ფიქსირდება მოთხოვნის სტაბილური ზრდა - Saguramo Hills
Saguramo Hills არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ვილების მშენებლობაზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia, “საგურამო ჰილს“-ის გაყიდვების მენეჯერს ნათია გადელიას ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
Saguramo Hills ამ ეტაპზე სრულად დასრულებულ პროექტს წარმოადგენს. 22 თანამედროვე ვილიდან დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ 5 ერთეული საცხოვრებელი:
• 4 ერთსართულიანი ვილა 155–მ² ფართებით;
• 1 ორსართულიანი პრემიუმ ტიპის ვილა „იუპიტერი” 229 _ მ²
დასრულებულია ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო — ტერიტორიას აქვს გამართული სანიაღვრე სისტემა, ბეტონისა და ხის კომბინაციით აშენებული მაღალი ხარისხის კონსტრუქციები, ალუმინის ტერასები, გამწვანებული ეზოები და სრულად შეყვანილი კომუნიკაციები.
როგორია მოთხოვნა და ინტერესი ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა სუბურბანულ საცხოვრებელ სივრცეებზე, განსაკუთრებით ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში მდებარე კერძო ვილებზე. პოსტპანდემიურმა პერიოდმა მკვეთრად გაზარდა ადამიანების სურვილი ქალაქის ხმაურისა და ცხელი კლიმატისგან მოშორებით ცხოვრება, რაც Saguramo Hills-ის კონცეფციას სრულად ეხმიანება.
ინტერესის სეზონურობა მკაფიოდ შეინიშნება — გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, რადგან პროექტის ლოკაცია თბილისთან შედარებით 6–7°C-ით გრილ მიკროკლიმატს უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მდებარეობა ზღვის დონიდან 800–850 მეტრზე, რაც იდეალურ პირობებს ქმნის ჯანმრთელი და მშვიდი საცხოვრებელი გარემოსთვის.

Saguramo Hills-ის მიმართ ინტერესი იზრდება მისი:
• მდებარეობის, თბილისიდან 25 წუთში;
• ეროვნული ტყე-პარკის სიახლოვის (200 მეტრი);
• გამორჩეული ხედებისა და ბუნებრივი ზონის დაცვის;
• მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტებისა და კონკურენტული ფასის გამო.
სწორედ ამ მომატებული ინტერესისა და ბაზარზე მაღალი მოთხოვნის შედეგია, რომ 22 ვილიდან უკვე მხოლოდ 5 ერთეული საცხოვრებელია დარჩენილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის პოპულარობასა და აქტიურ გაყიდვებს.
ცნობისთვის, დაინტერესებულ პირებს დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შემდეგ ნომერზე შეუძლიათ დაკავშირება : 598 449 933.
სხვა სიახლეები
ამჟამად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ - BODBE Hotel
08.12.2025.16:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას.
სასტუმროში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia „ბოდბეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
„ბოდბეში“ ამჟამად რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი წლის ღონისძიებაა. გვინდა სტუმრებს განსაკუთრებული განწყობა შევუქმნათ და წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს “ბოდბესთვის” დამახასიათებელი, გამორჩეული გარემო დავახვედროთ.
პარალელურად, ვამუშავებთ სეზონურ მენიუების გადახალისებაზე, რათა სტუმრებს ახალი გემო და კულინარიული აღმოჩენები მთელი წლის განმავლობაში შევთავაზოთ.

სიახლეების მომტანი იქნება “ბოდბეს” გუნდის ამჟამინდელი, აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცემებთანაც - ვფიქრობთ, ასე „ბოდბეს“ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სივრცეების - ჩვენი გამორჩეული მარნის, ახალი რესტორანებისა და პადელის მოედნის გახსნა კიდევ უფრო გაგვამრავალფეროვნებს და მეტ, სხვადასხვა ინტერესების მქონე სტუმარს გაუჩენს „ბოდბეში“ დასვენების სურვილს.
როგორია მოთხოვნა ზოგადი თვალსაზრისით?
„ბოდბე“ მხოლოდ ერთი წლისაა, შესაბამისად, გასული წლების დინამიკას ვერ შევედრებით. თუმცა, ვიცით, რომ სასტუმროს გახსნიდან დღიდან, დაინტერესება და მოთხოვნა ყოველთვიურად მატულობს - ტენდენცია სტაბილურად მზარდია.
ცნობისთვის, სასტუმროში განთავსებულია დახურული და სეზონური ღია აუზი ტერასაზე. „ბოდბე“ სიღნაღში გამორჩეულია, როგორც კერძების მრავალფეროვნებით, ასევე უნიკალური გარემოთი.
