მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7085.9
-0.0017
flag
AZN 1.5889
-0.0003
flag
CNY 38.211
0.0003
flag
EUR 3.1354
-0.0046
flag
GBP 3.5644
-0.0076
flag
KZT 53.15
0.0041
flag
TRY 0.0637
0.0001
flag
USD 2.7015
-0.0005

ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის

news image

ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ეკოლოგიური სარგებელი, შემცირებული ხარჯები საწვავსა და სერვისზე აშკარა უპირატესობაა, თუმცა გამოწვევად რჩება ელექტრიფიცირებული ავტომობილების ნარჩენი ღირებულება - ელექტრომობილის ფასი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, წლებთან ერთად, უფრო სწრაფად მცირდება.

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მის ინტერესზე მორგებულ გადაწყვეტილებას სთავაზობს. 1 დეკემბრიდან პორშეს ელექტრიფიცირებული მოდელები კონკრეტული პირობებით გაიყიდება. კომპანია მომხმარებელს ხელშეკრულების საფუძველზე განუმარტავს, რა ფიქსირებულ ფასად ჩაიბარებს მის ელექტრომობილს წლების შემდეგ.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მომხმარებელთან ურთიერთობის მთავარი ღირებულება „პორშე ცენტრი თბილისისთვის“ ნდობა და გამჭვირვალობაა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ელექტრომობილების ღირებულების დაკარგვის საფრთხე მინიმუმამდე შეგვემცირებინა. შედეგად, მომხმარებლის ინვესტიცია არა მხოლოდ ბევრად დაცული, არამედ უფრო მოგებიანი ხდება, ვიდრე აქამდე იყო. 

„პორშეს“ მოყვარულებს უკვე შეუძლიათ, ახალი პირობებით ისარგებლონ - ჩვენთან ელექტრომოდელების ნარჩენი ღირებულება ბენზინისძრავიანი პორშეს ნარჩენ ღირებულებას უტოლდება, რაც შესყიდვის პროცესშივე დოკუმენტურად ხდება გარანტირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელი წინასწარ არის საქმის კურსში, რა თანხას იხდის და როგორი იქნება მისი ელექტრომობილის ფასი მომდევნო წლებში. მივყვებით ჩვენს საკომუნიკაციო სტრატეგიას, რაც მომხმარებელთან არა ერთჯერადი, არამედ პარტნიორული კავშირის დამყარებას გულისხმობს“.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორი სხვადასხვა ტიპის მოდელის ნარჩენი ღირებულება, „პორშე ცენტრი თბილისის“ მომხმარებელისთვის, თანაბარი ხდება. მომხმარებელი ინფორმირებულია ყველა მოსალოდნელ შედეგზე. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიის დაპირება ხელშეკრულებით არის დაცული. 

ელექტრომობილების ინდუსტრია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ტექნოლოგიურად განვითარებადი სფეროა. მცირდება დატენის დრო და იზრდება ერთი დამუხტვით გავლის მანძილი, იხვეწება და უმჯობესდება როგორც უსაფრთხოების, ისე ენერგოეფექტურობის სისტემები. სწრაფად განახლებადი მოდელების ბაზარზე გამოჩენისთანავე ძველი ვერსიების ფასი ბუნებრივად იკლებს. ელექტრომობილებისგან განსხვავებით, ბენზინისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში მკვეთრი პროგრესის ფაზა ფაქტობრივად დასრულებულია, გაუმჯობესების პროცესი - ნელი, ღირებულება კი ბევრად სტაბილურია. 

„პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი ინიციატივით ელექტრომობილების შეძენა გაცილებით უსაფრთხო ხდება, დაცული და გარანტირებულია მომხმარებლის ინტერესები. ეს შეთავაზება მომხმარებელთან ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობის გაგრძელებაა, რაც საბოლოოდ კომპანიის მთავარ მიზანს - ავტომობილის ფლობის გამარტივებას ემსახურება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი პარტნიორობა - მიკრობანკი კრისტალი და ანდერსენ ჯორჯია მეწარმეების მხარდაჭერის გაძლიერებაზე თანამშრომლობენ

03.12.2025.12:36

ანდერსენ ჯორჯიასა და მიკრობანკ კრისტალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეებისთვის პროფესიულ მხარდაჭერას, ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული ცოდნის ხელმისაწვდომობის ზრდას და მცირე ბიზნესის ოპერირების ხარისხის გაუმჯობესებას. 

მემორანდუმს ხელი კრისტალის ლიზინგის დირექტორმა, კახა გაბესკირიამ და  ანდერსენ ჯორჯიას დირექტორმა და უფროსმა პარტნიორმა, გიორგი სვანაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, ანდერსენ ჯორჯია კრისტალის მეწარმე კლიენტებს უსასყიდლოდ გაუწევს  მხარდაჭერას.

დოკუმენტი მოიცავს ერთობლივ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ინიციატივებს, რომლებიც კრისტალის მეწარმე კლიენტებისთვის ცოდნასა და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააძლიერებს. თანამშრომლობა გულისხმობს ტრენინგების, სემინარებისა და ვორკშოპების ჩატარებას, ასევე ინდივიდუალურ ონლაინ კონსულტაციებს იურიდიულ და საგადასახადო თემებზე. 

მემორანდუმის ფარგლებში კრისტალის მეწარმე მომხმარებლები მიიღებენ ორი ძირითადი ტიპის მხარდაჭერას: 

საგანმანათლებლო ტრენინგებს, მათ შორის სემინარების, ტრენინგებისა და ვორკშოპებს, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური შეხვედრების ფორმატში. ასევე, 1.5 საათიან ონლაინ საკონსულტაციო სესიას, სადაც ანდერსენის ექსპერტები განიხილავენ მათთვის აქტუალურ იურიდიულ და საგადასახადო საკითხებს, დაეხმარებიან რისკების შეფასებასა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას.

როგორც კრისტალის ლიზინგის დირექტორი კახა გაბესკირია აღნიშნავს: „ანდერსენ ჯორჯიასთან პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს  შევთავაზოთ  ჩვენს SME მომხმარებლებს ისეთი საკონსულტაციო სერვისები, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის   მაღალი დონის იურიდიული და საგადასახადო ექსპერტიზაზე ხელმისაწვდომობას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითრებას და  გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას. ორგანიზაციული თვალსაზრისით, ეს თანამშრომლობა სრულად შეესაბამება კრისტალის მისიას - მხარი დავუჭიროთ მეწარმეებს, კაპიტალით, ცოდნითა და უნარების გაძლერებით, რათა მათ მიეცეთ გაუმჯობესებული  შესაძლებლობა ზრდისთვის. ჩვენი მომხმარებლების გაძლერებით ძლერედება ჩვენი კომპანიაც  და  ერთად  შეგვაქვს წვლილი ჩვენი  ქვეყანის ეკონომიკის გაუმჯობესებაში. სწორედ ამიტომ, ანდერსენ ჯორჯიასთან პარტნიორობას განვიხილავთ როგორც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს მდგრადი და კონკურენტული მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.“ 

ანდერსენ ჯორჯიას დირექტორისა და უფროსი პარტნიორის, გიორგი სვანაძის, თქმით: „მიკრობანკ კრისტალსა და ანდერსენ ჯორჯიას შორის გაფორმებული მემორანდუმი არის ახალი განაცხადი საკონსულტაციო და ფინანსური სექტორის თანამშრომლობისა. აღნიშნული საშულებას აძლევს ბიზნესს მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ჩართულობით, რათა სწორად შეფასდეს მოსალოდნელი რისკები და შედეგები. ჩვენი მიზანია, საქართველოში თითოეულ რეგიონში მყოფ ბიზნესს საშუალება ჰქონდეს მიეწოდოს ხარისხიანი საგადასახადო თუ იურიდიული მომსახურება შესაბამისი ფინანსური და სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებისას, რამეთუ ხშირად ბიზნესის განვითარება სწორედ ამ გადაწყვეტილებების სისწორეზეა დამოკიდებული. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე ბიზნესისთვის, რომელსაც ხშირად არ აქვს შესაძლებლობა სათანადოდ შეაფასოს გადაწყვეტილებების სამართლებრივი თუ საგადასახადო შესაბამისობა. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა კი მეტყველებს, ჩვენს საერთო მისწრაფებაზე ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.“

ანდერსენ ჯორჯია — Andersen Global-ის წევრი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ბიზნესს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ, საგადასახადო, ფინანსურ, საბუღალტრო, ბიზნეს საკონსულტაციოდა სხვა სახის მომსახურებებს.  კომპანიას აქვს იურიდიული მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება სამეწარმეო სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების გადაწყვეტის, საარბიტრაჟო, საფინანსო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და სხვა მიმართულებით. კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს საერთაშორისო და ადგილობრივ საგადასახადო დაგეგმვას, ფინანსურ და ბუღალტრულ, ასევე HR მომსახურებას. ანდერსენის გლობალური ქსელი შესაძლებლობას იძლევა მარტივად და სწრაფად გაუწიოს კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. 

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება დავითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა