მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107
0.0033
flag
AZN 1.5812
-0.0006
flag
CNY 38.723
-0.0038
flag
EUR 3.1749
0.0048
flag
GBP 3.6846
0.011
flag
KZT 53.95
0.005
flag
TRY 0.0618
0
flag
USD 2.6883
-0.001

Fanta ბროწეული - Coca-Cola Bottlers Georgia-მ ახალი არომატი წარადგინა

news image

Coca-Cola Bottlers Georgia-მ ბაზარზე Fanta-ს ახალი გემო გამოიტანა. 

„და, აი, ისიც - ახალი, ყველაზე მხიარული, თამამი და განსხვავებული Fanta ბროწეული, პირველად საქართველოში.

ნატურალური ბროწეულის გემოთი გაჯერებული შუშხუნა Fanta შენს ცხოვრებას კიდევ უფრო ფერადსა და თავგადასავლებით სავსეს გახდის.

რას ელოდები?

გასინჯე შეუდარებელი გემო“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი პროდუქტები, გაფართოება და ტექნოლოგიური ინოვაციები მომხმარებლის კომფორტისთვის - როგორია „მზარეულის“ გეგმები

05.02.2026.16:00

ნიკორა ჯგუფში“ შემავალი ბრენდი Mzareuli • მზარეული, რომელიც 2003 წლიდან მაღალი ხარისხის ნახევარფაბრიკატების წარმოების სათავეებთან დგას, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2025 წელი აღმოჩნდა, როდესაც ცნობილ შეფ-მზარეულ კონსტანტინე თედელურთან პარტნიორობით პროდუქციამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. ამ თანამშრომლობამ მომხმარებლის მოთხოვნები მნიშვნელოვნად გაზარდა და პროდუქციისადმი ინტერესი ახალ საფეხურზე აიყვანა.

2026 წლისთვის „მზარეული“ კიდევ უფრო მასშტაბურ სიახლეებს გეგმავს, რაც წარმოების ხაზების გაფართოებასა და სრულიად ახალი პროდუქტების დანერგვას გულისხმობს. კომპანია აქცენტს ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციასა და ხარისხის სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე აკეთებს. შედეგად, მომხმარებელი მიიღებს კლასიკური გემოებისა და თანამედროვე კულინარიული მოთხოვნების სინთეზს, რაც ბაზარზე მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს უზრუნველყოფს. ბრენდის სამომავლო გეგმებსა და წარმოების განვითარებაზე Business Insider Georgia შპს ნიკორას დირექტორ, გიორგი წერეთელს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით 2025 წელს „მზარეულისთვის“ და რომელი მიღწევით ამაყობს ბრენდი ყველაზე მეტად გასული წლის ჭრილში?

2025 წელი „მზარეულისთვის“ განსაკუთრებული, გარდაქმნის წელი იყო — დრო, როდესაც ცვლილებები დაიწყო და ბრენდმა საკუთარი მიმართულება კიდევ უფრო მკაფიოდ განსაზღვრა. ყველაზე დიდი სიამაყე გასული წლის ჭრილში შეფ კონსტანტინესთან კოლაბორაციაა, რომელმაც ჩვენს ნახევარფაბრიკატებს სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა. ამ თანამშრომლობის შედეგად, პროდუქტები იქცა შთაგონების წყაროდ - შესაძლებლობად, ყოველდღიური სამზარეულო გარდაექმნა როგორც თბილ, ოჯახურ, ისე სარესტორნო დონის კერძების გამოცდილებად.

როგორ შეიცვალა 2025 წელს მომხმარებლის მოთხოვნები გაყინული და ნახევარფაბრიკატების სეგმენტში, და რამდენად მოახერხა „მზარეულმა“ ამ ცვლილებებზე დროული რეაგირება? რომელი კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა წარმოების პროცესის, ხარისხის კონტროლისა და სტანდარტების გაუმჯობესებისთვის?

2025 წელს მომხმარებლის მოთხოვნა გაყინული და ნახევარფაბრიკატების სეგმენტში მნიშვნელოვნად გაიზარდა, სწორედ ეს წელი იქცა „მზარეულისთვის“ მნიშვნელოვან გარდაქმნის ეტაპად, როდესაც დაიწყო როგორც ტექნიკური, ისე ტექნოლოგიური განახლების პროცესი. დაგეგმილი ცვლილებების ეტაპობრივი განხორციელება აისახება როგორც ასორტიმენტის გაფართოებაზე, ისე პროდუქციის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ამავე პერიოდში დაიწყო რიგი საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზოს უფრო სტანდარტიზებული, თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის პროდუქტი.

რომელი ახალი ან განახლებული პროდუქტი იქცა გასული წლის „ბესტსელერად“ და რა ფაქტორებმა განაპირობა მომხმარებლის განსაკუთრებული ნდობა მის მიმართ?

გასული წლის ბესტსელერებად „მზარეულისთვის“ ხინკალი და პელმენი გამოიკვეთა - პროდუქტები, რომლებმაც მომხმარებლის განსაკუთრებული ნდობა წლების განმავლობაში შენარჩუნებული, უცვლელი ხარისხის წყალობით მოიპოვა. სწორედ სტაბილურობამ, გემოს თანმიმდევრულობამ და კარგად ნაცნობმა რეცეპტურამ აქცია ისინი ყოველდღიური არჩევანის საიმედო ნაწილად, რასაც მომხმარებელი კვლავ და კვლავ უბრუნდება.

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ „მზარეულისგან“ 2026 წელს, იგეგმება თუ არა წარმოების ხაზების გაფართოება, ტექნოლოგიური განახლება ან პროცესების ოპტიმიზაცია?

2026 წელს „მზარეულის“ ასორტიმენტში დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროდუქტი, მათ შორის როგორც სრულიად ახალი ხაზები, ასევე უკვე არსებული პროდუქტების გაფართოება, რათა მომხმარებელმა იპოვოს როგორც კლასიკური, ისე ახალი, თანამედროვე მოთხოვნებს მორგებული არჩევანი.

ამასთან, გაგრძელდება წარმოების პროცესების ოპტიმიზაცია და ტექნოლოგიური განახლება, რაც უზრუნველყოფს სტანდარტების შენარჩუნებას და მომხმარებლის კიდევ უფრო მაღალ კმაყოფილებას.

რა არის 2026 წლის მთავარი გეოგრაფიული სამიზნე - იგეგმება თუ არა „მზარეულის“ პროდუქციის ექსპორტის ზრდა ან დისტრიბუციის გაფართოება ქვეყნის შიგნით?

2026 წლის მთავარი გეოგრაფიული სამიზნე კვლავ ქართული ბაზარია, სადაც „მზარეულისთვის“ ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გაფართოების პოტენციალს ვხედავთ. ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი ქვეყნის შიგნით დისტრიბუციის გაძლიერება და მომხმარებელთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაა. მხოლოდ ამ ეტაპის სრულად გავლის შემდეგ განვიხილავთ ექსპორტის მიმართულებით განვითარებას.

დღეს ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია. რა არის ის უნიკალური ღირებულება ან უპირატესობა, რაც 2026 წელსაც „მზარეულს“ კონკურენტებისგან გამოარჩევს?

მაღალი კონკურენციის პირობებში „მზარეულის“ მთავარი განმასხვავებელი ღირებულება უცვლელი ტრადიცია და ხარისხია. ბაზრის ცვალებადი ტენდენციების მიუხედავად, ბრენდი რჩება საკუთარ პრინციპებთან ერთგული - „მზარეულის“ თითოეული პროდუქტი, ფასის სეგმენტის მიუხედავად, კონკურენტებს შორის გამორჩეულია მაღალი ხარისხითა და სტაბილური სტანდარტით, რასაც მომხმარებელი  ენდობა.

როგორია მომხმარებლის უკუკავშირი დღეს „მზარეულის“ პროდუქტებზე და როგორ იყენებთ ამ უკუკავშირს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?

ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ უკუკავშირს მომხმარებლებისგან. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხის მონიტორინგისთვის, კმაყოფილების შეფასებისთვის და ახალი პროდუქტების შექმნის პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისათვის.

რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციული ქართული გემოები „მზარეულის“ პროდუქციაში და როგორ ახერხებთ მათი თანამედროვე მოთხოვნებთან შერწყმას?

ტრადიციული ქართული გემოები „მზარეულის“ პროდუქტების საფუძველს წარმოადგენენ და სწორედ მათმა რეცეპტურამ დაიმსახურა მომხმარებლის წლების განმავლობაში განუწყვეტელი ლოიალობა. ამავე დროს, ბრენდი მუდმივად ანვითარებს პროდუქტებს, რათა ტრადიცია ადაპტირდეს თანამედროვე სამზარეულოს მოთხოვნებთან — ინოვაციური იდეები და ახალი ტექნოლოგიები ეხმარება ტრადიციულ გემოს თანამედროვე ფორმით წარმოჩენაში.

როგორია თქვენი ხედვა ნახევარფაბრიკატების ბაზრის განვითარების შესახებ საქართველოში მომდევნო წლებში?

ბაზარი მომავალში გაიზრდება როგორც რაოდენობრივად, ასევე ასორტიმენტის თვალსაზრისით. გაყინული პროდუქტების კომფორტული გამოყენება და სწრაფი მომზადება მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას. „მზარეული“ ამ ტენდენციებს შესაბამისად ადაპტირდება: 2026 წლისთვის დაგეგმილია როგორც წარმოების მოცულობის ზრდა, ისე ასორტიმენტის გაფართოება, რაც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა