Exadel & IIBA Georgia: უფასო ონლაინ ვორქშოფების სერია ბიზნეს ანალიზში
Exadel-მა, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიისა და კონსალტინგის საერთაშორისო კომპანიამ, რომელიც საქართველოში უკვე 5 წელია ოპერირებს, IIBA Georgia Chapter-თან პარტნიორობით, ბიზნეს ანალიზის მიმართულებით უფასო ონლაინ ვორქშოფების სერია დააანონსა.
ინიციატივა ცოდნის გაზიარების პრინციპს ეფუძნება. პროექტის მიზანია თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთს დაუკავშიროს და ქვეყანაში პროფესიული სტანდარტების ზრდას შეუწყოს ხელი.
ვორქშოფების სერიას ექსადელის სენიორ პრაქტიკოსები გაუძღვებიან და მონაწილეებს თანამედროვე დოკუმენტაციაში, სტარტაპ სტრატეგიასა და ტექნიკურ ინტეგრაციაში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
„ბიზნეს ანალიზში პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის მუდმივი ამაღლება უმნიშვნელოვანესია. Exadel-ში სამუშაო კულტურა ცოდნის გაზიარების პრინციპზე დგას — "Learn and share" ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.
გამოცდილ პრაქტიკოსებთან პირდაპირი სწავლების შესაძლებლობის შექმნით, ჩვენი მიზანია დავაკავშიროთ ქართველი პროფესიონალები გლობალურ BA ქომიუნითისთან და მხარი დავუჭიროთ მათ აქტიურ ჩართულობას ამ სფეროში.“
ქეთევან ყაზახაშვილი, ბიზნეს ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში
ვორქშოფების განრიგი და თემები
15 აპრილი, 15:00 – How to Tame the UML: Diagrams-as-Code approach
სპიკერი: არტემ რინკოვსკი, Senior Business Analyst
Diagrams-as-Code მიდგომა Mermaid-ის, PlantUML-ისა და D2-ის გამოყენებით: შეხვედრაზე განვიხილავთ, რატომ არის დოკუმენტაციის „კოდირება“ ახალი სტანდარტი ვერსიების კონტროლსა და მასშტაბურობაში.
22 აპრილი, 16:00 – APIs: Not Just a Dev Thing
სპიკერი: მიკიტა ლისოუსკი, Senior Business Analyst
გაეცნობით ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა Postman და Swagger, და ისწავლით, როგორ ითანამშრომლოთ დეველოპერებთან უფრო ეფექტურად.
23 აპრილი, 12:00 – BA as a Founder’s Superpower
სპიკერი: ნიკიარა პურმამბეტოვა, Lead Business Analyst
რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით გაიგებთ, თუ როგორ გამოიყენოთ ბიზნეს ანალიტიკური აზროვნება და ცოდნა ბიზნესის შექმნისას.
დასწრება: ყველა სესია ჩატარდება ონლაინ და არის უფასო.
რეგისტრაცია სავალდებულოა: https://cutt.ly/7tDqzpNk
გაუზიარეთ ეს სიახლე კოლეგებს, ვისაც პროფესიული ზრდა სურს.
სხვა სიახლეები
როგორია მიმდინარე შეთავაზებები "თამაშობანაში"
08.04.2026.18:00
10 აპრილს „თამაშობანაში“ ბავშვებს განსაკუთრებულ სააღდგომო პროგრამაზე ველოდებით , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მულტიფუნქციური სივრცე „თამაშობანას“ დამფუძნებელმა, ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა.
„10 აპრილს თამაშობანაში ბავშვებს განსაკუთრებულ სააღდგომო პროგრამაზე ველოდებით, ბავშვები მოხატავენ კვერცხებს, შექმნიან სააღდგომო დეკორაციებს, გააფორმებენ პასკებს და ერთად გავემართებით მზიურის პარკში კვერცხებზე სანადიროდ.
აღდგომის დღესასწაულებზე ვიქნებით Silk Hospitality-ის სასტუმროებში, სადაც ბავშვებისთვის დაგეგმილი იქნება საზეიმო აქტივობები, რათა მაქსიმალურად გავამხიარულოთ ისინი.
გარდა ამისა, წელს, სხვა წლებისგან განსხვავებით, 11 აპრილს გაიმართება ღონისძიება ექსპატებისთვის, რომელიც სრულად ინგლისურ ენაზე იქნება.
ექსპატების იდეას რაც შეეხება, საქართველოში მცხოვრები უცხოელები საკმაოდ ხშირად გვსტუმრობენ და აქტიურად გვიბიძგებენ, რომ წვეულებები ინგლისურადაც ჩავატაროთ. „თამაშობანა“ როგორც ქართული ბრენდი, დიდი მნიშვნელობას ანიჭებს იმ გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ჩვენს კულტურულ ღირებულებებს ავლენს. ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიება იქნება იდეალური შესაძლებლობა, ბავშვებმა კარგად გაიცნონ ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ, ხოლო ჩვენთვის – ახალი სეგმენტის აღმოჩენის შესაძლებლობა და მათთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზება. როგორც უკვე აღვნიშნე, ღონისძიება გაიმართება 11 აპრილს, ინგლისურ ენაზე, სპეციალურად ექსპატებზე მორგებული, შესაბამისი კულტურული დეტალების გათვალისწინებით “, - აცხადებს ნაუ სონღულაშვილი.
ცნობისთვის, „თამაშობანას“ მისამართია, ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, #4.