მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

FantastiClean Georgia-ს პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

news image

FantastiClean Georgia არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკომეგობრულ, ანტიალერგიულ, მრავალჯერადი გამოყენების, უმაღლესი ხარისხის მიკროფიბერის ხვეულებს, ნაჭრებსა და ტილოებს. Business Insder Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებზე FantastiClean Georgia-ს დამფუძნებელს ირაკლი ზამბახიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

2024–2025 წლებში მიკროფიბრას და ზოგადად საწმენდი ტილოების ბაზარმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, რომლის საწყისი და განვითარების შემდგომი ეტაპები ჩვენს კომპანიას FantastiClean Geogia-ს უკავშირდება. ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოში ეკომეგობრული მიკროფიბრა, რომელიც ხვეულას სახით, მოსახევი სისტემით და დახვეწილი დიზაინით გახლავთ ბაზარზე წარმოდგენილი. FantastiClean-ის მეტი წილი პროდუქცია, დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან, რომელიც მეორედ იბადება ქსოვილის მიკროფიბრას, ტილოს სახით. ის ამცირებს ნარჩენებს (მაგალითისათვის: ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის და რეციკლირებადია), ზოგავს ენერგიასა და წყალს, როგორც წარმოების პროცესში ასევე გამოყენებისას, რადგან წყლის შეწოვის განსაკუთრებული უნარი გააჩნია, განახლებული ან რეციკლირებული მასალებისგანაა დამზადებული, აქვს გრძელვადიანი და უნივერსალური გამოყენება (მდგრადი, გამძლე და ხარისხიანი პროდუქტია). Fantasticlean-ს ეკუთვნის, ინოვაციები ქსოვილების ხარისხის, გამძლეობისა და გარემოზე პასუხისმგებლობის მიმართულებით. ჩვენი კომპანია ჯერ კიდევ ბევრი ადამიანის თუ ბიზნესისთვის სიახლის დონეზე რჩება, რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით: ჩვენ გვაქვს ტილოები, რომელიც პასუხობს, როგორც გამძლეობისა და კომფორტის, ისე გარემოზე პასუხისმგებლობის მოთხოვნებს.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენი ძირითადი პროდუქტი ხვეულაზე წარმოდგენილი მიკროფიბრაა, რომელიც შედგება 75, 50 და 30 მოხევებისგან, სხვადასხვა ფერების და ზომებისაგან, რომელიც მრავალ-ფუნქციურია (შესაძლებელია გამოყენება ნებისმიერ სფეროში და უნივერსალურია). ჩვენს ასორტიმენტს ცალკეული მომხმარებლების მოთხოვნით, 2026 წლის იანვრიდან დაემატება ახალი ტილოს ხვეულა, (ნაცრისფერი და ვარდისფერი) რომელიც 15 მოხევისგან იქნება შემდგარი, რაც ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს თუ მცირე და საშუალო ბიზნეს მისცემს შესაძლებობას, გამოცადოს და გახდეს ჩვენი პრემიუმ ხაზის ტილოს მომხმარებელი.

ასევე გვაქვს სიახლე იატაკის ტილოების მიმართულებით, რომელიც არ იქნება მოსახევი Tear-Away სისტემის და ცალკეულ ტილოებად ჩაეშვება გაყიდვაში, ესეც ხელმისაწვდომი 2026 წლის იანვარში იქნება. დამატებით 2026 წელს განსაკუთრებულ სიახლეებს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, რომელიც ავტო-მოტო მიმართულებას და მის მოვლა-დასუფთავებას შეეხება. (პროდუქციას საიდუმლოდ დავტოვებთ, მაგრამ ჩვენ მომხმარებლებს ვპირდებით, რომ მსგავსი ინოვაცია და ხარისხი, არამცთუ საქართველოში არამედ მსოფლიოშიც კი არ მოიძებნება).

როგორ აფასებთ მოთხოვნას, რამდენად მზარდია ტენდენცია?

გლობალურად, მიკროფიბრას ბაზარი მზარდია: 2025 წელს ჩატარებულ კვლევებს თუ დავუჯერებთ, მიკროფიბრას ქსოვილის ბაზარი შეადგენს 14.8 მილიარდ აშშ დოლარს და მოსალოდნელია 2032-მდე 24.6 მლრდ-მდე გაიზარდოს. მთავარი აქცენტი კი არის ეკო-მეგობრულ, გამძლე და ფუნქციურ ქსოვილებზე.აუცილებელი მოთხოვნა, გარემოსდაცვით ხედვას და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს, რომელსაც იმედია ძალიან მალე ის კომპანიებიც შემოურთდებიან საქართველოში, რომლებიც ჯერ კიდევ თავს იკავებენ სიახლეების მიღებაზე და მოკრძალებულად, რომ ვთქვათ კომფორტის ზონიდან ვერ ან არ გამოდიან.

საქართველოს შემთხვევაში ტენდენციის ზრდა, ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალია, რადგან, 2025 წელს ბევრი მსხვილი თუ საშუალო ბიზნესი შემოგვიერთდა, ასევე საცალო გაყიდვების მიმართულებით, წინა წელთან შედარებით უმაღლესი ნიშნულებისკენ მიიწევს. აქვე აღვნიშნავ, რომ ნარჩენების მართვის და ეკომეგობრული კუთხით საქართველოში მოწინავე ადგილას კვლავ ,,დანკინი’’ და ,,გალფი’’ რჩებიან, რადგან განსაკუთრებულად იციან რამდენად მნიშვნელოვანია პრემიუმ ხარისხის და Environment-friendly პროდუქციებიეთ სივრცეების დასუფთავება, სადაც მათი თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ FantastiClean Georgia თანამშრომლობს საქართველოს წამყვან კომპანიებთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ბრენდის სახელი, მომხმარებელზე ზრუნვა და სისუფთავის მაღალი სტანდარტები. კომპანიის პარტნიორებს შორის არიან სამედიცინო და საგანმანათლებლო ცენტრები, სასტუმროები, სარესტორნო ქსელები, ავტო-მოტო ცენტრები და სხვა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მეველე“ ბაზარზე ფერმენტირებული ჩაის გამოტანისთვის და ექსპორტზე გასვლისთვის ემზადება

15.12.2025.16:00

მცენარეული ჩაისა და ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდი „მეველე“, რომელიც ბაზარზე დაახლოებით 5 წლის წინ გამოჩნდა, თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც Business Insider Georgia-სთან ბრენდის დამფუძნებელმა და მთავარმა ტექნოლოგმა ამირან გელაშვილმა განაცხადა, „მეველეს“ პროდუქტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და ბრენდიც ცდილობს, რომ საკუთარ მომხმარებლებს ნატურალურ პროდუქტებთან ერთად გარკვეული სიახლეებიც შესთავაზოს.

„მეველეს“ 2026 წლის გეგმებში ბაზარზე ფერმენტირებული ჩაის გამოტანა და ასევე პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ჩაი არის სასარგებლო და გამაჯანსაღებელი, არსებობს ჩაის პრაქტიკაში ფერმენტირებული ჩაის წარმოება. ფერმენტაცია არის უძველესი ტრადიცია. თავიდან ადამიანებმა ეს მეთოდი იმიტომ გამოიყენეს, რომ რაღაც პროდუქტი უფრო ხანგრძლივი ვადით შეენახათ. ვინაიდან ის ასრულებს ბუნებრივი კონცენტრატის როლს, ფერმენტაციის დროს იქმნება ძალიან სასარგებლო ფერმენტი, რომელიც კუჭისთვის და ორგანიზმისთვის არის აუცილებელი. ამიტომაც ვფიქრობ ფერმენტირებული ჩაის დამზადებას, რომელიც იქნება კიდევ უფრო სასარგებლო. მინდა, რომ ეს ხაზი უფრო გავზარდო.

ასევე მაქვს შემოთავაზება რამდენიმე ქვეყნიდან ექსპორტზე და აქტიურად ვმუშაობ ყველა დოკუმენტის, სერტიფიკატის სრულყოფაზე,“ - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

მისივე განმარტებით, „მეველეს“ პროდუქტებზე მოთხოვნა არის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საუდის არაბეთში, გერმანიაში და ავსტრიაში.

„ჩვენ ვართ მცენარეული ჩაის წარმოება. საუბარია არა კლასიკური ჩაის წარმოებაზე - ეს არის გამაჯანსაღებელი ჩაი. მცენარეების ბაზაზე ჩვენ ვამზადებთ თავის მოვლის საშუალებებს: ხელის კრემებს, სარეკლამო მალამოებს, თმის ზეთებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ყველაფერს ვაწარმოებთ ბორჯომში. დაახლოებით 5 წელია, რაც ამ საქმიანობით ვართ დაკავებული.

ჩვენი წარმოების მთავარი ბენეფიტი ისაა, რომ ეს არ არის ინდუსტრიული, არამედ მცირე წარმოება. რაც იმას ნიშნავს, რომ გვყავს პატარა გუნდი და მთებში - განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთისა და ბორჯომის მთებში - ვახდენთ ამ მცენარეების შეგროვებას. შეგროვება ხდება სუფთა ადგილებში, სადაც დაბინძურება არ არის, და მხოლოდ ამ ნედლეულის ბაზაზე ვაკეთებთ ჩვენს პროდუქტებს. მთავარი ისაა, რომ ამ ნედლეულს არავისგან არ ვიძენთ და ამიტომაც გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი.

ჩვენი პროდუქტები იყიდება ძირითადად საქართველოში. მცირე პარტიებით გაგვიგზავნია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა ოფიციალური პარტნიორი ჯერჯერობით არ გვყავს. საქართველოში ჩვენი ჩაი იყიდება „წისქვილი ბაზრის“ სუპერმარკეტებში და ისეთ სივრცეებში, სადაც არის მაღალი, შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქცია - კონცეპტუალური სივრცეები, რომლებიც ძირითადად ეძებენ ხელნაკეთ და ხარისხიან პროდუქტებს.

ჩვენ გვაქვს 10–15 სახეობის მცენარე სეზონურობის მიხედვით - ზოგადად მსგავსი წარმოება ყოველთვის სეზონურობაზეა დამოკიდებული. ამ მცენარეებიდან ვამზადებთ გამაჯანსაღებელ პროდუქციას. ეს ყველაფერი ჩვენი ქართული ტრადიციაა, ისევე როგორც მეღვინეობა, მეფუტკრეობა, პურის მარცვალი და ასე შემდეგ.

პირველი წლები ექსპერიმენტების იყო. დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ ეკონომიკური ზრდა ჩვენს მიმართულებაში. მოთხოვნის კუთხით ყოველწლიურად 15–20%-იანი ზრდა გვაქვს. მე პირადად მაქვს ასეთი სტრატეგია - ჩვენს პროდუქტებს რაოდენობაზე გათვლით არ ვაწარმოებთ. მეტის წარმოებაც შეგვიძლია, მაგრამ როდესაც წარმოება რაოდენობაზე გადადის, ხარისხი იკარგება. ამ ყველაფრის ხელით შეგროვება რთულია: შორს მივდივართ მთებში და იმავე დღეს უნდა მოხდეს მცენარის ჩამოტანა და გადამუშავება, რათა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ხარისხი და მისი სასარგებლო თვისებები. მე დიდი რაოდენობაზე გათვლა არ მაქვს - გათვლა მაქვს ხარისხზე.

ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სხვა დიდ კომპანიებთან. მაგალითად გეტყვით, რომ წელს „აჭარა ჯგუფს“ გავუკეთეთ ჩაი - საკმაოდ დიდი რაოდენობით. როგორც იცით, არსებობს „უდაბნო შოპი“, რომელიც არის უდაბნოს მეურნეობიდან, კახეთში მდებარე სივრცე, და იქ არის ძალიან ბევრი მცენარე, გამაჯანსაღებელი. მიგვიწვიეს, რომ გაგვეკეთებინა პროექტი. გავუკეთეთ დიდი რაოდენობით გამაჯანსაღებელი ჩაი, რომელიც „უდაბნო შოპში“ მათი ბრენდინგით და ჩემი ტექნოლოგიით შევქმენით.

კოსმეტიკის ხაზით ჩვენ ვიყიდებით თბილისში რამდენიმე მაღაზიაში, სადაც ძირითადად ნატურალური კოსმეტიკა იყიდება. საუბარია ხარისხიან და ლიმიტირებულ პროდუქციაზე. ასევე იყიდება იოგას სტუდიოებში და მსგავს გამაჯანსაღებელ სპორტულ სივრცეებში. კოსმეტიკის ხაზში წარმოდგენილი გვაქვს: ხელის კრემი, ცივი დაწურვის ზეთები, ფუტკრის ცვილი, ფიჭვის მალამო, როზმარინის თმის ზეთი, სახის ზეთი (ე.წ. სერუმი), გვირილის ზეთი,“ - აცხადებს „მეველეს“ დამფუძნებელი ამირან გელაშვილი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა