ფასწარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით - შესაძლებელია [ფასების დარეგულირება] | „აგროჰაბის“ დამფუძნებელი
ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით, - ეს განცხადება შპს „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პროდუქტებზე ფასების შემცირება, აკაკი ახვლედიანი აცხადებს, რომ - კი.
„ფასწარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. ამ მიზეზებზე იყო საუბარი. ეს არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა - მე, მაგალითად, ორივე მხარეს წარმოვადგენ ამ შემთხვევაში. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით“, - განაცხადა აკაკი ახვლედიანმა.
ირალკი კობახიძე პროდუქტებზე მაღალი ფასების საკითზე, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სხვა სიახლეები
GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია
30.04.2026.20:00
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.
„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.