TBC-ის პორტფელში პრობლემური სესხების წილი 2025 წლის 9 თვის ბოლოს 2.5%-ს შეადგენდა, რაც ხელსაყრელ ეკონომიკურ გარემოს ასახავს - Fitch Ratings
Fitch-მა საქართველოს ბანკის, თიბისის, პროკრედიტის და ხალიკ ბანკის პერპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. პროგნოზის გადახედვა მოჰყვა საქართველოს ანალოგიურ რეიტინგულ განახლებას, რომელიც 21 ნოემბერს Fitch-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. (Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა "სტაბილურამდე" გააუმჯობესა).
ძლიერი ეკონომიკური პირობები კვლავაც აძლიერებს ბანკების მაჩვენებლებს. Fitch 2025 წელს 7.3%-იან ზრდას, ხოლო 2026-2027 წლებში საშუალოდ 5.2%-ს პროგნოზირებს.
Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის (BOG) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB დონეზე.
,,BOG წარმოადგენს უმსხვილეს ბანკს საქართველოში, 2025 წლის III კვარტალის ბოლოს სექტორის აქტივების 40%-იანი წილით. საკრედიტო პორტფელი დივერსიფიცირებულია: საცალო სესხები შეადგენს 47%-ს (2025 წლის I ნახევრის ბოლოს გრაფულად), კორპორატიული 36%-ს, ხოლო მცირე და მიკრო ბიზნესის სეგმენტები 17%-ს. BOG-ის ბიზნესმოდელმა მდგრადობა აჩვენა, რაც თანმიმდევრული მომგებიანობის მიღწევას უზრუნველყოფს", - წერს Fitch-ი.
საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხ წელიწადში BOG-ის სესხების დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო დეპოზიტები სტაბილურობითა და ბანკი ჯანსაღი ლიკვიდობით ხასიათდება.
,,ველით, რომ BOG-ის აქტივების ხარისხი 2025 წლის მეორე ნახევარსა და 2026 წელს სტაბილური იქნება ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოსა და ბანკის გამკაცრებული საკრედიტო სტანდარტების შედეგად", - აღნიშნავს Fitch-ი.
Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის (TBC) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB დონეზე. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, TBC-ის საკრედიტო მაჩვენებლები ძირითადად სტაბილური დარჩა, რაც მათ პროგნოზებთან შესაბამისობაშია.
Fitch-ის ხედვით, თიბისი ბანკისთვის დოლარიზაცია (2025 წლის 9 თვის ბოლოს: სესხების 45%) კვლავ რჩება აქტივების ხარისხის მთავარ რისკად, მიუხედავად ზომიერი შემცირებისა ბოლო რამდენიმე წელში. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, განსაკუთრებული რისკია რითეილის სესხები, ცვალებადი პროცენტისა და არაჰეჯირების პირობებში.
,,TBC-ის პრობლემური სესხების წილი 2025 წლის 9 თვის ბოლოს 2.5%-ს შეადგენდა, რაც ხელსაყრელ ეკონომიკურ გარემოს ასახავს", - წერს Fitch-ი.
Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის (BOG) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB+ დონეზე.
პროკრედიტ ბანკი (PCBG) საქართველოს 17 ბანკიდან მეშვიდე უდიდესია, 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების 2%-იანი წილით. მიუხედავად ამისა, ProCredit-ის ბრენდი ძლიერი პოზიციით სარგებლობს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სეგმენტში, სადაც დაახლოებით 12%-იანი წილი აქვს, რაც პროკრედიტ ბანკი (PCBG)-ს მაღალი ხარისხის კლიენტების მოზიდვაში ეხმარება. ,,პროკრედიტ ბანკი (PCBG) -ის სესხების პორტფელი მნიშვნელოვნად დოლარიზებულია (2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს – სესხების 63%), რაც განპირობებულია ბანკის ფოკუსით მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებზე და საცალო დაკრედიტების შეზღუდული მასშტაბით. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია Fitch-ის მიერ შეფასებულ ქართულ ბანკებს შორის და აღემატება სექტორის საშუალო 42%-იან დონეს", - წერს Fitch-ი.
Fitch Ratings-მა ხალიკ ბანკის პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB+ დონეზე.
,,ბანკის ფოკუსი მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებზე განაპირობებს მაღალი დოლარიზაციის დონეს (2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს – 62%), რაც მნიშვნელოვნად აღემატება სექტორის საშუალო მაჩვენებელს (42%) და ზრდის აქტივების ხარისხთან დაკავშირებულ რისკებს, რადგან ყველა მსესხებელი სრულად არ არის ჰეჯირებული. პრობლემური სესხების წილი 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს მაღალი იყო 9.1%", - წერს Fitch-ი.
სხვა სიახლეები
ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.18:00
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.
როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.
აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.
სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.
რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?
ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.
პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?
წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.
არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?
დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.
ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.