მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.9
-0.0027
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 38.762
-0.0007
flag
EUR 3.2166
-0.0111
flag
GBP 3.7139
0.0001
flag
KZT 53.49
0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6922
-0.0005

ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკ-მატარებელი დაინიშნა

news image

ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკ-მატარებელი დაინიშნა, რაც ორ პორტს შორის ტვირთის ტრანზიტის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. პირველი ბლოკ-მატარებლის ფოთის ტერმინალში შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ორ ნავსადგურს შორის ბლოკ-მატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს და დადებით გავლენას მოახდენს კონტეინერების გადაზიდვის პროცესის გამარტივებასა და სატრანზიტო დროის შემცირებაში. კერძოდ, უზრუნველყოფს ფოთიდან ბაქოში მიმავალი და უკან ცარიელი კონტეინერების რკინიგზით ტრანსპორტირებას, რაც არა მხოლოდ განტვირთავს სახმელეთო მაგისტრალებს, ასევე ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ,,შუა დერეფანში“ საკონტეინერო ტვირთების უსაფრთხო და ეფექტურ გადაზიდვებს, რაც მარშრუტს უფრო მიმზიდველსა და მოთხოვნადს გახდის.

,,ბლოკმატარებლების მოძრაობის გრაფიკისა და ტარიფების განსაზღვრით ტვირთმფლობელებს წინასწარ ეცოდინებათ მათი კონტეინერის ფოთში ჩასვლისა და უკან დაბრუნების დრო. აღნიშნული სიახლე საქართველოს რკინიგზისთვის ფინანსურადაც მომგებიანი იქნება და მეტ შემოსავალს მოუტანს კომპანიას". - განმარტა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ.

ბლოკ-მატარებლის ზუსტი მარშრუტია: ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატი. საქართველო და აზერბაიჯანი ტვირთმფლობელებს გამარტივებულ სერვისს - ,,ტერმინალიდან კარამდე“ სთავაზობენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი JOLLY-ის სიახლეები, 2025 წლის შედეგები და განვითარების გეგმები

30.01.2026.14:00

JOLLY ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელს, ანასტასია ბაგრატიონს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ამჟამად, ჩვენი ბრენდი ახალი პროდუქტების დამატებაზე აქტიურად მუშაობს. ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს და ჩვენი მომხმარებლების დღეები „ჯოლის“ ფერადი აქსესუარებით გავახალისოთ.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, დაინტერესებას ყოველდღიურად ვგრძნობთ მომხმარებლების საოცრად დადებითი უკუკავშირით, რაც უდიდეს სტიმულს გვაძლევს, ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე - გავაფერადოთ მათი დღეები. ჩვენი მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი ლოიალურია, ბრუნდებიან და კვლავ იძენენ „ჯოლის“ პროდუქციას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული ბრენდისთვის.

როგორ აფასებთ 2025 წელს?

2025 წელი ბევრი გამოწვევით სავსე იყო. ვმუშაობდით რამდენიმე ახალ პროდუქტზე, რომელიც წლის ბოლოს, საახალწლოდ ჩავუშვით გაყიდვაში, რამაც საკმაოდ დიდი დაინტერესება და მოწონება გამოიწვია.

როგორია 2026-ის გეგმები განსაკუთრებით გაფართოების/ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

2026 წელს ბევრი სიახლე გვექნება ახალი პროდუქტების დამატებას კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საყვარელი მოხმარებლები მათ იგივენაირად შეიყვარებენ. ვცდილობთ გავითვალისწინოთ თითოეული მათგანის რეკომენდაცია, იმისათვის, რომ პროდუქცია მაქსიმალურად მათზე მორგებული იყოს და მათ ინდივიდუალიზმს გაუსვას ხაზი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა