FantastiClean Georgia მომხმარებელს ახალ მიმართულებას - Car Detailing & Cleaning სთავაზობს
FantastiClean Georgia არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკომეგობრულ, ანტიალერგიულ და მრავალჯერადი გამოყენების უმაღლესი ხარისხის მიკროფიბერის ხვეულებს, ნაჭრებსა და ტილოებს. კომპანიამ საქმიანობას ახალი მიმართულებაც დაამატა - Car Detailing & Cleaning. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ირაკლი ზამბახიძეს ესაუბრა.
„ჩვენი ახალი მიმართულება აერთიანებს პროფესიულ დიტეილინგს და ყოველდღიურ მოხმარებას. გვინდოდა საქართველოს ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა პროდუქტი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ავტომობილის მოვლის მაღალ სტანდარტებს და ამავე დროს პრაქტიკულია სხვა ნებისმიერი გამოყენებისთვის.
მთავარი უპირატესობა არის ეკომეგობრულობა, მიკროფიბერის ხარისხი , ზომა და მრავალფუნქციურობა. ეს არის XL ფორმატის, Tear away (მოსახევი) მიმზიდველი ფერების ტიპის ტილოები, რომლებიც: არ ტოვებს ნაკაწრებს, ეფექტურად აშორებს ჭუჭყს, როგორც ავტომობილის ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. გარდა ამისა, არის გამძლე, ეკონომიური, იდეალურია როგორც ავტომობილის დიტეილინგისთვის, ასევე ყოველდღიურ გამოყენებაში.

ავტომობილის მოვლის კულტურა სწრაფად ვითარდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. დროა ეს საქართველოშიც უფრო სწრაფად მოხდეს. მომხმარებლებს სჭირდებათ არა უბრალო საწმენდი ტილოები, რომელიც უსასრულოდ გამოიყენება ან უხარისხო საშუალებები, რომელიც მრავლად არის საქართველოს ბაზარზე, არამედ პროფესიული პროდუქტები, რომლებიც მარტივი, ხარისხიანი, პრაქტიკულად გამოსაყენებელია. ჩვენი პროდუქცია ძალიან მარტივად გახვედრებს, როდის უნდა მოხიო ახალი ტილო და აღარ გამოიყენო ძველი, რათა დაიცვა ჰიგიენის სტანდარტები. სწორედ ამ მოთხოვნაზე პასუხად არსებობს ჩვენი ბრენდი და ახალი დიტეილინგის ხაზიც.
პროდუქტი გათვლილია: ავტომობილის მოყვარულებისთვის და პროფესიონალ დიტეილერებზე, ავტოსერვისებსა და სამრეცხაოებზე. ასევე ნებისმიერ მომხმარებელზე, ვისაც ხარისხიანი და უნივერსალური საწმენდი საშუალება სჭირდება.
ჩვენი მიზანია დიტეილინგისა და ავტომობილის მოვლის ხაზის გაფართოება და ისეთი პროდუქტების დამატება, რომელიც პრაქტიკულია და თანამედროვე ტენდენციებს პასუხობს? ვფიქრობ უსწრებს!

რეალურად პრობლემა იმაშია, რომ დღეს ბაზარზე ტილოებს არასწორად იყენებენ. ერთსა და იმავე ტილოს იყენებენ როგორც ავტომობილის ექსტერიერისთვის, ისე ინტერიერისთვის რაც პროფესიული თვალსაზრისით სრულიად არასწორია. ეს პრაქტიკა გავრცელებულია არა მხოლოდ ავტოსალონებში, არამედ ისეთ დაწესებულებებშიც, როგორიცაა რესტორნები და სასტუმროები. პრობლემა ის არის, რომ ბევრი კომპანია ამას უბრალოდ „ნორმად“ მიიჩნევს.
ჩვენი მიზანი იყო არა უბრალოდ კიდევ ერთი ტილოს შექმნა, არამედ სწორი კულტურის ჩამოყალიბება. ჩვენ ვთავაზობთ პროფესიულ გადაწყვეტას, სხვადასხვა დანიშნულების ტილოებს, რომლებიც სწორად გამოიყენება კონკრეტული ზედაპირისთვის. ეს არის განსხვავება ჩვეულებრივ დასუფთავებასა და პროფესიულ წმენდას შორის.
მომხმარებლებო ყურადღებით დააკვირდით სადაც ავტოსერვისებს იღებთ, მიირთმევთ, ისვენებთ, მუშაობთ თუ უბრალოდ დროს ატარებთ, რა საშუალებებით სუფთავდება, რადგან იცოდეთ სად არის დაცული მაღალი ჰიგიენის სტანდარტები, რაც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია “, - აცხადებს ირაკლი ზამბახიძე.

აღსანიშნავია, რომ FantastiClean Georgia თანამშრომლობს საქართველოს წამყვან კომპანიებთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ბრენდის სახელი, მომხმარებელზე ზრუნვა და სისუფთავის მაღალი სტანდარტები. კომპანიის პარტნიორებს შორის არიან სამედიცინო და საგანმანათლებლო ცენტრები, სასტუმროები, სარესტორნო ქსელები, და სხვა.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს
06.03.2026.20:51
9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.