პროკრედიტ ბანკის სესხების პორტფელი მნიშვნელოვნად დოლარიზებულია - Fitch Ratings
Fitch-მა საქართველოს ბანკის, თიბისის, პროკრედიტის და ხალიკ ბანკის პერპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. პროგნოზის გადახედვა მოჰყვა საქართველოს ანალოგიურ რეიტინგულ განახლებას, რომელიც 21 ნოემბერს Fitch-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. (Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა "სტაბილურამდე" გააუმჯობესა).
ძლიერი ეკონომიკური პირობები კვლავაც აძლიერებს ბანკების მაჩვენებლებს. Fitch 2025 წელს 7.3%-იან ზრდას, ხოლო 2026-2027 წლებში საშუალოდ 5.2%-ს პროგნოზირებს.
Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის (BOG) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB დონეზე.
,,BOG წარმოადგენს უმსხვილეს ბანკს საქართველოში, 2025 წლის III კვარტალის ბოლოს სექტორის აქტივების 40%-იანი წილით. საკრედიტო პორტფელი დივერსიფიცირებულია: საცალო სესხები შეადგენს 47%-ს (2025 წლის I ნახევრის ბოლოს გრაფულად), კორპორატიული 36%-ს, ხოლო მცირე და მიკრო ბიზნესის სეგმენტები 17%-ს. BOG-ის ბიზნესმოდელმა მდგრადობა აჩვენა, რაც თანმიმდევრული მომგებიანობის მიღწევას უზრუნველყოფს", - წერს Fitch-ი.
საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხ წელიწადში BOG-ის სესხების დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო დეპოზიტები სტაბილურობითა და ბანკი ჯანსაღი ლიკვიდობით ხასიათდება.
,,ველით, რომ BOG-ის აქტივების ხარისხი 2025 წლის მეორე ნახევარსა და 2026 წელს სტაბილური იქნება ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოსა და ბანკის გამკაცრებული საკრედიტო სტანდარტების შედეგად", - აღნიშნავს Fitch-ი.
Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის (TBC) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB დონეზე. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, TBC-ის საკრედიტო მაჩვენებლები ძირითადად სტაბილური დარჩა, რაც მათ პროგნოზებთან შესაბამისობაშია.
Fitch-ის ხედვით, თიბისი ბანკისთვის დოლარიზაცია (2025 წლის 9 თვის ბოლოს: სესხების 45%) კვლავ რჩება აქტივების ხარისხის მთავარ რისკად, მიუხედავად ზომიერი შემცირებისა ბოლო რამდენიმე წელში. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, განსაკუთრებული რისკია რითეილის სესხები, ცვალებადი პროცენტისა და არაჰეჯირების პირობებში.
,,TBC-ის პრობლემური სესხების წილი 2025 წლის 9 თვის ბოლოს 2.5%-ს შეადგენდა, რაც ხელსაყრელ ეკონომიკურ გარემოს ასახავს", - წერს Fitch-ი.
Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის (BOG) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB+ დონეზე.
პროკრედიტ ბანკი (PCBG) საქართველოს 17 ბანკიდან მეშვიდე ადგილზეა, 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების 2%-იანი წილით. მიუხედავად ამისა, ProCredit-ის ბრენდი ძლიერი პოზიციით სარგებლობს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სეგმენტში, სადაც დაახლოებით 12%-იანი წილი აქვს, რაც პროკრედიტ ბანკი (PCBG)-ს მაღალი ხარისხის კლიენტების მოზიდვაში ეხმარება.
,,პროკრედიტ ბანკი (PCBG) -ის სესხების პორტფელი მნიშვნელოვნად დოლარიზებულია (2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს – სესხების 63%), რაც განპირობებულია ბანკის ფოკუსით მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებზე და საცალო დაკრედიტების შეზღუდული მასშტაბით. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია Fitch-ის მიერ შეფასებულ ქართულ ბანკებს შორის და აღემატება სექტორის საშუალო 42%-იან დონეს", - წერს Fitch-ი.
Fitch Ratings-მა ხალიკ ბანკის პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB+ დონეზე.
,,ბანკის ფოკუსი მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებზე განაპირობებს მაღალი დოლარიზაციის დონეს (2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს – 62%), რაც მნიშვნელოვნად აღემატება სექტორის საშუალო მაჩვენებელს (42%) და ზრდის აქტივების ხარისხთან დაკავშირებულ რისკებს, რადგან ყველა მსესხებელი სრულად არ არის ჰეჯირებული. პრობლემური სესხების წილი 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს მაღალი იყო 9.1%", - წერს Fitch-ი.
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.