მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.7
-0.0048
flag
AZN 1.5786
-0.0011
flag
CNY 38.83
0.0047
flag
EUR 3.198
0.0123
flag
GBP 3.6682
0.0131
flag
KZT 54.57
0.0021
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.6838
-0.0018

ევროპა და შუა აზია - MSCS Georgia-ს სტრატეგიული მარშრუტები და მზარდი ტვირთბრუნვა

news image

2026 წელს MSCS Georgia მცირე და საშუალო ტვირთების ტრანსპორტირებაზე მზარდ მოთხოვნას მზაობით ხვდება - გაფართოებული საწყობები, განახლებული ციფრული სერვისები და ახალი ლოგისტიკური არხები კომპანიასდ საშუალებას აძლევს დამკვეთებს სწრაფი, მოქნილი და ეფექტური სერვისი შესთავაზოს.

უფრო მეტს კომპანიის საქმიანობის შესახებ Business Insider Georgia-სთან MSCS Georgia-ს დირექტორი ეკატერინე სანაძე საუბრობს. 

რა უპირატესობებს სთავაზობთ MSCS Georgia იმპორტიორებს კონსოლიდირებული ევროპული გადაზიდვების დროს და როგორ გაიზარდა ამ ტიპის მომსახურების მოთხოვნა ბოლო წლებში?

კონსოლიდირებული ტვირთების ტრანსპორტირება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც უკვე ათ წელზე მეტია წარმატებით ვახორციელებთ.

ყოველწლიურად ჩვენი ტვირთბრუნვა მზარდია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს შევთავაზოთ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი და ეფექტური სერვისი. კონსოლიდირებული ტვირთების ტრანსპორტირება განსაკუთრებით მოსახერხებელი ლოგისტიკური გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტიორს მცირე ან საშუალო მოცულობის ტვირთის ტრანსპორტირება სჭირდება.  

ევროპის სხვადსხვა ქვეყანაში წარმომადგენლობითი საწყობების რაოდენობა და მათი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ კონკურენტული ტარიფები და შევინარჩუნოთ მცირე სატრანზიტო ვადები, რაც იმპორტის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

განახლებული კონსოლიდირებული გადაზიდვების მოდელის მთავარი ამოცანაა მომხმარებლებისთვის იმპორტის პროცესის მაქსიმალური გამარტივება, დროისა და ხარჯების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს ტვირთების კონსოლიდაციის გაუმჯობესებას, რაც პარტნიორ საწყობებში ტვირთების უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ გაერთიანებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, ევროპის მასშტაბით საწყობების ქსელის გაფართოება მნიშვნელოვნად ამცირებს სატრანზიტო ვადებს და ზრდის მიწოდების სისწრაფეს.

თქვენ საუბრობთ ტვირთბრუნვის ზრდაზე, რამდენად მზად არის კომპანიის ინფრასტრუქტურა გაზრდილი ნაკადების სტაბილურად სამართავად? 

ბოლო წლებში MSCS Georgia გამოირჩევა გუნდის მუდმივი ზრდითა და ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებით. ჩვენი მთავარი მიდგომა თითოეული მომხმარებლისა და მისი ტვირთისადმი ინდივიდუალური ყურადღების დათმობაა, რადგან ლოგისტიკის სფეროში თითოეული ეტაპი მოითხოვს დეტალების ზუსტ გათვლასა და პროცესების მჭიდრო კოორდინაციას - როგორც ტრანსპორტირებამდე, ისე უშუალოდ გადაზიდვისა და შემდგომ ეტაპებზე.  

კომპანიის ინფრასტრუქტურა სრულად არის გათვლილი გაზრდილი ტვირთნაკადების სტაბილურად სამართავად. MSCS Georgia-ს პარტნიორი კერძო საბაჟო საწყობი უზრუნველყოფს სატვირთო ავტომობილების უწყვეტ მიღებას, იმპორტირებული ტვირთების დროულ დაცლა-დატვირთვას და საბაჟო პროცედურების ოპერატიულად შესრულებას.

გარდა ამისა, წინასწარ დაგეგმილი შიდა ლოგისტიკური პროცესები გვაძლევს საშუალებას, ყოველკვირეული დატვირთვები ეფექტურად და შეფერხებების გარეშე ვმართოთ, მათ შორის სეზონურად განსაკუთრებით დატვირთულ პერიოდებშიც.

კონსოლიდირებული ტვირთების შემთხვევაში, ხშირად მთავარი გამოწვევა ტრანზიტის დროა. საშუალოდ რამდენ დღეში ხდება ტვირთის მოწოდება ევროპის ძირითადი ჰაბებიდან და ჩინეთიდან? 

კონსოლიდირებული ტვირთების ტრანსპორტირების შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ნამდვილად წარმოადგენს სატრანზიტო დრო, რომელიც რიგ შემთხვევებში შეიძლება გაიზარდოს. ეს ძირითადად დაკავშირებულია ტვირთების მოცულობასთან, საზღვრებზე არსებულ რიგებთან, შემოწმების პროცედურების გახანგრძლივებასთან და სხვა გარემო ფაქტორებთან.

მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, ევროპის ქვეყნებიდან კვირაში რამდენჯერმე ვახორციელებთ კონსოლიდირებული ტვირთებით დატვირთული მანქანების ტრანსპორტირებას საქართველოს მიმართულებით. სწორედ ეს სიხშირე გვაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად შევამციროთ სატრანზიტო  დრო.  

რა ტიპის ტვირთებზეა გათვლილი თქვენი "წარმომადგენლობითი საწყობები" და სთავაზობთ თუ არა კლიენტებს დამატებით მომსახურებას? 

ჩვენი სერვისები გათვლილია მსხვილი კომერციული ტიპის ტვირთების ტრანსპორტირებაზე. აღნიშნული სერვისი არ მოიცავს საამანათო, ან პირადი მოხმარების მცირე ამანათების გადაზიდვას.

რა როლს თამაშობს ციფრული ტექნოლოგიები თქვენს განახლებულ სერვისში? შეუძლიათ თუ არა კლიენტებს ტვირთის ონლაინ რეჟიმში კონტროლი? 

ციფრული ტექნოლოგიები MSCS Georgia-ს განახლებული სერვისის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან და მომხმარებლებს გავუმარტივოთ ტვირთის ტრანსპორტირების პროცესზე თვალყურის დევნება თითოეულ ეტაპზე.

სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ ახალი ციფრული სისტემის დანერგვაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაეშვება. აღნიშნული პლატფორმა მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას მარტივად ჰქონდეთ წვდომა საკუთარ პირად გვერდზე, სადაც განთავსებული იქნება ტვირთთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია - მიმდინარე სტატუსი, ტრანსპორტირების ეტაპები, დოკუმენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

აღნიშნული ტექნოლოგიური გადაწყვეტები მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების ხარისხს და მომხმარებელთა კმაყოფილებას, რაც MSCS Georgia-ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორია თქვენი პროგნოზი 2026 წლისთვის, რამდენად გაიზრდება მოთხოვნა მცირე და საშუალო ზომის ტვირთების ტრანსპორტირებაზე საქართველოში? 

ვიმედოვნებთ, რომ 2026 წლისთვის მცირე და საშუალო ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მოთხოვნა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ზრდა იქნება გამოწვეული როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებითა და გაფართოებით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის დინამიკის გაძლიერებით.  

რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ ქართულ ბაზარს და როგორ ვითარდება კომპანიის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე? 

MSCS Georgia მომხმარებელს სთავაზობს სრულ ლოგისტიკურ სპექტრს, რომელიც მოიცავს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს. ჩვენს კლიენტებს ასევე ვთავაზობთ კონსოლიდირებულ (LTL) და სრულ (FTL) ტვირთების ტრანსპორტირებას სახმელეთო გზით.

დამატებით, MSCS Georgia უზრუნველყოფს საბაჟო პროცედურების სრულ მომსახურებას, ტვირთის დასაწყობებისა და შიდა ტრანსპორტირების სერვისს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ ერთიანი ლოგისტიკური სერვისი. ჩვენი გამოცდილება, წარმომადგენლობითი საწყობების ქსელი და საოპერაციო მენეჯმენტი უზრუნველყოფს პროცესების სწრაფ და მაღალხარისხიან მართვას. რაც შეეხება ტვირთბრუნვას, ბოლო წლებში MSCS Georgia განაგრძობს სტაბილურ ზრდას. ტვირთბრუნვა იზრდება როგორც კონსოლიდირებული, ისე სრულად დატვირთული გადაზიდვების მიმართულებით.

რომელი გეოგრაფიული მარშრუტები ან რეგიონებია დღეს თქვენი გადაზიდვებისთვის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და რატომ? 

დღეის მდგომარეობით, MSCS Georgia-სთვის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მიმართულებებია ევროპა, ჩინეთი და შუა აზია, რადგან სწორედ ამ რეგიონებიდან მოდის მომხმარებელთა ძირითადი მოთხოვნა და ჩვენი პარტნიორული ქსელის ყველაზე ძლიერი ნაწილი.

ევროპიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირება გამოირჩევა მაღალი ტვირთბრუნვით და შედარებით მოკლე სატრანზიტო ვადებით.  ევროპული ბაზრის სტაბილური მოთხოვნა და ჩვენი წარმომადგენლობითი საწყობების ქსელი საშუალებას გვაძლევს სწრაფი და საიმედო მიწოდება შევთავაზოთ მომხმარებლებს.  

ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები მზარდია და ეს მიმართულება დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება. ამ შემთხვევაში ძირითადად საზღვაო გადაზიდვები დომინირებს, რაც ეფექტურია მოცულობითი ტვირთების ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

რომელი გადაზიდვის ფორმა სარგებლობს ყველაზე მაღალი მოთხოვნით თქვენს პრაქტიკაში - საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო ტრანსპორტი?  

ამ ეტაპზე ჩვენს პრაქტიკაში ყველაზე მაღალი მოთხოვნა სახმელეთო გადაზიდვებს აქვს. საზღვაო ტრანსპორტი კვლავ რჩება წამყვან მიმართულებად დიდი მოცულობის ტვირთებისთვის.  ამასთან, საჰაერო გადაზიდვები აქტუალურია განსაკუთრებით მაშინ, როცა მომხმარებლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანზიტო დრო და საჭიროა ტვირთის მიწოდება ყველაზე მოკლე ვადებში.

როგორია თქვენი კომპანიის სტრატეგია ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტური მართვისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით? 

MSCS Georgia-ს სტრატეგია ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტური მართვის მიმართულებით ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს. პირველ რიგში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ პროცესების ცენტრალიზაციას და სტანდარტიზაციას, რაც უზრუნველყოფს ოპერაციების სწრაფ და თანმიმდევრულ შესრულებას.  

ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის წინასწარ დაგეგმვა და რისკების პროგნოზირება.  

ამასთანავე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლებთან მუდმივ კომუნიკაციას. მნიშვნელოვანია რომ მათ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ტვირთის ტრანსპორტირების თითოეულ ეტაპზე და სწრაფად გავცეთ პასუხი მათ მოთხოვნებსა და ცვლილებებზე. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ - პრემიერის გამოსვლის შემდეგ შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ დავუბრუნდით ჩვენი მოგების ხარჯზე : „დილის პროდუქტების“ დირექტორი

11.02.2026.13:28

„მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო“- ამის შესახებ კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „დილის პროდუქტები“ დირექტორმა, გია ლობჟანიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა. 

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ფასის ცვლილება ობიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და კვერცხის ფასი განისაზღვრება ხორბლისა და სიმინდის ფასით. მანვე აღნიშნა, რომ ძველი ფასი საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე დააბრუნეს

„ჩვენი კვერცხის მომავალი წლის ფასი ყოველთვის დგება ოქტომბრის თვეში, როდესაც რუსეთიდან იწყება ხორბლის და სიმინდის შესყიდვა. ტენდენციას ვუყურებთ, რა სიტუაცია არის.  ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული... იქ არის აქციზები, ამინდი, ფასი, მოსავალი და ყველაფერი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რომ ერთი თვით ადრე უნდა მივწეროთ კვერცხის გაძვირების შესახებ. რაც მოხდა წელს. მივწერეთ სუპერმარკეტებს, ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. 25 დეკემბერს მოხდა ბატონი პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა, რომ თითქოს საბოტაჟთან გვქონდა საქმე. კიდევ კარგი გვქონდა საშუალება სხვადასხვა ორგანიზაციებში და ბატონ პრემიერთანაც პირადად აგვეხსნა ეს სიტუაცია, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. და შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ იმიტომ არ დავუბრუნდით, რომ დიდი მარჟა გვქონდა, ჩვენი მოგების ხარჯზე დავუბრუნდით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო.  ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთით თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს.  თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა, თუ დაიწევს 18- 27%, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი“- განაცხადა გია ლობჟანიძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა