მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი ის დამატებითი სიმძლავრეა, რომელიც დადებითად აისახება შუა დერეფნის განვითარებაზე - გურამ გურამიშვილი

news image

ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნატერმინალი  შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების კოოპერაციის მაგალითია, რადგან ამ პროექტში მათი კონტრიბუციაა - როგორც მშენებლობის ნაწილში, ისე ინვესტიციის და შემდგომში ოპერირების კუთხით.

მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა სასიხარულოა, რადგან ფოთის სატრანსპორტო კომპლექსში წლებია, არ განხორციელებულა ამ მოცულობის ინვესტიცია და არ გაშვებულა ასეთი თანამედროვე ტერმინალი. ტრანსპორტის სექტორის მუშაკებირომლებიც გათვითცნობიერებულები არიან შუა დერეფნის გადაზიდვების სტრუქტურაში, შეამჩნევდნენ, რომ ტერმინალი სრულად არის ადაპტირებული ბლოკ-მატარებლებზე - სწორედ მათი ხარისხიანი მომსახურებით  მიიღწევა ის შედეგი, რომელიც  შუა დერეფანს მეტად კონკურენტუნარიან მარშრუტად აქცევსრაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გურამ გურამიშვილმა

მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი სსფოთის ტრანსტერმინალმა"   განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონ აშშ დოლარია. ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს, 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული, მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე,  80 000 კონტეინერზე მეტი იქნება. ამასთან, როგორცფოთის ტრანსტერმინალში" აცხადებენ, ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება და 100-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ტერმინალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გადაზიდვებს. მნიშვნელოვანია ასევე რეგიონალური დანიშნულებით საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადამუშავება

ფოთის მულტიმოდალური ტერმინალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს რკინიგზისა და წყლის ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კასიმ ტლეპოვმა, ასევე ჩინეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა როგორც ფოთის ტერმინალის, ისე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობისთვის და შესაბამისად, შუა დერეფნის მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის

ფოთის ტერმინალის გახსნა მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ - მხედველობაში მაქვს შუა დერეფნის სიმძლავრეები, რომლებიც ეტაპობრივად იზრდება როგორც საქართველოში, ისე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. როგორც მოგეხსენებათ, წინა კვირას გავხსენით თბილისის მშრალი პორტი და ფოთის ახალი ტერმინალი ის დამატებითი სიმძლავრეა, რომელიც ძალიან წაადგება შუა დერეფნის განვითარებას", - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი - "ჭრებალოს მარანი"

01.08.2025.18:00

„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ახალ სეზონზე კი კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.

„ახალ სეზონს გაფართოებული სივრცით შევხვდით. აქამდე სტუმრებს ვიღებდით მხოლოდ ერთ დარბაზში. წელს კი გაფართოვდა ეზოს ტერიტორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ. დავამატეთ დარბაზი ქვედა სართულზე, სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით. მას აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა იმავე დიზაინერულმა ჯგუფმა (DODO Designs), 
რომელიც ჩვენს სივრცეს საწყისი ეტაპიდან, დღემდე ქმნის და ავითარებს.

ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში. მარანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად უმასპინძლოს სხვადასხვა ჯგუფს: შესაძლებელია ერთ დარბაზში იმართებოდეს ერთი ღონისძიება, ხოლო მეორეში მეორე.

სივრცეების და შესაძლებლობების გაფართოების შედეგად, სტუმრებს უკვე ვთავაზობთ მომსახურებას ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.

ეს არის ჩვენი მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონისთვის. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ სასტუმრო მიმართულების განვითარებაც. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. კერძების მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა დავამატეთ მეორე ბარი და მენიუში განვათავსეთ ახალი კოქტეილები, რაც დამატებით მრავალფეროვნებას ქმნის.

ახალ სივრცეში გამორჩეული, უნიკალური დიზაინია. გვაქვს ბუხრის კუთხე რბილი დასაჯდომებით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ცივ სეზონზე, შემოდგომის მიწურულიდან ზამთრის განმავლობაში. ბუხრის სივრცე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა “, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ობიექტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

„რემონტის გამო ოდნავ დაგვიანებით გავხსენით, თუმცა აშკარად შეინიშნება ვიზიტორთა მატება. გვყავს როგორც ბევრი ადგილობრივი, ქართველი ტურისტი, ასევე მრავლად არიან უცხოელი სტუმრებიც “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

„ჭრებალოს მარანი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას ტურისტული მიმართულებით და ბუტიკური სასტუმროს შექმნას.

„ჩვენი მიზანი, სასტუმროს მიმართულებით ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მარნის სივრცეს, რომლის კონცეფციაც თავიდანვე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდა.

კომპანია “დოდო დიზაინსთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ძალიან საინტერესო კონცეფცია. ეს იქნება 8 ერთმანრთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის ოთახი, რაც შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, ცოლიკაური სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს.

გვაქვს სურვილი, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი მომსახურება. ეს ჩვენი განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.

სასტუმროს შემდეგ კი ვგეგმავთ მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას “, - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.

ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა