მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
0.013
flag
AZN 1.5934
0.0019
flag
CNY 38.172
0.0156
flag
EUR 3.1461
0.0151
flag
GBP 3.5633
0.0126
flag
KZT 51.8
0.0022
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7091
0.0032

Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა

news image

საუკეთესო სერვისი, დეტალებზე ორიენტირებულობა, მომხმარებელზე ზრუნვა და პროფესიონალიზმი - ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დამსახურებითაცEuropcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო კომპანიად დასახელდა და World Luxury Travel Awards 2025-ის ჯილდოც მიიღო. WLTA  ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოებაა. რაც შეეხება Europcar Georgia-ს, კატეგორიაში Best Car Rental Company in Eastern Europe კომპანია 5 ფინალისტს შორის გამოარჩიეს.

ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს საოპერაციო დირექტორი: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ჯილდო ტურიზმის სფეროში. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წარმატება ეფუძნება მომხმარებლების უკუკავშირს - მომსახურების მიღების შემდეგ ტურისტები და ვიზიტორები ხმას აძლევენ მათთვის რჩეულ, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბრენდებს სხვადასხვა სფეროში და სწორედ ამ შეფასებების შედეგად ვლინდება გამარჯვებულიც. აქედან გამომდინარე, მიღწეულ შედეგსა და ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს მიუძღვით. ამასთანავე, Europcar Georgia-ს გამარჯვება ასახავს თანამშრომელთა შრომის შედეგებს, რაც დიდი სტიმულია გუნდისთვის, შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები“.

Europcar, რომელიც საერთაშორისო კომპანიაა, კონკურსში სხვადასხვა კონტინენტიდან, სხვადასხვა კატეგორიაში მონაწილეობდა. გამარჯვება კი მხოლოდ 7 ქვეყნის წარმომადგენლობამ, მათ შორის საქართველომ, Europcar Georgia-მ მოიპოვა - მომსახურების ხარისხის, ბრენდის იმიჯის, ავტომობილების მდგომარეობისა და შეფასების სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

World Luxury Travel Awards, რომელსაც „ტურიზმის ოსკარს“ უწოდებენ, წელიწადში ერთხელ იმართება და ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის, სასტუმროებს, რესტორნებს, ავიაკომპანიებსა და სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებლებს. დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულები 100-ზე მეტ კატეგორიაში ვლინდებიან. ხმის მიცემის პროცესი აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა და მსოფლიოს მასშტაბით, საცალო მომხმარებლებთან ერთად, მასში თავად ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სფეროსთან დაკავშირებული ამა თუ იმ პროდუქტითა თუ სერვისით სარგებლობენ. 

მოპოვებული ჯილდო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ბრენდების რეპუტაციის ამაღლებაში და ხელს უწყობს მომხმარებლების ლოიალობის ზრდას.

Europcar Georgia ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. საქართველოში პირველად, Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image "სვანურის" რძის პროდუქტების მოხმარება და წარმოება ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

14.11.2025.12:00

სვანური • Svanuri  რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 20 წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „სვანურის“ დამფუძნებელს გიორგი ლიპარტელიანს ესაუბრა.

„კომპანიამ მიმდინარე წლის ივნისის თვეში დამატებით მიიღო ფინანსური რესურსი საქართველოს ბანკიდან და უკვე დაიწყო გეგმების განხორციელება: ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა და საწარმოო სივრცეების მშენებლობა.

ინვესტიციის ფარგლებში, გაიზრდება მანქანა-დანადგარების წარმადობა, რაც საშუალებას მოგვცემს ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. აღსანიშნავია, რომ "სვანურის" რძის პროდუქტების მოხმარება და შესაბამისად, წარმოება, ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია. ჩვენ უკვე გვყავს ლოიალური მომხმარებლები და ვამაყობთ ამით.

იქედან გამომდინარე, რომ რძის პროდუქტები პირველადი მოხმარებისაა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და გამოგვდის, რომ ყველა პოზიციის რძის პროდუქტზე (რძე, მაწონი, ხაჭო, არაჟანი, კარაქი) ფასები იყოს ადეკვატური, ყველამ შეძლოს ყოველდღიურად მათი შეძენა.

უახლოეს მომავალში კომპანიის ასორტიმენტს დაემატება ჭიქის და ბოთლის იოგურტები სხვადასხვა არომატებით, დისტრიბუციას გავუკეთებთ ძალიან საინტერესო დიეტურ და დაბალცხიმიან რძის პროდუქტებს, გვექნება ევროპული ყველიც, თუმცა არა "სვანური"-ს ბრენდის ქვეშ.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ საგრძნობლად გავაუმჯობესეთ საქართველოს მასშტაბით დისტრიბუციის ხარისხიც, პროდუქტის ხარისხთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტულია მაღაზიების დროული მომარაგება ყველა სტანდარტის დაცვით. შევიძინეთ ახალი სადისტრიბუციო სამაცივრე ავტომობილები და დავიმატეთ თანამშრომლებიც.

არსებითად გაუმჯობესდა ლაბორატორია, სადაც ყოველდღიურად ჩვენი პროდუქტი წარმოების პროცესშიც და დასრულების ეტაპზეც გადის არაერთ მნიშვნელოვან შემოწმებას, რათა საბოლოო პროდუქტის ხარისხში ვიყოთ დარწმუნებულები.

2026 წლიდან "სვანური" იწყებს ძალიან საინტერესო სოციალურ პროექტებს, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ “, - აცხადებს გიორგი ლიპარტელიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა