ფინანსური განათლება უნივერსიტეტებში - საქართველოს ბანკმა ახალი ინიციატივის განხორციელება დაიწყო
საქართველოს ბანკი ფინანსური და ეკონომიკური განათლების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს და ნებისმიერი პროფესიის სტუდენტისთვის სწორედ ფინანსური წიგნიერების ხელმისაწვდომის გაზრდის მიზნით სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.
პირველი პარტნიორობა უკვე შედგა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან სეუსთან, რომელმაც 2025 წლის სემესტრიდან უკვე დანერგა ფინანსური განათლების კურსი, როგორც არჩევითი სასწავლო მოდული. კურსზე 20-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა ისეთი მიმართულებებიდან, როგორიცაა: მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სამართლისა და ფსიქოლოგიის პროგრამები.
„ჩვენთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, განათლების და განსაკუთრებით, ფინანსური განათლების მხარდაჭერა, ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. გვინდა, უნივერსიტეტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ფინანსური განათლების ისეთი კურსის დანერგვაში, რომელიც როგორც უნივერსიტეტის, ასევე სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებზე და სპეციფიკაზე იქნება მორგებული. ვფიქრობთ, ფინანსური ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა არის სტუდენტის ძირითადი ფაკულტეტი“,- აცხადებს ანა ხონელიძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის (CSR) მიმართულების უფროსი ბრენდ მენეჯერი.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს პროფესორის, ვალერი მოსიაშვილის თქმით, სტუდენტების მხრიდან კურსისადმი ინტერესი მაღალია და მომავალ სემესტრებში კიდევ უფრო მეტი რეგისტრაცია იგეგმება.
„მოხარული ვართ, რომ ახალმა კურსმა სტუდენტების ასეთი დაინტერესება გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ ეს პროგრამა ძალიან საჭირო და საინტერესოა ყველა სტუდენტისთვის, განურჩევლად მათი ფაკულტეტებისა. ფინანსების მართვა და სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება ხომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია “, - ამბობს ვალერი მოსიაშვილი.
პროექტის ფარგლებში კურსის ფორმატი, ხანგრძლივობა და შინაარსი ინდივიდუალურად განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ. კურსის მიმდინარეობა მოიცავს მრავალფეროვან სწავლების ფორმებს, როგორიცა: ლექციები, დისკუსიები, ქეისების ანალიზი, პროექტებზე მუშაობა და ელექტრონული სწავლება. კურსის ფორმატი დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, დამოუკიდებელი აზროვნების წახალისებაზე და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.
პროექტის შესახებ:
• ახალი კურსი ყველა მიმართულების სტუდენტს აძლევს საბაზისო ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის მიღების შესაძლებლობას;
• განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სკოლის საფეხურზე არ მიუღია მსგავსი განათლება;
• სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკეთ გაიგონ, როგორ მართონ პირადი ფინანსები, როგორ მუშაობს საბანკო სისტემა და როგორ მიიღონ ინფორმირებული ეკონომიკური გადაწყვეტილებები.
ინიციატივის პირველი პარტნიორი უნივერსიტეტია – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ. თუმცა, ბანკი ღიაა ახალი პარტნიორობებისთვის.
თუ ხარ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ან სტუდენტი და გსურს, ფინანსური განათლების კურსი შენს უნივერსიტეტშიც დაინერგოს, დარეგისტრირდი ბმულზე და ჩვენ აუცილებლად შეგეხმიანებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს Saguramo Hills 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
01.01.2026.14:00
Saguramo Hills არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ვილების მშენებლობაზე. Saguramo Hills -ის გაყიდვების მენეჯერი ნათია გადელია Business Insider Georgia -სთან 2025 წელს აჯამებს და 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.

„2025 წელი Saguramo Hills-ისთვის წარმატებული და დინამიკური აღმოჩნდა. მომხმარებელთა გამორჩეული ინტერესის სტაბილურობა მიუთითებს, რომ სუბურბანული საცხოვრებელი გარემო რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად.
პროექტის 22 ვილიდან მხოლოდ 5 დარჩენილი ერთეულის გაყიდვის პროცესი ასახავს ბაზრის ჯანსაღ მდგომარეობას და Saguramo Hills-ისადმი ნდობას.
2025 წელს განსაკუთრებულად გამოიკვეთა სამი ტენდენცია:
• მომხმარებლების მზარდი მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ საცხოვრებელ სივრცეებზე;
• ქალაქთან ახლო, მაგრამ ბუნებაში განთავსებული ვილების პოპულარობა;
• ენერგოეფექტურ და ინოვაციურ სამშენებლო სტანდარტებზე ორიენტაციის გაძლიერება.
დარჩენილი ვილები წარმოადგენს პროექტის საბოლოო ეტაპს და ყველაზე მოთხოვნად პროექტს.
Saguramo Hills 2026 წელს გააგრძელებს იმ მთავარი ღირებულებების შენარჩუნებას, რომლებმაც პროექტი წარმატებული გახადა — მაღალი ხარისხი, გამორჩეული ბუნებრივი გარემო და თანამედროვე საცხოვრებელი სტილი, რომელიც მყიდველებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს ჯანსაღი და მშვიდი ცხოვრების ფორმირებისთვის “, - აცხადებს ნათია გადელია.
ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შემდეგ ნომერზე შეუძლიათ დაკავშირება : 598 449 933.