მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენაზე BAG-ში ტრენინგი ჩატარდა

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა, ამჯერად BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენას გაეცნენ.

ტრენინგის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მმართველ ორგანოებსა და მათ ურთიერთ დაქვემდებარებაზე, ისევე როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, განხორციელებულ საკანონმდებლო დაახლოებაზე.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მონაწილეებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების კოორდინაციის არსებულ მექანიზმებზე,  ასევე საუბარი შეეხო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და პროცედურებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ჩვენი დანიელი პარტნიორების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შრომის ბაზრის განვითარება. ტრენინგის შედეგად, მონაწილეები დამოუკიდებლად შეძლებენ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პროცედურების დაგეგმვას, რაც მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მზაობისა და ინფორმირებულობისთვის. ვფიქრობთ, დანიელ პარტნიორებთან BAG-ის თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გარე უბნების პოპულარობა, ინვესტორთა სტრატეგიები და NB TOWER-ის როლი უძრავი ქონების ტრანსფორმაციაში

20.10.2025.15:00

ეძებ ბინას, რომელიც ხარისხს, კომფორტს და პერსპექტივას აერთიანებს? მაშინ NB TOWER თქვენი სტრატეგიული და სანდო პარტნიორია.  კომპანია NB TOWER, რომელიც 2021 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს, დღეს 20-ზე მეტ წამყვან დეველოპერს აერთიანებს და ოპერირებს ქვეყნის ყველაზე მოთხოვნად ლოკაციებზე.

უფრო დეტალურად, როგორია მოთხოვნა უძრავი ქონების ბაზარზე და რა ტიპის ქონებას ეძებს ქართველი თუ უცხოელი მომხმარებელი, დეტალებზე Business Insider Georgia  კომპანია NB Tower-ის დამფუძნებელს ნონა ბახტაძეს ესაუბრა.

- რამდენი წელია რაც NB TOWER-ი ბაზარზეა და რა არის მისი ძირითადი მისია?

- NB TOWER-ი 2021 წლიდან აქტიურად საქმიანობს უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ თითოეულ დაინტერესებულ პირს ბინის შეძენის პროცესში — ისე, რომ არჩევანი იყოს რაციონალური, გააზრებული და მომგებიანი.

ჩვენ გვჯერა, რომ ბინის შეძენა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცის პოვნა კი არ არის, არამედ სწორი ნაბიჯი მომავლისკენ და მნიშვნელოვანი ინვესტიცია, სწორედ ამიტომ, ვთავაზობთ კლიენტებს სრულყოფილ კონსულტაციას, პროფესიულ მხარდაჭერას და სანდოობას ყოველი ნაბიჯის განმავლობაში.

- რა გამოარჩევს NB TOWER-ს სხვა უძრავი ქონების კომპანიებისგან?

- ჩვენი კომპანია გამოირჩევა საიმედო პარტნიორული ქსელითა და ფართო გეოგრაფიული დაფარვით – ვთანამშრომლობთ 20-ზე მეტ წამყვან დეველოპერულ კომპანიასთან და ვთავაზობთ მყიდველებს უძრავი ქონების ფართო არჩევანს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ჩვენი ობიექტები განთავსებულია ქვეყნის მთავარ ქალაქებსა და კურორტებზე – თბილისში, ბათუმში, რაჭაში, ქუთაისში, რუსთავსა და გარდაბანში.

ჩვენ ვართ დეველოპერული კომპანიების სანდო სტრატეგიული პარტნიორი განვითარების ყველა ეტაპზე.

დეველოპერულ კომპანიებს ვთავაზობთ სრულყოფილ მხარდაჭერას როგორც ბრენდინგისა და მარკეტინგის, ასევე პიარისა და ბაზარზე პოზიციონირების კუთხით.

გარდა კომუნიკაციისა და კომერციული მიმართულებებისა, ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან ფუნდამენტურ საკითხებშიც, როგორიცაა:

  • მიწის მოძიება – პერსპექტიული ლოკაციების იდენტიფიკაცია
  • არქიტექტურული მომსახურება და პროექტირება – თანამედროვე და ფუნქციური დიზაინის შექმნა
  • სოციალური ჩანაცვლების პროგრამებზე მუშაობა – სახელმწიფოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება
  • სამშენებლო მასალების შერჩევა და შეთავაზება – ხარისხზე და ბიუჯეტზე მორგებული გადაწყვეტილებები

ჩვენთან პარტნიორობა ნიშნავს სიღრმისეულ მხარდაჭერას იდეის დაბადებიდან პროექტის წარმატებულ რეალიზაციამდე.

- რომელი ტიპის უძრავი ქონების სეგმენტზე ხართ ძირითადად ორიენტირებული – საცხოვრებელი, კომერციული თუ საინვესტიციო?

- ჩვენ ვმუშაობთ უძრავი ქონების სამ ძირითად მიმართულებაზე და მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო შესაძლებლობებს.

  • საცხოვრებელი სეგმენტი — მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ, თანამედროვე და საიმედო ბინას საკუთარ ცხოვრებისთვის.
  • საინვესტიციო სეგმენტი — მყარი და გამართული პროექტები იმ ადამიანებისთვის, ვინც უძრავ ქონებაში გრძელვადიან და სტაბილურ ინვესტიციას ეძებს.
  • საინვესტიციოდ განკუთვნილი პროექტები — სპეციალურად მათთვის, ვისაც სურს ბინა შემოსავლის გენერირებისთვის: გაქირავების, გადაყიდვის ან ტურისტული დანიშნულებით გამოყენებისთვის.

ჩვენ ვყიდით არა უბრალოდ ქონებას — არამედ პერსპექტივას, ხარისხს და სწორად შერჩეულ შესაძლებლობებს, რომლებიც მორგებულია როგორც პირად საჭიროებებზე, ისე ბიზნესის მიზნებზე.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 2025 წლის მდგომარეობით? და ასევე საინტერესოა რა როგორ შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები ბოლო წლების განმავლობაში?

- მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია უძრავი ქონების მიმართ, რაც დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება და განაგრძობს აქტიურ განვითარებას.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ისეთ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი.

ამასთან, ფასების ზრდა და მაღალი კონკურენცია კიდევ უფრო აძლიერებს ინტერესს დროულად გაკეთებულ, გააზრებულ არჩევანზე.

გაყიდვების კუთხით ქალაქის გარეუბნები დღეს მეტად მოთხოვნადია, ვიდრე ცენტრალური უბნები, მყიდველები სულ უფრო ხშირად ირჩევენ გარეუბნებში მდებარე საცხოვრებელ სივრცეებს — უკეთესი ეკოლოგიური გარემოს, სიმშვიდის, ფართის სიდიდისა და უფრო ხელმისაწვდომი ფასების გამო.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდილია მოთხოვნა კერძო სახლებზე. მყიდველებისთვის მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი ეზო, მეტი სივრცე, დამოუკიდებლობა და ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

2025 წელს კი ტრანზაქციების რაოდენობა შედარებით სტაბილურია — გაყიდვების ტემპი შენარჩუნებულია, თუმცა ზრდა უფრო ფოკუსირებულია მაღალი ხარისხის, კარგად დაგეგმილ პროექტებზე.

ძველი ბინების გაყიდვები ოდნავ კლებულობს, ხოლო ახალი საცხოვრებელი პროექტები კვლავ ყურადღების ცენტრშია.

- ინვესტორთან დაინტერესების და ზოგადად ახალი პროექტების დაწყების კუთხით რა ტენდენციას ამჩნევთ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე და რომელ უბნებზე იზრდება ძირითადად დატვირთვა და რატომ?

- ინვესტორების ინტერესმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი გარდატეხა განიცადა. დღეს მათთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ სწრაფი მოგება, არამედ ხარისხიანი, გეგმით სწორად დაგეგმილი და ენერგოეფექტური პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაბილურ და გრძელვადიან შემოსავალს.

რაც შეეხება ლოკაციებს, მოთხოვნა მკვეთრად იზრდება ქალაქის გარეუბნებზე და ნახევრად ცენტრალურ უბნებზე, სადაც მიწის ღირებულება შედარებით დაბალია, მაგრამ კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო კავშირები ხელს უწყობს სწრაფ განვითარებას.

- როგორა თქვენი დაკვირვება/გამოცდილება როგორია მოთხოვნა ადგილობრივი და უცხოელი მყიდველების მხრიდან? 

- ჩვენი დაკვირვებით, 2025 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ადგილობრივი მყიდველების აქტივობა უძრავი ქონების ბაზარზე საგრძნობლად გაზრდილია, განსაკუთრებით საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტების მიმართულებით. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია საშუალო და საშუალო-მაღალი კლასის ახალი აშენებული ბინები, ქალაქის გარეუბნებში და განვითარებად უბნებში.

უცხოელი მყიდველების დაინტერესებამ კი, წინა წელთან შედარებით, მოიმატა, განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება ისრაელის, თურქეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შემოსულ ინვესტორებსა და მყიდველებს შორის.

- რას ითხოვს დღეს ქართველი მყიდველი, რა ტიპის ობიექტებია დღეს მათთვის ყველაზე მოთხოვნადი?

- დღევანდელი ქართველი მყიდველისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფასია — ისინი ეძებენ ოპტიმალურ კომბინაციას ფასსა და ხარისხს შორის. მიუხედავად ზრდადი მოთხოვნისა და ბაზრის დინამიკების, ქართველი მყიდველები განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ ხელმისაწვდომობას და სარგებლიან ფასებს, რომლებიც საშუალებას აძლევს გრძელვადიან, უსაფრთხო და კომფორტულ საცხოვრებელზე ზრუნვას.

- როგორია NB TOWER-ის დამოკიდებულება მომხმარებელთან კომუნიკაციაზე და სერვისის ხარისხზე?

- ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია გავხდეთ მყიდველის მჭიდრო მრჩეველი და პარტნიორი თითოეულ ეტაპზე, ჩვენ  ვზრუნავთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა მიიღოს პროფესიონალური და კეთილსინდისიერი კონსულტაცია, რომელიც დაეხმარება სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლაში.

ვაცნობიერებთ, რომ ემიგრანტებისთვის დრო და კომუნიკაციის შესაძლებლობები ხშირად შეზღუდულია, ამიტომ ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერ დროს, თქვენთვის მოსახერხებელი რეჟიმით გაგიწიოთ კონსულტაცია და მხარდაჭერა.

თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს — ჩვენ ვუგებთ თქვენს სპეციფიკურ პირობებს და უზრუნველვყოფთ სწრაფ და დეტალურ პასუხს, რათა თქვენი გადაწყვეტილება იყოს უსაფრთხო, ინფორმირებული და რაც მთავარია — დროული.

ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, რომ თქვენი მიზნები და ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტია — ვართ გულახდილი, გამჭვირვალე და ყოველთვის მზად მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი არჩევანი არის საუკეთესო.

- ფაქტია უძრავი ქონების ბაზაზე კონკურენცია დიდია, როგორ უმკლავდებით გაზრდილ კონკურენციას?

- უკვე მრავალი წლის განმავლობაში ბაზარზე მყოფმა კომპანიამ , ჩვენი გუნდის გამოცდილებამ და პროფესიონალიზმმა საშუალება მოგვცა განვვითარდეთ კონკურენტულ გარემოში.

ჩვენი სტრატეგიის მთავარი ასპექტებია:

მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლებიც აკმაყოფილებს განსხვავებული კლიენტების საჭიროებებს;

ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, უნიკალური და მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება;

გამართული და დროული კომუნიკაცია, რაც სანდოობასა და კომფორტს სთავაზობს ჩვენს კლიენტებს;

მარკეტინგისა და ბრენდინგის აქტიური განვითარება, რაც ხელს უწყობს პროექტების გამორჩეულობას ბაზარზე.

მრავალწლიანი გამოცდილება და ძლიერი პარტნიორობა გვხდის სანდო არჩევანს მათთვის, ვისაც სურს პროფესიონალიზმი და წარმატებული ინვესტიცია.

- თქვენ ახლახან გააფორმეთ ხელშეკრულება PKP-სთან, კონკრეტულად რა წონა და მნიშვნელობა აქვს ამ შეთანხმებას კომპანიის საერთო გრძელვადიან სტრატეგიაში, თბილისსა და სხვა რეგიონებზე ფოკუსირების ფონზე?

- PKP-სთან ახლახან გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც აძლიერებს ჩვენს პოზიციებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში.

PKP-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის სტაბილურობის, პროფესიონალიზმის და ინოვაციების გარანტი, რაც სრულად პასუხობს კომპანიის მიზნებს — გახდეს უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ხარისხითა და მრავალფეროვნებით.

- NB TOWER-ი თბილისის გარდა კიდევ რომელი ქალაქების უძრავი ქონების პროექტებს სთავაზობს მომხმარებლებს და რეგიონების მაგალითზე, ყველაზე აქტიური გაყიდვებით რომელი რეგიონი გამოირჩევა?

- NB TOWER არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში აქტიურად ახორციელებს უძრავი ქონების პროექტებს, ჩვენს პორტფელში შედის მშენებლობები:

  • თბილისში
  • ქუთაისში
  • რუსთავში
  • რაჭაში
  • გარდაბანში
  • ბათუმში

ყველაზე დიდი გამოხმაურება და გაყიდვების აქტიურობა აღინიშნება რუსთავსა და ქუთაისში, სადაც ჩვენი პროექტები განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს. შემდეგი ადგილზეა რაჭა და ბათუმი, სადაც მომხმარებლებს მოწონებას იმსახურებს როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო ობიექტები.

ამ რეგიონებში ჩვენი კომპანიის პროექტები გამოირჩევა ხარისხით, მრავალფეროვნებით და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობით, რაც გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები მომხმარებლებისთვის როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტიციად.

- როგორ ხედავთ NB TOWER-ის განვითარებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში?

- მომდევნო 5 წლის განმავლობაში NB TOWER გეგმავს მნიშვნელოვნად გაფართოებას როგორც თბილისის, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებში, ჩვენი მიზანია განვავითაროთ მრავალფეროვანი და ინოვაციური პროექტები, რომლებიც პასუხობს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს.

ჩვენი განვითარების სტრატეგია ეფუძნება ხარისხის და გამორჩეულობის პრინციპებს, რაც საშუალებას მოგვცემს:

განვახორციელოთ პროექტების რაოდენობის ზრდა;

განვავითაროთ თანამედროვე, ენერგოეფექტური და კომფორტული საცხოვრებელი და კომერციული სივრცეები;

შევინარჩუნოთ მომხმარებელთან სანდო და გამართული კომუნიკაცია, რომელიც ჩვენი წარმატების მთავარ საფუძველს წარმოადგენს;

გავზარდოთ ინვესტორთა დაინტერესება და პარტნიორობები, რაც უზრუნველყოფს მდგრად ზრდას და ბაზრის ლიდერობას.

NB TOWER ფოკუსირებულია გრძელვადიან და მდგრად განვითარებაზე, რომლის მიზანია მომხმარებლის ოცნებების რეალიზება და უძრავი ქონების ბაზარზე გამორჩეული ბრენდის შექმნა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა