მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.2
0.0339
flag
AZN 1.5922
0.0045
flag
CNY 37.707
0.0084
flag
EUR 3.1532
0.0082
flag
GBP 3.6455
0.0018
flag
KZT 50.34
0.002
flag
TRY 0.0661
0.0001
flag
USD 2.7068
0.0068

FantastiClean Georgia - მ ასორტიმენტი გააფართოვა

news image

FantastiClean Georgia არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკომეგობრულ, ანტიალერგიულ, მრავალჯერადი გამოყენების, უმაღლესი ხარისხის მიკროფიბერის ხვეულებს, ნაჭრებსა და ტილოებს. Business Insder Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებზე FantastiClean Georgia-ს დამფუძნებელს ირაკლი ზამბახიძეს ესაუბრა.

გაანახლებული ფერების, მახასიათებლების და პრემიუმ ხარისხის ეკომეგობრული ტილოები საქართველოშია, რაც ხაზს უსვამს FantastiClean Georgia-ს პროდუქციაზე მაღალ მოთხოვნას და მეტ არჩევანს ჩვენი მომხარებლებისთვის, როგორც ბიზნეს, ასევე საყოფაცხოვრებო მიმართულებით.

საქართველოში ყველა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი, მაგალითად, როგორიცაა: Dunkin’, Gulf, Oktopus Fitness Club, Strada, Oro, Axis Towers Wellness Center, Hilton Garden Inn Chavchavadze და ა.შ ასუფთავებს სივრცეებს ჩვენი ეკომეგობრული, ბიოდეგრადირებადი, ანტიალერგიული და პრემიუმ ხარისხის ტილოებით, რომელიც 90% ამცირებს ყოველდღიურ ნარჩენებს და დასუფთავების ხარჯებს. ვფლობთ 9001 ISO სერთიფიკატს, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს თამამად გამოიყენონ მომსახურების სფეროში ჩვენი პროდუქცია. Amazon-ზეც კი პირველ ადგილზეა ყველაზე მოთხოვნად ტილოებს შორის თავის კატეგორიაში( most wished reusable cleaning cloth).

განახლებული პროდუქცია, გულისხმობს მიმზიდველ ფერებს და მახასიათებელებს. აქამდე თუ მხოლოდ 50 და მეტჯერ შეეძლოთ მომხმარებლებს, რომ გაერცხათ თითო მოხევა ტილო და ხელახლა გამოეყენებინათ, ახლა უკვე 100 - ჯერ არის ამის გაკეთება შესაძლებელი, 50 მოხევიანი ტილოს მეშვეობით. ასევე თუ თითო მოხევა აქამდე იყო 30x30-სმ, ახლა დაგვემატა 30x40 სმ-ზეც.

ამჟამინდელი ასორტიმენტი მოიცავს :

• 30 მოხევიანი ბეჟი ფერის ხვეულა- 30x30სმ თითო მოხევა;

• 50 მოხევიანი ბეჟი ფერის ახალი ხვეულა- 30x40სმ თითო მოხევა;

• 75 მოხევიან ხვეულები, რომელიც იყო ყავისფერი და დაემატა ორი ახალი სახეობა (იისფერი, სალათის ფერი 30x30სმ თითო მოხევა) ;

• 75 მოხევიანი და 50 მოხევიანი გახლავთ ის ბიოდეგრადირებადი ტილოები, რომელსაც ყველაზე ხშირად გამოიყენებენ  ბიზნეს სექტორში.

საქართველო უკვე საგრძნობლად გავზარდეთ სისუფთავის მაღალი სტანდარტები, მწვანე ინიციატივებისკენ ცნობადობა და მოთხოვნა, რაშიც FantastiClean Georgia-მ დიდი წვლილი შეიტანა. ის უამრავი ერთჯერადი ხელსახოცი თუ ტილოები, რომლებიც ფილიალებში ყოველდღიურად ურნებში იყრებოდა შევამცირეთ და საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ საქართველოში უკვე ბევრი კომპანია გამოიყენებს ეკომეგობრულ, ანტიალერგიულ და პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, ზრუნავს მომხმარებლების , პერსონალის ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიაზე .

მიუხედავად ამ წარმატებებისა, რომელიც საქართველოში ეკომეგობრული პროდუქციის რეალიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ეხება, მაინც დარჩა რამოდენიმე მსხვილი ბიზნესი და მომხმარებლებისთვის საყვარელი ბრენდები ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწტვეტილება შემოურთდება თუ არა პრემიუმ და ეკომეგობრული პროდუქციით სივრცეების დასუფთავებას, სადაც ყოველდღიურად მათი მომხმარებლები თუ თანამშრომლები იმყოფებიან.

თუმცა ჩვენი მომხმარებებლები ძალიან ყურადღებიანები არიან. მათი დამსახურებით უკვე ბევრს აქვს ინფორმაცია, სად, ვინ და როგორი ხარისხით ასუფთავებს სივრცეებს, ამიტომაც ნელ-ნელა მოქალაქეები მეტ ინფორმაციას ფლობენ ამ საკითხზე. ეს კი არა ტენდენციაც ჩამოყალიბდა, აკვირდებიან, სადაც მიდიან მომსახურების მისაღებად, რა პროდუქციით სუფთავდება? უფრთხილდებიან თუ არა თანამშრომლების, სტუმრების, ჯანმრთელობას და ეკოლოგიას. შემდეგ არის შემთხვებები, რომ ამის შესახებ გვწერენ სოც ქსელებში და თავადაც აწვდიან ინფორმაციას მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნაცნობებს, თანამშრომლებს, თუ სად იცავენ სისუფთავის მაღალ სტანდარტებს და სად არა.

პროდუქტის ხელმისაწვდომობა, უფრო გავზარდეთ: FantastiClean Georgia - მ შეძლო და ხელმისაწვდომი გახადა პროდუქტი ყველასთის სულ რაღაც ერთ წელიწადში, რაც ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებას ეკომეგობრულობის კუთხით და ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ და გამოიყენონ მწვანე პროდუქცია. 

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია:

Europroduct-ში, Veli Store-ზე, Gulf Store-ში და სულ ახლახანს შეგვემატა ოთხფეხა მეგობრების საყვარელი მაღაზია Urban Tails-ში.

ჩვენი მიზანია საქართველოს მასშტაბით ყველამ გაიგოს ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შესახებ. ამისთვის ყოველდღიურად ვხარჯავთ რესურსს. ჩვენთვის მთავარია ეკოლოგიურად სუფთა გარემო და საქართველოში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. გვსურს მოვიზიდიოთ დამატებითი ბენეფიტები და გავაგებინოთ ყველას FantastiClean-ის ბიოდეგრადირებადი პროდუქციის შესახებ, რაც ყოველდღიურობაში ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქების, რაიონების და ჩვენი საყვარელი ქვეყანის ნაკლები ნარჩენებით დამძიმებას.

თანამშრომლობა:

FantastiClean Georgia თანამშრომლობს საქართველოს წამყვან კომპანიებთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ბრენდის სახელი, მომხმარებელზე ზრუნვა და სისუფთავის მაღალი სტანდარტები. ჩვენს პარტნიორებს შორის არიან სამედიცინო და საგანმანათლებლო ცენტრები, სასტუმროები, სარესტორნო ქსელები, ავტო-მოტო ცენტრები და სხვა. ჩვენი ბიოდეგრადირებადი მიკროფიბრის ტილოებით სარგებლობის შესაძლებლობა პრაქტიკულად შეუზღუდავია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომხმარებელს ყოველდღიურად ვთავაზობთ 24 სახეობის ნაყინს - Mio Gelato

22.08.2025.16:00

Mio Gelato ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნათია ფხაკაძეს ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Mio Gelato - მ საქმიანობა დაიწყო 2019 წელს ქალაქ ქუთაისში. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ნაყინის წარმოება და რეალიზაცია, რომლის სპეციფიკაა: იტალიური პროდუქტით წარმოებული მაღალი ხარისხის ,,ჯელატო" ტიპის ნაყინი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მომხმარებელს ყოველდღიურად ვთავაზობთ 24 სახეობის ნაყინს, რომლის ასორტიმენტიც ხშირად იცვლება, ასევე სხვადასხვა სახის ვაფლის ფართო არჩევანს, იტალიურ ყავასა და გამაგრილებელ სასმელებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა სტაბილურად მაღალია ზაფხულში და მცირდება ზამთარში, რაც დამოკიდებულია სეზონურობაზე.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის კონკურენტული უპირატესობებია :

  • მაღალი ხარისხი - რაც განპირობებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის ადგილზე წარმოებით;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ აქტიურად ვგეგმავთ გაფართოებას.

ცნობისთვის, ნაყინის მაღაზია ქალაქ ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე #7 -ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა