Creation, Emiliana Parati, Zambaiti Parati, Sintra, Teorema, Avapax, Tres, Bochmann, Algicocina, Besco, Martat, Swiss Krono, Alsa Flooring და სხვ.
როგორ აკონტროლებს კომპანია ხარისხს და რა მექანიზმებით იზღუდება დაბალი ხარისხის პროდუქციის რისკი?
„ჯაოკენი“ მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას მკაცრი შიდა კონტროლის მექანიზმებით ახორციელებს. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლამდე მხოლოდ ისეთი პროდუქციის მიტანა, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ტექნიკურ, ასევე ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვით სტანდარტებს.
შერჩეული მომწოდებლები გადიან შეფასების პროცესს, რომლის დროსაც აღინიშნება მათი შესაბამისობა ხარისხის საერთაშორისო სისტემებთან (მაგ. ISO, CE, Ecolabel და სხვა). თითოეული პროდუქტი მოწმდება, რომ იყოს ქიმიურად უსაფრთხო, გამძლე და არ შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.
„ჯაოკენის“ პოლიტიკა ეფუძნება პასუხისმგებლიან არჩევანს — ხარისხსა და ეკოლოგიაზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც ასახავს კომპანიის ზრუნვას მომხმარებელზე და მის ყოველდღიურ გარემოზე.
სამშენებლო სექტორი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიად ყალიბდება საქართველოში. საინტერესოა, იწვევს თუ არა ეს ზრდა თქვენი კომპანიის გაყიდვებისა და შეკვეთების მატებას და როგორ შეაფასებდით ზოგადად ბაზრის დინამიკას?
სამშენებლო სექტორის ზრდამ პირდაპირი გავლენა მოახდინა მასთან დაკავშირებულ ბიზნესებზე, მათ შორის — სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზეც. კომპანიაში ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება სტაბილური და თანმიმდევრული ზრდა, რაც გამოწვეულია ორი ძირითადი ფაქტორით:
ერთი მხრივ — ბაზარზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდით,
მეორე მხრივ კი — კომპანიის მხრიდან გააზრებული, გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებული სტრატეგიული განვითარებით.
თანამედროვე მომხმარებელი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობით. ის ითხოვს ხარისხიან, სანდო და გრძელვადიანად გამძლე მასალებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტებს და ამავე დროს ხასიათდებიან ესთეტიკურობითა და ფუნქციონალურობით.
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ ტენდენციებს და მუდმივად ვახდენთ ადაპტაციას — როგორც პროდუქტის ასორტიმენტის განახლების, ისე მომსახურების ხარისხის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ვიყოთ არა მხოლოდ მასალების მომწოდებელი, არამედ მომხმარებლის სანდო პარტნიორი, რომელიც სთავაზობს თანამედროვე, ეკომეგობრულ და ხარისხზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.
როგორია კონკურენციის დონე სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე საქართველოში?
საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარი ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება, რაც განაპირობებს კონკურენციის მკვეთრ ზრდას აღნიშნულ სექტორში. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს სამშენებლო სექტორის მთლიანი მოცულობა 5.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2018–2023 წლებში ბაზრის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 12.3%-ს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად მიუთითებს სექტორის მზარდ პოტენციალზე და მასთან დაკავშირებული ბიზნესების გაძლიერებულ აქტიურობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მასალების გარკვეული ნაწილი ადგილობრივად იწარმოება, სარემონტო მასალების ბაზარი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე, რაც კიდევ უფრო ზრდის კონკურენციას, განსაკუთრებით ხარისხის, ფასის და მომსახურების მიმართულებით. Galt & Taggart-ის ანალიზის თანახმად, ბაზარზე შესამჩნევია იმპორტირებული პროდუქციის წილის გაზრდა, რაც მყისიერად აისახება ფასებზე, მომხმარებელთა მოლოდინებსა და პროდუქტის ხარისხობრივ კრიტერიუმებზე.
ასევე, Colliers-ის კვლევებში ხაზგასმულია, რომ სამშენებლო და საცხოვრებელი სექტორის განვითარება თბილისში, ბათუმსა და სხვა მსხვილ ქალაქებში მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას როგორც ძირითადი, ისე დიზაინერული სარემონტო მასალების მიმართ.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიებისთვის, როგორიცაა "ჯაოკენი", კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე:
„ჯაოკენის“ სტრატეგია სწორედ ამ ელემენტებზეა დაფუძნებული — რაც მას საშუალებას აძლევს წარმატებით გაუმკლავდეს ბაზრის გამოწვევებს და შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია საქართველოს სამშენებლო-სარემონტო სექტორში.
რა არის „ჯაოკენის“ კონკურენტული უპირატესობა და რატომ უნდა მიანიჭოს მომხმარებელმა უპირატესობა მის პროდუქციასა და სერვისს?
„ჯაოკენი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიაა სარემონტო მასალების სფეროში. უკვე 28 წელია, რაც კომპანია ქართულ ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში ჩამოაყალიბა სანდოობისა და ხარისხის მიმართ ერთგული ბრენდის რეპუტაცია.
მისი კონკურენტული უპირატესობა რამდენიმე ძირითად ფასეულობაზეა დაფუძნებული:
მრავალწლიანი გამოცდილება და ბაზრის ცოდნა — კომპანიას აქვს რეალური ცოდნა მომხმარებლის საჭიროებების, გემოვნების და ბაზრის ტენდენციების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს დროულად მოახდინოს რეაგირება და ყოველთვის შესთავაზოს შესაბამისი პროდუქტები.
მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის პროდუქცია — „ჯაოკენი“ სთავაზობს მომხმარებელს სამშენებლო და სარემონტო მასალების სრულ ასორტიმენტს, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, ვიზუალური მიმზიდველობითა და პრაქტიკული ფუნქციონალით.
ეკომეგობრული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალები — კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია ისეთი პროდუქციის მიწოდება, რომელიც არ შეიცავს მავნე კომპონენტებს და უსაფრთხოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის.
პარტნიორობა საერთაშორისო ბრენდებთან — „ჯაოკენი“ თანამშრომლობს ისეთ ევროპულ ბრენდებთან, რომლებიც ცნობილია მაღალი სტანდარტებითა და სტაბილური ხარისხით. მათ შორის არიან Pamesa, Peronda, Aparici, Argenta, Emiliana Parati, Zambaiti Parati, Grohe, Teorema, Swiss Krono და სხვ.
კონსულტაცია და პროფესიული მხარდაჭერა — კომპანია მომხმარებელს არა მხოლოდ პროდუქციას სთავაზობს, არამედ მაღალკვალიფიციური კონსულტანტების დახმარებას არჩევანის პროცესში.
დღეისათვის რამდენ შოურუმს ფლობს „ჯაოკენი“ და იგეგმება თუ არა მათი რაოდენობის გაზრდა წლის ბოლომდე?
ამ დროისთვის „ჯაოკენის“ შოურუმები წარმოდგენილია საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სენაკსა და თელავში. ეს რეგიონული დაფარვა კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეთავაზოს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და მომსახურების მაღალი სტანდარტი ქვეყნის მასშტაბით.
წლის ბოლომდე ახალი ფილიალის გახსნა არ არის დაგეგმილი, თუმცა კომპანია მუდმივად აკვირდება ბაზრის ტენდენციებსა და მომხმარებლის საჭიროებებს. ამ ინფორმაციის საფუძველზე „ჯაოკენი“ მომავალში განიხილავს შოურუმების ქსელის გაფართოების შესაძლებლობას, რაც გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და კიდევ უფრო გაზრდის პროდუქციის ხელმისაწვდომობას.