ფინანსური განათლება SME ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას აგრძელებს. ამ მიზნით, 3 დეკემბერს მეწარმე ქალებისთვის ფინანსური განათლების თემაზე ვორკშოპი გაიმართება.
შეხვედრას გაუძღვება მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი, რომელიც მონაწილეებს ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის აუცილებელ ცოდნასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს გაუზიარებს.
რა გელით ვორკშოფზე?
ვორკშოპი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს აქტიურ დისკუსიას - მეწარმე ქალებს შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ბიზნესის საჭიროებები გააანალიზონ.
ვორკშოპზე განიხილება შემდეგი საკითხები თემები:
• ხარჯების ეფექტური სტრუქტურა;
• სწორი საფასო სტრატეგიის შერჩევა;
• ფინანსური ანგარიშგებების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის ძირითადი პრინციპები;
• მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურ ოპერაციებში და სხვა
ეს ვორკშოპი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და განკუთვნილია მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის.
ღონისძიება 3 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალიში (ალექსანდრე ყაზბეგის N15) გაიმართება
ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ვორკშოპი საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, Business 360˚-ის ნაწილია. პლატფორმა ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს აერთიანებს, მათ შორის: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს.
სხვა სიახლეები
ცვლილებები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს სებ-ში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი წევრები - Money Movers-ის დირექტორი
11.12.2025.14:10
ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Money Movers-ის დირექტორი კახაბერ საკანელაშვილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით წერს. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გახდნენ.
„პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტი.
ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია – გვეძლევა შესაძლებლობა, ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გავხდეთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ბანკებზე.
ცვლილებები მნიშვნელოვან საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს, ეროვნულ ბანკში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და პირდაპირი წევრები.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სექტორის ინსტიტუციური გაძლიერების, კონკურენციის ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ“, - წერს კახაბერ საკანელაშვილი.