მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - სპორტული ინფრასტრუქტურის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდის დირექტორი

news image

ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სპორტული ინფრასტრუქტურის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა ირაკლი მხეიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფონდის მიზანს წარმოადგენს ასევე უსაფრთხო და თანამედროვე სივრცეების მოწყობა, რისთვისაც ფონდი აქტიურად ითანამშრომლებს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან და სხვა და სხვა ორგანიზაციებთან.

„ჩვენ ასევე აქტიურად დავუჭერთ მხარს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რამეთუ ამ ყველაფრისთვის სპორტული ცხოვრების წესში ჩართვისთვის საჭიროა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად არამარტო მხარს დავუჭერთ სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არამედ მხარს დავუჭერთ საგანმანათლებლო პროგრამებს, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს და სხვადასხვა ღონისძიებებს“, - აცხადებს ირაკლი მხეიძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “ვაშლის აგრობაღებმა“ გორში 47ჰა-ზე ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

19.09.2025.17:06

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია “ვაშლის აგრობაღებმა” გორში ინტენსიური ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 20 მლნ. ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ზერტში, 47 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღები გაშენდა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სეტყვის საწინააღმდეგო და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით. ასევე, აშენდა სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 1 500 ტონამდე პროდუქტის შენახვისთვის არის განკუთვნილი.

„ინტენსიური ტიპის ბაღებში ვაშლის ჯიშები გემოვნური თვისების და ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა, ესენია: გოლდენი, რედ დელიშეზი, გალა, გრანი სმიტი, პინოვა და ჯონაპრინცი. საქართველოს ბაზარზე ბიო პროდუქტის დეფიციტია, მოთხოვნა კი მაღალი. სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორგანული ვაშლის წარმოებაზე, ამჟამად 8.41 ჰა-ზე გაშენებულ ბაღებში მიმდინარეობს ბიოსერთიფიცირების პროცესი.

გაშენებული ბაღების მასშტაბებმა წარმოქმნა სამაცივრე მეურნეობის შექმნის აუცილებლობა. რაც განხორციელდა იტალიელი კონსულტანტების ჩართულობითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სამაცივრე მეურნეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვაშლი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შევინახოთ და მისი მაღალი გემოვნური და ხარისხობრივი თვისებები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი და საქართველოს ბანკის ურთიერთთანამშრომლობით შექმნილი პროექტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ერთგვარ „ნოუ ჰაუ“-ს წარმოადგენს. სამომავლოდ, ასევე გორის მუნიციპალიტეტში, ვგეგმავთ დამატებით, 10ჰა. ბაღების გაშენებას და პროდუქციის როგორც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას, ასევე ექსპორტზე გატანს“, - განაცხადა დავით ჯაფარიძემ, „ვაშლის აგრობაღების“ დირექტორმა.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია “ვაშლის აგრობაღებთან” ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს აგრო სექტორის განვითარებაში. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ ვაშლის ინტენსიური ბაღები გააშენა და თანამედროვე მოწყობილობებითა და ენერგოეფექტური დანადგარებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ააშენა. სამომავლოდ კი, კიდევ უფრო მეტად გაფართოებას, მეურნეობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა