მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7085.1
-0.0018
flag
AZN 1.594
-0.0003
flag
CNY 38.026
-0.0022
flag
EUR 3.1127
-0.007
flag
GBP 3.5314
-0.0134
flag
KZT 51.63
-0.0011
flag
TRY 0.0644
0
flag
USD 2.7102
-0.0007

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო - 7 ნოემბერს მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

news image

ბაზისბანკის და საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების ეროვნული პლატფორმა „ფინედუს“ მიერ გამოცხადებული მასწავლებელთა კონკურსის - „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“  ფარგლებში კონკურსით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

კონკურსი 9 სექტემბერს გამოცხადდა და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური განათლების გაძლიერება, ინოვაციური სასწავლო მეთოდების წახალისება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მასწავლებლებს, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს, გამოიყენებს ინოვაციურ მეთოდებს და განახორციელებს პროექტებსა და აქტივობებს აღნიშნული მიმართულებით.

საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მასწავლებლებს გააცნობს კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და შეფასების კრიტერიუმებს. მასწავლებლებს კი ექნებათ შესაძლებლობა, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები შეხვედრის მსვლელობისას.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

Zoom შეხვედრაზე დასასწრები ბმული:

https://us06web.zoom.us/j/85060365746?pwd=TIF0HeyZohxKX35bLsns76VfwABSAb.1  

შეხვედრა პარალელურ რეჟიმში გავა ფინედუს ფეისბუქ გვერდის პირდაპირი ეთერით

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გვაქვს გაყიდვების კოლოსალური ზრდა - „ციმციმი“

06.11.2025.14:00

გავაფართოვეთ ასორტიმენტი, პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia -ს სურნელოვანი სანთლების მწარმოებელი კომპანია „ციმციმის“ პარტნიორმა ნანა დავითაძემ განუცხადა.

„გავაფართოვეთ ასორტიმენტი, მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და რაც ყველაზე მთავარია გაიზარდა ცნობადობაც. ეს ყველაფერი გარკვეულწილად "ფლეშ მარკეტის" დამსახურებაა, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას სიონის ქუჩაზე იმართება. „ციმციმი“ აქტიურად არის ჩართული ქუჩის გაყიდვებსა და ბაზრობებში, რის შედეგადაც გაყიდვები კოლოსალურად გაიზარდა.

ჩვენი სანთლები დამზადებულია ნატურალური ვაქსით, რასაც განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ ტურისტები. როგორც კი ხედავენ, მაშინვე ამჩნევენ ხარისხს. გვაქვს არომატების ფართო არჩევანი, რომელიც მათ განსაკუთრებით მოსწონთ “, - ამბობს ნანა დავითაძე.

„ციმციმი“ ამჟამად 25-მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს და სამომავლოდ წარმოების ზრდას გეგმავს.

„ამჟამად, ვაწარმოებთ დაახლოებით 25 სახეობის პროდუქტს, ხოლო ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ვგეგმავთ წარმოების ზრდას, რადგან ამ პერიოდში ჩვენს სანთლებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. უკვე მივიღეთ წინასწარი შეკვეთები. აღსანიშნავია, რომ კომპანიების მხრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი და მოთხოვნა კორპორატიული საჩუქრების მიმართ “, - აღნიშნავს კომპანიის პარტნიორი.

ცნობისთვის, „ციმციმი“ ქართული კომპანიაა, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და აწარმოებს 100%-ით ნატურალურ სოიოს ცვილისგან დამზადებულ სურნელოვან სანთლებს. პროდუქცია გარდა იმისა, რომ სასარგებლო და ნატურალურია, ასევე ხასიათდება დამატენიანებელი ეფექტით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა