ფესტივალზე სტუმრების დიდი რაოდენობა იყო და პროდუქცია პირველივე დღეს დამიმთავრდა - „თანდილას მარანი“ „გემო ფესტზე“
„გემო ფესტზე“ საკმაოდ ბევრი ხალხი იყო და პროდუქცია პირველივე დღეს გამოგველია,“ - ამბობს ფესტივალში მონაწილე „თანდილას მარნის“ მფლობელი ავთანდილ თურქია. მისი თქმით, შეფ-მზარეულებთან თანამშრომლობის შედეგად კერძები კიდევ უფრო დაიხვეწა, რაც აშკარად ასახავდა შედეგებზე. ფესტივალის ფარგლებში გაყიდვები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
„ფესტივალის ფარგლებში გურულ მოტივებზე შექმნილი სამი კერძი წარმოვადგინეთ: ქათმის ვრაპი მაწვნის სოუსით ბაჟეთი, გურული მჭადი ლობიოთი და მკვახე პომიდვრის სალათით – ერთობლივი კომპოზიციით.
ფესტივალზე სტუმრების დიდი რაოდენობა იყო და პროდუქცია პირველივე დღეს დამიმთავრდა. ეს ჩვენთვის პირველი ასეთი გამოცდილება იყო, თუმცა ნამდვილად წარმატებული. მომავალშიც აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში, რადგან ეს ხელს უწყობს როგორც განვითარებას, ისე ობიექტის ცნობადობის ზრდას. გარდა ამისა, მსგავსი ფესტივალები ფინანსურადაც საკმაოდ ეფექტიანია – ნამდვილად კმაყოფილები ვართ.
სამომავლოდ „გემო ფესტში“ მონაწილეობის მსურველებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ იყვნენ ყურადღებით და დაუჯერონ სტაფს, რადგანაც მათ დიდი გამოცდილება აქვთ. ბევრმა არ დაუჯერა და პროდუქციის კუთხით პრობლემები შეექმნათ. ჩვენც პირველივე დღეს თითქმის იგივე პრობლემას წავაწყდით, რადგანაც მეტის გაკეთება შეიძლებოდა, თუმცა მეორე დღეს გავითვალისწინეთ და მეტი პროდუქტი წამოვიღეთ“, - აცხადებს „თანდილას მარნის“ მეპატრონე.
როგორც მან აღნიშნა, ფესტივალზე წარმოდგენილი კერძები მენიუში მანამდეც ჰქონდათ, თუმცა შეფებთან თანამშრომლობით მათ ახალ სახე და დახვეწილი ფორმა მიეცა.
„ეს კერძები ჩვენი მენიუს ნაწილია, მაგრამ ფესტივალისთვის შეფებთან ერთად მათზე მუშაობა მოხდა და გადაწყდა, რომ განახლებული ვერსიით წარგვედგინა. მომავალში სტუმრებს უკვე სწორედ ამ სახით შევთავაზებთ“, - ამბობს ავთანდილ თურქია.
„თანდილას მარანი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.08.2025.10:39
საქართველოს ბანკის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მე-12 ნაკადზე მონაწილეთა მიღება დაიწყო. ამჯერად, პროგრამა 16, 17 და 18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.
პროგრამა ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და ოთხ ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა.
პროგრამის ერთ-ერთი პირველი ეტაპი სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპია, რომელსაც სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.
პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალები:
„საქართველოს ბანკისთვის ქალ მეწარმეთა გაძლიერება და მათი ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე მე-12 ნაკადის ფარგლებში ვაგრძელებთ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომელიც ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას ქმნის. გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილე ქალები საკუთარი იდეების რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას შეძლებენ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.