ფერადი თავგადასავლების სივრცე - „ასკინკილა“
ბავშვთა წვეულების ცენტრი, „ასკინკილა“ ერთი მიზნისთვის შეიქმნა. პატარებისთვის დაბადების დღე ნამდვილ ზღაპრად იქცეს, ხოლო მშობლებისთვის - მშვიდ და სასიამოვნო გამოცდილებად. აქ, თითოეულ დღესასწაულს თავისი უნიკალური ისტორია აქვს, რადგან ბავშვებს არ უყვართ ერთფეროვნება.
სწორედ ამიტომ, „ასკინკილაში“ თითოეული წვეულება განსაკუთრებულ მოგონებად იქცევა, რომელიც პატარა სტუმრებს მთელი ცხოვრება გაახსენდებათ.
„ჩვენს სივრცეში დეკორი, განათება და ფერადი ატმოსფერო ბავშვებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს. თემატური პროგრამები განსაკუთრებით მრავალფეროვანია – ბავშვებს შეუძლიათ გადაიქცნენ პრინცესებად, სუპერგმირებად, სპორტულ გმირებად, მონაწილეობა მიიღონ ცირკის შოუში ან დისკოში, ასევე გაემგზავრონ Paddington-ის სამყაროში. თანამედროვე ტრენდების მოყვარულებისთვის კი TikTok-ის სტილში გვაქვს აქტივობები. ყოველი დღე განსხვავებულია, ყოველი პროგრამა ახალი ემოცია და ახალი სიურპრიზი“, - ამბობენ „ასკინკილაში“.
იდეა ორი ოჯახის, ქარდავებისა და დედალამაზიშვილების ერთობლივი ინიციატივაა - გადაწყვიტეს, შეექმნათ ისეთი სივრცე, სადაც ბავშვების სიხარული და ფანტაზია მთავარი ამოსავალი წერტილი იქნებოდა. მართალია, „ასკინკილას“ დამფუძნებლები (გიგი დედალამაზიშვილი, მარინა კარპი, დათა ქარდავა და დიანა ზუხბაია) სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, თუმცა საკუთარ ბიზნესში ერთდროულად დიასახლისების, მზარეულების, მენეჯერების, ბუღალტრებისა და ხშირად ანიმატორების როლსაც ითავსებენ.
„ყველაფერი საკუთარი გამოცდილებიდან წამოვიდა. ვაკვირდებოდით, რა უყვართ ჩვენს შვილებს, რა ანიჭებთ სიამოვნებას და პირიქით, რისი ეშინიათ. ჩვენი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე შევქმენით სივრცე, სადაც ყველა ბავშვი ჯადოსნურ სამყაროში ხვდება - ზუსტად ისეთში, როგორზეც ოცნებობდა“, - აღნიშნავს გიგი დედალამაზიშვილი.
რადგან „ასკინკილას“ განვითარება ბავშვების ტემპს მიჰყვება, მუდმივად საჭირო ხდება ახალი დეკორაციების, პროგრამებისა და სივრცეების დამატება. ამ მხრივ, კომპანიის დამფუძნებლების სიმშვიდეს, თიბისის ახალი პროდუქტი - ციფრული სესხი განაპირობებს. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტით, ,,ასკინკილას” გუნდს, რამდენიმე წუთში შეუძლია ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილება. 30 სექტემბრამდე პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი ხდება, რადგან გაცემის საკომისიო ორჯერ ნაკლებია. თიბისის გამარტივებული პროდუქტები, მათ შესაძლებლობას აძლევს, მეტი დრო დაუთმონ ყველაზე მთავარს - ბავშვებისა და ოჯახებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც სიცილი, ემოცია და ჯადოსნობა მუდამ ერთიანდება.
დღეს „ასკინკილა“ არა მხოლოდ ბავშვთა გასართობი ცენტრია, არამედ ადგილი, სადაც ყოველი დაბადების დღე ნამდვილი ფერადი თავგადასავალია. აქ ბავშვები პოულობენ თავიანთ ოცნებებში ნანახ სამყაროს. როგორც დათო ქარდავა აღნიშნავს, უახლოეს მომავალში „ასკინკილას“ ახალი ფილიალის გახსნაც იგეგმება.
წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
სხვა სიახლეები
26.09.2025.00:01
ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 9%-ითაა გაზრდილი. სახელმწიფო ელექტროსისტემის (gse) საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქართლის ქარის ელ.სადგურის გამომუშავებამ 56,54 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 51,68 მლნ კვტ/სთ.
მიმდინარე წელს ელექტროსადგურმა ყველაზე მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში მოახერხა, სულ 9,04 მლნ კვტ/სთ.
რაც შეეხება ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის წლიური სტატისტიკა ასე გამოიყურება:
2023 წელი - 86,12 მლნ კვტ/სთ
2022 წელი - 87,49 მლნ კვტ/სთ
2021 წელი - 83,4 მლნ კვტ/სთ
2000 წელი - 90.8 მლნ კვტ/სთ
2019 წელი - 84.7 მლნ კვტ/სთ
2018 წელი - 84.3 მლნ კვტ/სთ
2017 წელი - 87.8 მლნ კვტ/სთ.
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა გამომუშავება 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ორ თვეში 9.0 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
ქართლის ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლის რეგიონში, გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი სიმძლავრე 20,7 მგვტ-ია. ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 6 იანვარს გაიცა, ხოლო დასრულდა 2019 წლის 19 სექტემბერს.
ინვესტიციის მოცულობამ 29.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის განმახორციელებელია კომპანია „ქართლის ქარის ელექტროსადგური“.