მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7075.5
0.0017
flag
AZN 1.5978
-0.0007
flag
CNY 37.842
-0.0036
flag
EUR 3.1805
-0.007
flag
GBP 3.6913
0.0004
flag
KZT 52.39
0.0007
flag
TRY 0.0678
-0.0001
flag
USD 2.7172
-0.0009

Fitch-მა GWP-ის მმართველი კომპანიის, Georgia Global Utilities-ის რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა

news image

Fitch Ratings-მა გააუმჯობესა Georgia Global Utilities JSC-ის (GGU) საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე, და დაადასტურა კომპანიის IDR „BB-“ დონეზე.

შეფასების თანახმად, GGU-ის საინვესტიციო სტრატეგია კვლავ კონცენტრირებულია წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის განახლებაზე (დაკარგების შესამცირებლად), სატუმბი სადგურების მოდერნიზაციაზე(ენერგოეფექტურობის ზრდისა და მომხმარებლებზე ელექტროენერგიის მიწოდების გასაზრდელად), ასევე მრიცხველების სისტემისა და მომხმარებელთა მანიპულაციის გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესებაზე.

Fitch Ratings-ის შეფასებით, ჯგუფის შემოსავლების დაახლოებით 85% მოდის რეგულირებულ წყალმომარაგებასა და ნარჩენი წყლების მომსახურებაზე, რაც გამყარებულია ტარიფების პროგნოზირებადობით 2026 წლის ბოლომდე, თბილისში არსებული პოზიციით და ქსელური ინფრასტრუქტურის პირდაპირი მფლობელობით.

ცნობისთვის, Georgia Global Utilities (GGU) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (gwp) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველი კომპანიაა. GGU ფლობს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს 149 MWh ჯამური დადგმული სიმძლავრით: თეთრიხევიჰესს, ბოდორნაჰესს, საგურამოჰესსა და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა წყალსაცავიან ჰიდროელექტორსადგურებს შორის.

2022 წლიდან კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი ესპანური კომპანია FCC Aqualia, ხოლო 20%-ს საინვესტიციო ჰოლდინგი "საქართველოს კაპიტალი" ფლობს.

ესპანური წყალმომარაგების კომპანია FCC Aqualia წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომელსაც FCC (51%) და IFM Investors (49%) ფლობს. Aqualia მომხმარებელთა რაოდენობით მეოთხე უმსხვილესი წყლის მენეჯმენტის კომპანიაა ევროპაში და მეცხრე მსოფლიოში. აქუალია ემსახურება 45.2 მილიონ მომხმარებელს 18 ქვეყანაში, კერძოდ: საქართველოში, ესპანეთში, შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკაში, ომანში, პერუში, პორტუგალიაში, კატარში, ალჟირში, საუდის არაბეთში, კოლუმბიაში, ჩილეში, ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჩეხეთსა და რუმინეთში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა შედეგებით დაბრუნდა საბავშო სამოსის ბრენდი Ponpon - ი Pitti Immagine Bimbo და Playtime Paris - დან

09.07.2025.17:00

„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში მიიღეს მონაწილეობა როგორიცაა : Pitti Immagine Bimbo და Playtime Paris. წარმოდგენილ ბრენდებს შორის იყო PonPon - იც. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს ანუკა მეგრელიშვილს ესაუბრა. მისივე თქმით, კომპანიისთვის ძალიან საინტერესო იყო ასეთ მასშტაბურ გამოფენებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი პროდუქციის გაცნობა პოტენციური პარტნიორებისთვის.

„დადებითად შევაფასებდი გამოფენას. მოლოდინები გვქონდა საკმაოდ მაღალი. ორივე გამოფენის შემთხვევაში გავეცანით ადგილზე წარმოდგენილ სხვადასხვა ბრენდებს, ასევე გავიცანით ძალიან ბევრი პრესის წარმომადგენელი. მათ შორის იყვნენ ბაიერებიც, უცხოელი ინფლუენსერებიც. მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ბევრ ბენეფიტთან არის დაკავშირებული და ძალიან სასიკეთოა “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ამჟამად, კომპანია რამდენიმე Concept Store -თან აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორობის მიზნით. მათი მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია.

„წამოვიღეთ კონტაქტები რამოდენიმე Concept Store -დან, რომლებიც თავად დაინტერესდნენ ჩვენი კომპანიით. ამჟამად, მათთან კონკრეტულ კოლექციებზე გვაქვს მოლაპარაკება “, - აღნიშნავს ანუკა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, ბრენდი ორი დედის – ლიკუნა რატიანისა და ანუკა მეგრელიშვილის სიყვარულითა და ხედვით დაიბადა. პროდუქციის წარმოებაში მაღალი ხარისხის ორგანული ბამბა გამოიყენება და ყოველ ნივთს გამორჩეული დეტალი და აქსესუარი ემატება, რაც ბავშვებისათვის განკუთვნილ ყოველდღიურ სამოსს უფრო ახალისებს. თითოეული ნივთი შექმნილია უდიდესი ზრუნვითა და სიყვარულით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა