„ფორსაითი“ პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ღია ფინანსების ეკოსისტემას ღია ბანკინგში ჩართვამდე შეუერთდა
საბანკო ასოციაცია განაგრძობს მუშაობას საქართველოში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების პროექტის განვითარებაზე, რომლის მიზანი ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ახალი ტალღის მხარდაჭერა და მონაცემების გაცვლის სტანდარტიზაციაა. პროექტი ხელს უწყობს ახალი ტიპის ფინანსური სერვისებისა და სერვისის მიმწოდებლების გაჩენას, რაც მთლიანი ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება.
2025 წლის დასაწყისიდან საქართველოს საბანკო ასოციაციამ და რამდენიმე კომერციულმა ბანკმა გააფორმეს საერთო შეთანხმება, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად, უსაფრთხოდ და მომხმარებლის მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე გაცვალონ ამ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ სერვისის დანერგვა ღია ბანკინგის ღია ფინანსების სისტემად გარდაქმნის პირველი ნაბიჯია.
შეთანხმება მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის სხვადასხვა მოთამაშეებს შორის ურთიერთქმედების ეფექტიანობას და აუმჯობესებს მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სერვისების ხარისხს.
ღია ფინანსების სისტემა, ღია ბანკინგის სერვისებთან ერთად ისეთი სერვისების არსებობასაცითვალისწინებს, რომელთა გამოსაყენებლად სავალდებულო არ არის უშუალოდ ღია ბანკინგთან დაკავშირებული ლიცენზიის (გადახდის ინიცირების პროვაიდერი, ანგარიშის ინფორმაციის პროვაიდერი) ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზიის ფლობა.
“ფორსაითი” ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი პირველი ინსტიტუტია, რომელიც არ ფლობს საბანკო, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან ღია ბანკინგის პროვაიდერის ლიცენზიას და ამისდა მიუხედავად ამ შეთანხმებას შეუერთდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარების გზაზე.
ამ ინტეგრაციის საშუალებით საქართველოს საბანკო სისტემის მომხმარებლებს “ფორსაითის” მომხმარებლად სრულფასოვნად რეგისტრაცია და მისი საინვესტიციო პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ მარტივად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, საკუთარი საბანკო მონაცემების მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს რეგისტრაციისა და მომსახურებაზე წვდომის პროცესს, მაღალი უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტიების არსებობის პირობებში.
არსებული შეთანხმება კიდევ ერთი აღსანიშნავი ნაბიჯია საბანკო და არასაბანკო ფინანსური სექტორის ინტეგრაციის გზაზე, რაც საბოლოოდ მომხმარებელთა სარგებელსა და ფინანსური სერვისების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა
12.11.2025.12:15
საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ლარში დენომინირებული ევრობონდების სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა.
ტრანზაქციის მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და „გალტ & თაგარტი“ .
რაც შეეხება იურიდიულ მრჩევლებს, ტრანზაქციაში ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით ჩართული იყვნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი.
ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. 2025 წლის მანძილზე, ეს არის კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსება. ვფიქრობ, ტრანზაქცია იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისას, თუ რამდენად ძლიერია ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა და რამდენად მაღალია ინტერესი და ნდობა ინვესტორების მხრიდან“ ,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.