მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

ევროპის 8 ქვეყანა და 32 ქალაქი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

news image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მრავალმხრივ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას გულისხმობს.

მარკეტინგული კამპანია  დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.

მთელი წლის განმავლობაში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, ევროპის მსხვილ ქალაქებში, საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტულ ბაზარზე პირდაპირ წვდომას, B2B შეხვედრების ორგანიზებასა და ქართული კერძო სექტორისთვის პარტნიორების მოძიებას, ასევე ბიზნეს თანამშრომლობის დამყარებას.

ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და  ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. კამპანია სოციალურ ქსელებს, რადიოს, ტელევიზიებს, პოდკასტებს, გარე რეკლამებს, .. როუდშოუებსა და 8 მსხვილ ღონისძიებაში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც ევროპის 32 ქალაქს დაფარავს.

კამპანიის ფარგლებში, თითოეულ ქვეყნის 4 ქალაქში, საქართველოს შესახებ გაცნობითი ტურები და პრეზენტაციები გაიმართება. თითოეულ სამიზნე ბაზარზე საქართველოს შესახებ  ინტერვიუბისატელევიზიო სიუჟეტი, რადიო გადაცემები, გარე რეკლამები, ასე ბეჭდურ მედიაში, ციფრულ მედიაში პოსტები და ვიდეორგოლები მომზადდება.

.. როუდშოუები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ბერლინი, ფრანკფურტი, ჰამბურგიმიუნხენი, პარიზი, ლილი, ლიონი, ოსლო, ვარშავა, ვროცლავი, კრაკოვი, პოზნანი

კამპანია მოიცავს გაცნობით  და ინფლუენსერების ტურებს საქართველოში.

კამპანიის ფარგლებში, ყოველთვიურად შედგება კომუნიკაცია  20- ზე მეტ პოტენციურ პარტნიორთან თითოეულ ბაზარზე, გაიმართება ვორკშოპები და ვებინარები, შეხვედრები ავიაკომპანიებთან და მსოფლიოს წამყვან ტუროპერატორებთან.

 ურთიერთობები დამყარდება, როგორც ინდივიდუალურ ტურისტებთან, ასევე მსხვილ საერთაშორისო  ტუროპერატორებთან საქართველოს პოპულარიზაციისთვის.

მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გასაზრდელად და ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდება ვიდეო რგოლები, სატელევიზიო სიუჟეტები, სტატიები, ინტერვიუები.

ახალი კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია British Airways-თან თანამშრომლობით, ლონდონის აეროპორტში საქართველოს შესახებ ეკრანებზე ვიდეო რგოლებისა და ფოტო კოლაჟების ჩვენება მიმდინარეობს, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ 30 წამიანი ვიდეო რგოლების ნახვა შეუძლიათ ავიაკომპანიის მგზავრებს ბორტებზე.

ამ კამპანიების პარალელურად საქართველოს შესახებ, National Geographic ბრიტანული ბაზრისთვის სტატიებს ამზადებსმსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი კი  ქართული გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ მორიგ ვიდეო რგოლებს მოამზადებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მეტროპოლ ლისი“ - ახალი უბანი, რომელიც 7 ჰა ტერიტორიაზე დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს გააერთიანებს

18.07.2025.20:00

მინდა აღვნიშნო, რომ „მეტროპოლ ლისის“ დაწყება პირდაპირ ეხმიანება ჩვენი კამპანიის სტრატეგიას და დაპირებას, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „მეტროპოლის“ სურვილია, რომ საკუთარ მომხმარებლებს ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება შესთავაზოს. 

„ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მიზანია და ჩვენი სურვილია, რომ ვიყოთ დეველოპერული კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის უძრავ ქონებას. ანუ უფრო გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს, რომ უძრავი ქონება შეიძინოს იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, თუ საინვესტიციო აპარტამენტი, თუ სახლის ზღვის პირას და ახლა უკვე სუბურბანული პროექტი, რა თქმა უნდა კომერციული და საოფისე ფართები - შეუძლიათ მიმართონ „მეტროპოლის“ გაყიდვების ოფისებს, რომელიც გვაქვს საბურთალოზე და ორთაჭალაში და მიიღონ დეტალური ინფორმაცია მისთვის საინტერესო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. 

ვიდრე „მეტროპოლ ლისის“ დეტალებზე გესაუბრებით ძალიან მოკლედ მინდა გაგიზიაროთ თვითონ როგორ მოხდა ამ ლოკაციის შერჩევა. ის, რომ „მეტროპოლს“ ჰქონოდა სუბურბანული პროექტი ეს თავშივე გვქონდა მიზნად. თუმცა, როდესაც მოვხვდით ჩვენ ამ ლოკაციაზე, პირველივე ასვლის დროს ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ლოკაციაზე „მეტროპოლს“ უნდა განეხორციელებინა პროექტი. 3 ძირითადი რამ იყო რამაც მოგვხიბლა. პირველი იყო ის, რომ ამ ლოკაციაზე ქალაქის ცენტრიდან 10 წუთში აღმოვჩნდით, რაც ძალიან მიმზიდველი და მომხიბლავი იყო. მეორე - ეკოლოგიურად სუფთა გარემო. და მესამე იყო ძალიან მაგარი, ლამაზი და სასწაული ხედები თბილისზე და ლისის ტბაზე. თან შებინდებული იყო, ქალაქი, რომ ნათდება ამ დროს და სასწაულებრივად მოვიხიბლეთ და ჩავიფიქრეთ, რომ განგვეხორციელებინა ეს პროექტი და პრინციპში რამდენიმე თვეში ეს პროექტი რეალობადაც ვაქციეთ. რაც შეეხება კონკრეტულად პროექტს, პროექტი განთავსებულია 7 ჰა ტერიტორიაზე, სადაც 70 მიწამდე იქნება განთავსებული. აქ აუცილებლად იქნება რეკრეაციული სივრცეები, პადელის, ფეხბურთის, კალათბურთის მოედნები. აუცილებლად იქნება გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის და არამხოლოდ ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვისაც იქნება სოციალიზაციის სივრცეები, კერძოდ ღია კინოთეატრი“, - აცხადებს მამუკა იმედაშვილი.

მისივე თქმით, „მეტროპოლ ლისი“ იქნება ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თან იცხოვრონ და თან დაისვენონ. 

„ჩვენი ჩანაფიქრი ამ პროექტით რაც გვინდა, რომ მომავალ მობინადრეებს გადავცეთ არის ის, რომ „მეტროპოლ ლისი“ იქნება ადგილი, სადაც ადამიანს შეეძლება იცხოვროს და თან დაისვენოს“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 

 

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „მეტროპოლ ლისი“ ეს არის ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით. სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალი უბანი აერთიანებს დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს და მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმილ ჭკვიან დასახლებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მაცხოვრებლების საჭიროებებს.

პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 მ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფრასტრუქტურას:

პადელის მოედანი

• ღია კინოთეატრი

• საბავშვო მოედანი

• ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები

• სავარჯიშო სივრცე

• მოსასვენებელი პავილიონი

ველობილიკები

• დეკორაციული გამწვანება

• სასმელი წყლის შადრევნები.

მეტროპოლ ლისი“ - იცხოვრე ჯანსაღ გარემოში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა