ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სკოლის მასწავლებლებისთვის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი უძღვებოდა. კურსს სხვადასხვა სკოლის 70-მდე მასწავლებელი დაესწრო.
შეხვედრის ძირითადი თემები ეხეოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები იმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებულია ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. შეხვედრები ტარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები უძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
1 აპრილს „თამაშობანა“ 11 წლის იუბილეს აღნიშნავს - რა აქტივობებია დაგეგმილი სტუმრებისთვის
31.03.2026.16:00
1 აპრილს „თამაშობანა“ 11 წლის ხდება და სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობის შეთავაზებას გეგმავს , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა.
„1 აპრილს „თამაშობანა“ 11 წლის ხდება. სიმბოლურად, დაემთხვა რომ სწორედ მაშინ გავხსენით ჩვენი პირველი მულტიფუნქციური სივრცე, როდესაც 10 წლის გავხდით. დაბადების დღეზე სტუმრებს ელოდებათ სპეციალური შეთავაზებები: კერძოდ, 1+1 შეთავაზება - მთელი დღის განმავლობაში თავისუფალი თამაშის სივრცეში ბავშვებს შეუძლიათ მეგობრის დაპატიჟება სათამაშოდ.
„გარდა ამისა, დაბადების დღეზე დაგეგმილია ტორტებისა და კონფეტის ვორქშოპი, ასევე მენტალური ილუზიონისტების შოუ, რადგან 1 აპრილი სიმბოლურად დაკავშირებულია ტყუილების და ხუმრობების დღესთან.
სივრცეში დამალულია 3 ოქროს ბილეთი. ვინც იპოვის ამ ბილეთებს, მიიღებს თეატრის, ვორქშოპის და დაბადების დღის გათამაშების ბილეთს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კონკრეტული პირობების შესაბამისად ნებისმიერ დროს “, - აცხადებს ნაუ სონღულაშვილი.
ცნობისთვის, „თამაშობანას“ მისამართია, ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, #4.