ფიზიკის აუდიოკონსპექტები უკვე ხელმისაწვდომია – საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის კამპანია „გამოცდები 2025“ გრძელდება
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ხანის აკადემიასთან თანამშრომლობით, კამპანიას „გამოცდები 2025“ ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც სხვადასხვა საგამოცდო საგანში ძირითადი თემებისგანმტკიცებაში დაეხმარებათ.
ახლახან აუდიოკონსპექტებს ფიზიკაც დაემატა.
მასალებზე წვდომა მარტივია: აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა აუდიოლექციებს პირდაპირ SoundCloud-ზე მოუსმინონ, ან დაასკანერონ ქალაქის მასშტაბით მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსებული QR კოდები.
წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.18:00
ლოგისტიკური კომპანია ULC terminal - იუ ელ სი ტერმინალ-ი საკუთარ ინფრასტრუქტურას აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან ULC terminal-ის დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჯანყარაშვილმა განაცხადა, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საწყობის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ბანკის დახმარებით ხორციელდება, აქტიურ ფაზაში გადავიდა.
„სამშენებლო პერიოდი რამდენიმე თვეს გასტანს და წლის ბოლომდე აუცილებლად დასრულდება. პროექტს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ და არსებული გათვლებით ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ ლარამდეა. პროექტი 10 000 კვ/მ-მდე სივრცის მშენებლობას ითვალისწინებს და გააერთიანებს სასაწყობე მეურნეობას, საბაჟო საწყობს, კომერციულ და საოფისე ფართებს“, - აცხადებს გიორგი ჯანყარაშვილი.
კომპანიის თანადამფუძნებლის განმარტებით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ULC terminal-ის ტვირთბრუნვა 30-40%-ით გაიზრდება და ლოგისტიკური კომპანია უფრო მეტი ტვირთის მომსახურებას შეძლებს. ახალი საწყობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, კომპანიაში დამატებით 25 ადამიანის დასაქმება მოხდება.
გიორგი ჯანყარაშვილი აცხადებს, რომ ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე ქვეყანაში მოთხოვნა გაზრდილია და ULC terminal-ის მაგალითზე ზრდა 20%-მდეა. მისივე თქმით, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად ტარიფების ზრდა არ მომხდარა.
„ქვეყანაში მსგავსი ტიპის სერვისებზე მოთხოვნა გაზრდილია. ზრდა არის დაახლოებით 15-20%-ი. ტარიფებს რაც შეეხება, იგივეა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გვქონდა. სასაწყობე მეურნეობები შენდება და ვითარდება და შესაბამისად კონკურენცია იზრდება. ფასების ზრდას ჯერჯერობით არ განვიხილავთ“, - ამბობს ჯანყარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ULC terminal-ის საკუთრებაშია 3,5 ჰა ტერიტორიაა და რომლის ათვისებაც A კლასის სასაწყობე მეურნეობების მშენებლობით ეტაპობრივად ხდებოდა. ULC Terminal-ის საბაჟო საწყობით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებს ასევე კერძო კომპანიებს რომლებიც ახორციელებენ ტვირთის იმპორტ/ექსპორტის და რეექსპორტის პროცედურებს, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე.
როგორც ULC terminal-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიის შექმნის მიზანი არსებულ ბაზარზე მომსახურების დონის ამაღლება, ევროპული სტანდარტის დანერგვა და ერთგვარი ჰაბის შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ტვირთბრუნვის გაზრდას და გაამარტივებს ურთიერთობას გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის.
სასაწყობო მეურნეობა საშუალებას იძლევა დამუშავდეს ყველა ტიპის და სირთულის როგორც საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ასევე კომერციული დანიშნულების ტვირთები და განხორციელდეს ყველა სახის საბაჟო პროცედურა.