EV Power - ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი საქართველოში
EV Power - ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი საქართველოში გაიხსნა.
კომპანიის მიზანია EV მძღოლებს შესთავაზოს შესაძლებლობა დამუხტონ მათი ავტომობილები ნებისმიერ დროსა და ადგილზე - სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.
სერვისი მისაღებად მძღოლმა უნდა გადმოწეროს აპლიკაცია , გაიაროს რეგისტრაცია, აირჩიოს დამტენი სადგური და დატენოს ავტომობილი.
“კომპანიის ისტორია, 2021 წლიდან და ევროპიდან იწყება რა დროსაც დაიბადა იდეა ჩვენი საერთაშორისო გუნდის ტექნიკური გამოცდილება მიგვემართა მდგრადი განვითარებისკენ. ზუსტად 1 წელიწადში კი ევროპის რუკაზე პირველი დამტენი სადგური გამოჩნდა. 2023 წელს ევროპის მასშტაბით 15-ზე მეტი სადგური გვქონდა. ამ რიცხვმა, 2024 წელს კი 70 წერტილს გადააჭარბა.
დღეს EV Power არის ევროპული ჯგუფი Abio Green-ის ოფიციალური წევრი, რომელიც თავისი მდგრადი და განახლებადი გადაწყვეტებით ენერგეტიკული სფეროს გარდაქმნაში იღებს მონაწილეობას. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ვმართავთ ელექტრომობილების დამტენი სადგურების საერთაშორისო ქსელს.
რადგან EV Power-ის დამფუძნებლები ქართველები ვართ, სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ევროპული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გადმოგვეტანა და ქართველი EV მძღოლებისთვისაც შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტების გამოცდილება და სერვისი.” - რატი ახვლედიანი - EV Power-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი
დღეის მდგომარეობით საქართველოში დამონტაჟებულია 70-ზე მეტი დამტენი სადგური. ამ ეტაპზე დაფარულია თბილისის ყველა უბანი. გარდა ამისა, კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტები ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე, რათა უახლოეს მომავალში დაიფაროს მთელი საქართველო.
ჩვენი მიზანია, რომ ელექტრომილების ქართველო მფლობელებსაც შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, რათა მათ სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად დამხტონ ავტომობილები და სულ მწვანეზე ევლოთ!
სხვა სიახლეები
25.09.2025.23:46
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ტურიზმის სამიტის „ტურისტერის” თანაორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, რომელიც ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმს მიეძღვნა.
ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალის წარმოჩენა, მათი კონკურენტული უპირატესობებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვა იყო. კონფერენციის მონაწილეები სამთო-სათხილამურო ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო სიახლეებს გაეცნენ.
“ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა პირდაპირი ჯავშნები, ე.წ. დესტინაციის მენეჯმენტი, სოციალური მედია არხებისა და ხელოვნური ინტელექტის რესურსის გამოყენება, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებს მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ღონისძიება ასევე კავკასიის ჭრილში რეგიონულ მიმოხილვას, ინდუსტრიაში კონკურენციისა და თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. ღონისძიებაზე დამსწრე კერძო სექტორს მივეცით პრაქტიკულად ცოდნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ნებისმიერ დროს გაყიდვები გაზარდონ და როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის კუთხით, გაძლიერდნენ“ - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ კონფერენციის პარტნიორები ვართ. ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა და ამაში მოვიაზრებთ არა მხოლოდ ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას, არამედ ისეთი ეკოსისტემის შექმნასაც, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ უახლესი ინფორმაცია, განვითარდნენ და გაიზიარონ თანამოაზრეების გამოცდილება. საქართველოს ბანკი აქტიურად დგას ბიზნესის გვერდით. მიგვაჩნია, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტია, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პლატფორმას და ღონისძიებებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საჭირო ცოდნასა და სანაცნობო ქსელს, რათა ისინი გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და უფრო წარმატებულები“, - განაცხადა გიორგი კოკაიამ, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, ტურიზმის ინსტიტუტი არის ქართული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. მისი მთავარი მიზანია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა მდგრადი ტურიზმის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სექტორების განვითარების, კვლევის, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ინოვაციური სტრატეგიების განხორციელების გზით.