მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.3
-0.0044
flag
AZN 1.5941
-0.0024
flag
CNY 38.049
-0.0123
flag
EUR 3.186
-0.0147
flag
GBP 3.6517
-0.0121
flag
KZT 50.04
0.0021
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.711
-0.0031

რატომ ირჩევენ წამყვანი დეველოპერები „ევროპანელს“ თანამედროვე საფასადე სამუშაოებისთვის

news image

Europanel • ევროპანელი - ეს არის მრავალმხრივი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს თანამედროვე ვენტილირებადი ფასადების მოწყობის მიმართულებით. კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში სტაბილური ზრდა და გაფართოება უზრუნველყო - „ევროპანელი“ აქტიურად მონაწილეობს როგორც მასშტაბურ სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის პროექტებში და თანმიმდევრულად იძენს ახალ ბაზრის სეგმენტებს.

როგორია კომპანიის მიმდინარე პროექტების დინამიკა და სამომავლო გეგმები, დეტალებზე Business Insider Georgia „ევროპანელის“ დირექტორს გიორგი ლოლუას ესაუბრა.

- რამდენი წელია, რაც ევროპანელი ბაზარზეა, როგორ შეაფასებდით თქვენი ბიზნესის განვითარების დინამიკას ამ პერიოდის განმავლობაში?

- ევროპანელი უკვე 3 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე თანამედროვე ვენტილირებადი ფასადების მოწყობის მიმართულებით. ამ მოკლე დროში კომპანიამ შეძლო, რომ დამკვიდრებულიყო, როგორც სანდო და ინოვაციური პარტნიორი, როგორც მასალების მომწოდებლის ასევე სრული სამონტაჟო სერვისის შეთავაზების თვალსაზრისით.

ამასთან, ბიზნესის განვითარების დინამიკა შეიძლება შევაფასოთ, როგორც დინამიურად მზარდი — ჩვენ ყოველწლიურად ვაფართოებთ პროდუქციის ასორტიმენტს, ვმუშაობთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო და კერძო სექტორის  პროექტებზე და ვითვისებთ ბაზრის ახალ სეგმენტებს.
დავამყარეთ მჭიდრო ურთიერთობები წამყვან ევროპულ და აზიურ მწარმოებლებთან, რაც თამამად შეიძლება ითქვას, გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას.

ჩამოვაყალიბეთ ძლიერი პროფესიონალების გუნდი, და ვზრუნავთ მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე. 

დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 3 წელიწადში ევროპანელმა შეძლო საფუძვლის ჩაყრა ისეთი ბიზნესისთვის, რომელსაც აქვს გრძელვადიანი ხედვა, ინოვაციური ორიენტაცია და მაღალი სტანდარტების მიმართ ერთგულება.

- როგორია თქვენი ხედვა ქართულ სამშენებლო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით? რამდენად ერგება თქვენი პროდუქცია და სერვისები ამ ტენდენციებს?

- საქართველოს სამშენებლო სექტორი ბოლო წლებში დინამიურად ვითარდება — განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე დიზაინის მქონე გადაწყვეტილებებზე. უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ არქიტექტორები, ინჟინრები და დეველოპერები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას შენობების ხარისხს, გამძლეობასა და საერთაშორისო ნორმების დაცვას. ასევე, მომხმარებელთა ქცევა იცვლება: დღეს ადამიანები აქტიურად ეძებენ ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას, მარტივ მონტაჟსა და მინიმალურ მოვლას.

ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი სრულად შეესაბამება ამ ტრენდებს. ევროპანელი გთავაზობთ საფასადე და ინტერიერის მასალების ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებს როგორც ესთეტიკურ მოთხოვნებს, ასევე ტექნიკურ და ენერგოეფექტურ სტანდარტებს.

·         ჩვენი მასალები ხელს უწყობს შენობების თბოიზოლაციას და ენერგიის ეფექტურ მოხმარებას.

·         ვმუშაობთ მწარმოებლებთან, რომლებიც იცავენ გარემოსდაცვით სტანდარტებს და აკმაყოფილებენ ISO 9001; ISO 14001 და FSC სერტიფიკატებს.

·         მომხმარებლებს ვთავაზობთ ფართო არჩევანს თანამედროვე ფერებითა და ტექსტურებით, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, შექმნან გამორჩეული და თანამედროვე არქიტექტურული პროექტები - ფასადი რომელიც გამოარჩევს მათ ბიზნესს.

·         ევროპანელი მხოლოდ მასალების მომწოდებელი არ არის — ჩვენ ვთავაზობთ სრულ სერვისს: აბსოლუტურ დახმარებას პროექტის პერდიოში, კონსულტაციას, ტექნიკურ მხარდაჭერას. პარტნიორობას, რაც პროექტების ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას უწყობს ხელს.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ხედვა ემყარება იმას, რომ ქართულ სამშენებლო ბაზარზე მომავალს ქმნის ხარისხი, ენერგოეფექტურობა და ინოვაცია — სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება ევროპანელი.

- ევროპანელი ბაზარს საკმაოდ მრავალფეროვან მომსახურებებს სთავაზობს. თითოეული მიმართულების შეფასებით, ბოლო 8 თვის ჭრილში რომელი მიმართულებით დაგიფიქსირდათ ყველაზე დიდი ზრდა და რით არის განპირობებული ეს ზრდა?

- ბოლო 8 თვის განმავლობაში მივიღეთ არაერთი მასშტაბური პროექტი, აღნიშნულზე დაყრდნობით, განსაკუთრებულად გამოიკვეთა ფასადისა და ინტერიერის მოსაპირკეთებელი პანელების მიმართულება. ზრდა უპირველესად განპირობებულია იმით, რომ სამშენებლო და სარემონტო სექტორში აშკარად გაძლიერდა მოთხოვნა პრემიუმ ხარისხის, მაღალი ექსპლუატაციის მქონე, ენერგოეფექტურ, ესთეტიკურად გამორჩეულ და ხანგრძლივი მოხმარების მქონე მასალებზე.

ამ ტენდენციას რამდენიმე ფაქტორი აყალიბებს:

·         დეველოპერული პროექტების გააქტიურება: ბოლო პერიოდში გაიზარდა საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების მშენებლობა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფასადის ხარისხსა და ვიზუალურ იერსახეს.

·         მომხმარებლის პრიორიტეტების ცვლილება: მყიდველები უფრო მეტად აფასებენ პროდუქტს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინსა და ტექნიკურ სანდოობას.

·         ეკონომიურობა და პრაქტიკულობა: ჩვენი პანელები ამცირებენ შენობების მოვლის ხარჯებს და ზრდიან ენერგოეფექტურობას, რაც რეალურ ეკონომიკურ სარგებელს იძლევა მშენებლებისათვის და შემდგომში - ბინადრებისათვის.

·         კომპლექსური სერვისი: ჩვენ არა მხოლოდ მასალებს ვთავაზობთ ბაზარს, არამედ უზრუნველვყოფთ სრულ მხარდაჭერას, დახმარებას, ვფლობთ სიღრმისეულ ცოდნას საკითხისადმი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს დამკვეთებისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

- რომელ პროექტებს გამოარჩევდით, რომელთა მშენებლობაშიც თქვენი პროდუქცია იქნა გამოყენებული და რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული მათი შესრულება?

- ჩვენთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო იყო ისეთი მასშტაბური და პრესტიჟული პროექტების განხორციელება, როგორებიცაა:

·         იუსტიციის სახლები თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში,

·         მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და გარეუბნებში,

·         პრემიუმ კლასის სასტუმრო კომპლექსები

·         საგანმანათლებლო დაწესებულებები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ამ პროექტებმა მოგვცა შესაძლებლობა, წარმოგვეჩინა ჩვენი პროდუქციის მთავარი უპირატესობები — გამძლეობა, თანამედროვე დიზაინისა და ტექნიკური სტანდარტების სრული შესაბამისობა.

რაც შეეხება სირთულეებს, შევძელით ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება როგორებიცაა:

·         მოთხოვნილ მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობა: სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე დამკვეთები ხშირად ითხოვენ განსაკუთრებულად მკაცრ ტექნიკურ პარამეტრებს, სერტიფიცირებას, ვადების ზუსტ დაცვას, უმაღლესი ხარისხის მასალისა და შესრულების თვალსაზრისით, რაც, როგორც თავადაც დაგვიდასტურეს არაერთ გამოკითხვაში - ცალსახად დაცული იქნა.

·         მოკლე ვადებში ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა: განსაკუთრებით დიდმასშტაბიან პროექტებში, სადაც ათასობით კვადრატული მეტრი მასალა უნდა მომარაგებულიყო და დამონტაჟებულიყო.

·         აგრეთვე, ინოვაციური დიზაინის ინტეგრაცია პროექტში: არქიტექტორები ხშირად ითხოვდნენ არა სტანდარტულ, არამედ ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტებს, რაც ჩვენი გუნდისგან საჭიროებდა მოქნილობას და ტექნიკურ ჩართულობას.

საბოლოო ჯამში, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ გამოწვევებმა დაგვანახა ჩვენი პროდუქციისა და სერვისის რეალური სიძლიერე და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ევროპანელს შეუძლია წარმატებით გაუმკლავდეს ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის პროექტს და რაც მთავარია, დამკვეთი დატოვოს 100%-ით კმაყოფილი.

- რა არის ევროპანელის მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით? გარდა პროდუქტის ხარისხისა, კიდევ რა განგასხვავებთ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან?

- ევროპანელის მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით მხოლოდ პროდუქტის ხარისხი არ არის — ჩვენ ვქმნით სრულყოფილ ეკოსისტემას, რომელიც დამკვეთს სთავაზობს სანდო პარტნიორობას, პროფესიონალურ მომსახურებასა და ინოვაციურ ხედვას.

ჩვენი გამორჩეული მხარეებია:

·         საბაზრო გამოცდილება და რეპუტაცია – ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორთან, შექმნილი გვაქვს არაერთი უნიკალური, პრემიუმ კლასის პროექტი მრავალი სხვადასხვა სეგმენტისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპანელი ასოცირდება საიმედოობასთან და მაღალ სტანდარტებთან.

·         სრული მომსახურების ციკლი – მხოლოდ მასალის მიწოდებით არ ვხურავთ თანამშრომლობას. მომხმარებელს ვთავაზობთ სერვისს, რომელიც ითვალისწინებს კონსულტაციას, ტექნიკურ მხარდაჭერას, ინდივიდუალური დიზაინის გადაწყვეტილებებს და პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურ ჩართულობას.

·         ინოვაციური და მრავალფეროვანი ასორტიმენტი - ჩვენთან ხელმისაწვდომია ყველაზე თანამედროვე და ენერგოეფექტური მასალები, რომლებიც სრულად პასუხობს დღევანდელ სამშენებლო ტენდენციებს.

·         გრძელვადიანი პარტნიორობა – ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ერთჯერადი მომსახურების გაწევა, არამედ დამკვეთთან ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბება, სადაც ორივე მხარე იზრდება და ვითარდება.

·         პროფესიონალთა გუნდი – ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებიც არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ პრობლემის გადაჭრის უნარსაც სთავაზობენ პარტნიორებს.

- აპირებთ თუ არა პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას ან ახალი ტექნოლოგიების დანერგვას უახლოეს მომავალში? თუ ასეა, რომელი ახალი პროდუქცია ან სერვისი გამოჩნდება ბაზარზე?

- დიახ, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ზემოთ ხსენებულ მასალებზე, მაგალითად HPL პანელების დიზაინზე, მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები, შესაბამისად, ნებისმიერი სიახლე უმოკლეს დროში ინერგება საქართველოშიც ჩვენი კომპანიის ძალისხმევით. ამასთან, აქვე დავსძენთ, რომ დღეის მონაცემებით, ბაზარზე გამორჩეულად მრავალფეროვან არჩევას ვთავაზობთ მომხმარებლებს. მოგეხსენებათ, სამშენებლო ბაზარი სწრაფად იცვლება და ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქართველ მომხმარებელსაც ჰქონდეს წვდომა ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დასავლეთ ევროპასა და სხვა განვითარებულ ბაზრებზე უკვე აქტიურად გამოიყენება. 

- თქვენი პორტფელის შემადგენელი ნაწილია ასაწყობი სახლები. როგორია მოთხოვნა ამ მიმართულებაზე? რა არის ასეთი სახლების კონკურენტული უპირატესობა და რამდენად მდგრადია ასეთი კონსტრუქციები?

- ასაწყობი სახლების მიმართულება ბოლო პერიოდში საქართველოში აშკარად მზარდია. მომხმარებელთა ინტერესს განაპირობებს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი: სისწრაფე, ეკონომიურობა და ენერგოეფექტურობა. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით — ინდივიდუალური საცხოვრებლების და მცირე კომერციული ობიექტების შემთხვევაში.

ასაწყობი სახლების კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:

·         მონტაჟის სისწრაფე

·         ღირებულების ოპტიმიზაცია

·         ენერგოეფექტურობა

·         მობილურობა და მოქნილობა

რაც შეეხება მდგრადობას, თანამედროვე ასაწყობი სახლები სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გამოყენებული კონსტრუქციები გამოირჩევა სიმტკიცითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის უნარით. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისინი ისეთივე საიმედოა, როგორც ტრადიციული შენობები, თუმცა გაცილებით მოქნილი და ტექნოლოგიურად დახვეწილი.

- რამდენად ხშირად გიწევთ დამკვეთებისთვის დიზაინერული გადაწყვეტილებების შეთავაზება და რა არის დღეს ტრენდული ფასადების მოპირკეთების სფეროში?

- ჩვენი გამოცდილებით, დამკვეთების ნაწილს ხშირად სჭირდებათ დიზაინერული და არქიტექტურული მხარდაჭერა. ამიტომ, ძალიან ხშირად ვთავაზობთ დამკვეთებს ინდივიდუალურ დიზაინერულ გადაწყვეტილებებს -  იქნება ეს ფერთა კომბინაციის შერჩევა, ტექსტურების შეხამება თუ ფასადის საერთო კონცეფციის შემუშავება, გვყავს დიზაინერ-არქიტექტორების ძალიან გამოცდილი გუნდი, რაც დამკვეთისთვის უდიდესი  კომფორტია. აღნიშნული მიდგომა მათ საშუალებას აძლევს, თავიდანვე შეძლონ ვიზუალიზაცია საბოლოო შედეგის და მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ფასადის მოპირკეთების ტრენდებს, დღეს აშკარად გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელიც მომხმარებელს ჩვენს ვებგვერდზეც შეუძლია იხილოს -  PANELS.GE:

·         ნატურალური ტექსტურების იმიტაცია, რომელიც HPL პანელებით მიიღწევა — ქვის, ხის და ბეტონის ფაქტურები, რომლებიც ინტეგრირდება თანამედროვე არქიტექტურაში.

·         მინიმალიზმი, რომელსაც ალუკაბონდი ქმნის — მარტივი, გამორჩეულად ელეგანტური ფასადები.

·         ფერთა ნატურალური პალიტრა, რომელსაც ფიბროცემენტის პანელები უზრუნველყოფს — თბილი ნაცრისფერი, შავისა და თეთრის კომბინაციები, აგრეთვე ნათელი ფერების ერთიანობა, რაც თანამედროვეობას და სიმყუდროვეს აერთიანებს.

·         მრავალფუნქციური ალუმინის ბადეების ფასადები — ანტიკოროზიული, დიზაინში ფართოდ გამოყენებადი და ძალიან მაღალი სიმტკიცის მქონე.

·         ამასთან, WPC დექისა და ძელაკების კომბინაციით შექმნილი ფასადები და ინტერიერი დღეს განსაკუთრებით ტრენდულია

- რა ტიპის სპეციალურ ტექნიკას ფლობთ და როგორ უზრუნველყოფთ მათ მუდმივ მზაობასა და ტექნიკურ გამართულობას?

- ჩვენ ვფლობთ ყველა საჭირო ტექნიკას საფასადე სამუშაოების საწარმოებლად, მათ შორის ხარაჩოებსა და ამწე კალათებს, რაც გვაძლევს დამატებით კონკურენტულ უპირატესობას.

- რამდენად რთულია კვალიფიციური კადრების მოზიდვა და შენარჩუნება თქვენს სფეროში? რა საგანმანათლებლო და პროფესიული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მუშაობენ თქვენს კომპანიაში?

- კვალიფიციური კადრების მოზიდვა და შენარჩუნება საქართველოს სამშენებლო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ტექნოლოგიები მუდმივად ახლდება და, შესაბამისად, კომპანიებს სჭირდებათ სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება და ადაპტაციის მაღალი უნარი.

ევროპანელში, ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანურ რესურსს და ამას ვხედავთ როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ აქტივს. ჩვენს გუნდში მუშაობენ:

·         არქიტექტორ-დიზაინერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროექტის საფასადე ინჟინრული დოკუმენტაციის მომზადებაზე და ინდივიდუალური გადაწყვეტების შემუშავებაზე 

·         ინჟინრები და ტექნიკური სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის სწორ მონტაჟსა და ტექნიკურ მხარდაჭერას;

·         პროექტმენეჯერები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ პროცესებს და აკონტროლებენ ვადებსა და ხარისხს;

·         შესყიდვებისა და ლოგისტიკის სპეციალისტები, რომლებიც მართავენ იმპორტისა და მიწოდების პროცესს;

·         მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდი, რომელიც ზრუნავს ბაზრის განვითარებასა და პარტნიორებთან ურთიერთობაზე.

დაგვერწმუნებიან ჩვენი თანამშრომლები, რომ ევროპანელის მიდგომაა, მათ  შევთავაზოთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ტრენინგებისა და გამოფენების მეშვეობით. ამ გზით ვახერხებთ, რომ გუნდი მუდმივად იცნობდეს ახალ სტანდარტებს და ინოვაციებს.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეხვედრა გამართა

24.09.2025.16:59

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად 100-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელთან გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს ახლად დანერგილი სერვისები, რომელსაც სამსახური მოქალაქეებს და ორგანიზაციებს სთავაზობს. მათ შორისაა: სატელეფონო კონსულტაციები, პირისპირ შეხვედრები მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, ასევე თემატური ტრენინგები.

საუბარი შეეხო ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის განზოგადებულ პრაქტიკას, რომელიც მონაცემთა დამუშავების პროცესის აღრიცხვას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ეხება.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მონაცემთა დამუშავების პროცესები სრულად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ამასთან, სუბიექტის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთავაზობთ კერძო სექტორს სხვადასხვა ფორმატის მხარდაჭერასა და პრაქტიკულ კონსულტაციებს," — აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.

ამასთან, სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა ინოვაციური ონლაინ პლატფორმა — „ციფრული მრჩეველი", რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში. ,,ციფრული მრჩეველის" მიზანია  ხელი შეუწყოს კერძო სექტორს მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი ასპექტების მოწესრიგებაში. ასევე, საუბარი შეეხო სამსახურის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რომელიც განთავსებულია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, რადგან ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ კანონმდებლობის დაცვას უზრუნველყოფს, არამედ ბიზნეს აძლევს შესაძლებლობას ფლობდეს სწორ და დეტალურ ინფორმაციას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია როგორც სამსახურისთვის, ასევე ბიზნეს სექტორის გამართული ოპერირებისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა