Fitch Ratings-მა “კრისტალის” საკრედიტო რეიტინგი 'B' სტაბილურ დონეზე შეაფასა
გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა მიკრობანკი „კრისტალის“ გრძელვადიანი პროგნოზი (IDR) ‘B’ სტაბილურად შეაფასა. Fitch-ის შეფასება ხაზს უსვამს კრისტალის უნარს, გლობალური გამოწვევების ფონზე იყოს წარმატებული და განაგრძოს ეფექტიანი ზრდა.
„გლობალური და რეგიონალური გამოწვევების ფონზე საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის სისწორეს და მისი აღსრულების ეფექტიანობას, რაც აძლიერებს ნდობას როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე მომხმარებლების მხრიდან. აღნიშნული რეიტინგი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ და მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო კონკურენტული პროდუქტები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას“- აღნიშნავს „კრისტალის" გენერალური დირექტორი ილია რევია.
Fitch Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრებით განსაზღვრა. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, კომპანიის რეიტინგი ასახავს მომგებიანობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, აქტივების ხარისხის კონტროლს, დაფინანსების წყაროების მრავალფეროვნებას და კაპიტალის სტაბილურ მართვას. სააგენტოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია რომ კომპანიის მიერ მიღებული მიკრობანკის ლიცენზია პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის რეიტინგის შესაძლო გაუმჯობესების მიმართულებით.
რეიტინგის შენარჩუნებას ხელი შეუწყო კრისტალის წარმატებულმა პარტნიორობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან.
„კრისტალი", ჯერ კიდევ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ოპერირების პერიოდში, Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი იყო რეგიონში. კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდოიმიჯით, 566 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.18:00
DGF ICC Georgia • დგფ აისისი ჯორჯია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული სფეროს მიმართულებით, რომელიც ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. მეტი დეტალისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს ნათია ცხომელიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია "აისისი ჯორჯია" (ICC Georgia / DGF AREA) წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული სფეროს მიმართულებით. 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვთავაზობთ ბაზარს პრემიუმ კლასის ევროპულ ბრენდებს და ხარისხიან პროდუქციას. ჩვენ ვართ ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები, როგორიცაა: DGF (Délice & Création), IRCA, Maison ROUTIN (1883), Silikomart, Lubeca, Brousse-bergez და სხვა. ჩვენ ვემსახურებით როგორც HORECA სექტორს (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები), ასევე ჰიპერმარკეტებს, ბარებს და საკონდიტროებს, ვთავაზობთ მათ სრულ სერვისსა და პროდუქციის ფართო არჩევანს.
გარდა პროდუქციის დისტრიბუციისა, ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა პროფესიული საგანმანათლებლო პლატფორმა - საკონდიტრო-საცხობი სკოლა, სადაც უკვე მრავალი წელია ვმასპინძლობთ საერთაშორისო მასტერკლასებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს მსოფლიოსა და საქართველოს წამყვანი შეფების მონაწილეობით. ეს ინიციატივა ხელს უწყობს ქართული საკონდიტრო ინდუსტრიის განვითარებას და პროფესიონალთა მუდმივ ზრდას.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:
• გასტრონომიულ, საკონდიტრო და ნაყინის ინგრედიენტებს;
• ბარისა და სასმელების ინგრედიენტებს;
• საცხობ და საკონდიტრო აღჭურვილობას;
• სპეციალურ ტექნოლოგიურ და სხვა ინოვაციურ პროდუქტებს.
ასორტიმენტი მუდმივად განახლებადია, რათა მოვახდინოთ ბაზრის სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების დაკმაყოფილება და მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო ევროპული ხარისხი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება ინტერესი ხარისხიან საკონდიტრო პროდუქტებსა და კულინარიულ ტექნოლოგიებზე. ბაზარი ვითარდება, მეწარმეები და შეფ-კონდიტერები მუდმივად ეძებენ ინოვაციურ და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს, რაც ჩვენს კომპანიის პროდუქტს მუდმივი მოთხოვნით უზრუნველყოფს. ჩვენი პროფესიული სკოლა და მასტერკლასები ეხმარება პროფესიონალებს ცოდნის ამაღლებაში, რაც თავის მხრივ ზრდის ხარისხიანი პროდუქტის გამოყენების საჭიროებას. მოთხოვნა, როგორც საცალო, ასევე პროფესიულ დონეზე, მზარდია და ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის უპირატესობებია:
• ევროპული პრემიუმ ბრენდების ფართო პორტფოლიო;
• 15 წლიანი გამოცდილება და ბაზარზე მაღალი რეპუტაცია;
• მძლავრი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის სწრაფ მიწოდებას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში;
• პერსონალიზებული მომსახურება და ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლების საჭიროებების მიმართ;
• პროფესიული განათლების და ტრენინგების ცენტრი, რომელიც მუდმივად ზრუნავს ინდუსტრიის განვითარებაზე საქართველოში.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
DGF AREA / ICC Georgia-ს სამომავლო ხედვა ორიენტირებულია მდგრად ზრდაზე, ინოვაციაზე და ქართული პროფესიული საზოგადოების მუდმივ განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ვაქციოთ საკონდიტრო და კულინარიული ხელოვნების ერთ-ერთ რეგიონულ ჰაბად, სადაც პროფესიონალებს ექნებათ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებზე, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე.
სამომავლოდ ვგეგმავთ:
• ახალი ევროპული ბრენდების დამატებას და პორტფოლიოს გაფართოებას;
• ინოვაციური პროდუქციის ინტეგრაციას, რომელიც მიესადაგება საერთაშორისო ტენდენციებს;
• პროფესიული სასწავლო ცენტრის განვითარებას - მეტი მასტერკლასი, მეტი საერთაშორისო ტრენინგი და კოლაბორაცია მსოფლიო დონის შეფებთან;
• პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და ადგილობრივი ბაზრის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანას.
ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიული განათლება, ინოვაციური პროდუქტი და მუდმივი განვითარება არის მთავარი წინაპირობები, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდეს კულინარიისა და საკონდიტრო სფეროში.
ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს თბილისში, ი.აბაშიძის 38 ნომერში. მასტერკლასებზე ჩაწერა წინასწარ არის შესაძლებელი. ამისთვის, მსურველები უშუალოდ კომპანიას უნდა დაუკავშირდნენ.