მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

Euromoney-მ თიბისი ბიზნესისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად დაასახელა

news image

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney - თიბისი კორპორატიული კლიენტებისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად  დაასახელა საქართველოში. ჯილდო ბანკმა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მიიღო: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, მომხმარებელთა რაოდენობა, პროდუქტების მრავალფეროვნება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. 

თიბისი წლებია სავალუტო სერვისების მიწოდების კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და ბაზარზე 40%-ზე მეტი წილი უჭირავს. ბანკი 40 სხვადასხვა სექტორში 7000-მდე კორპორატიულ კლიენტს ემსახურება. გამოცდილი გუნდი კი კლიენტებს სექტორული სპეციფიკის გათვალისწინებით მათზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. ინდივიდუალური მიდგომები მომხმარებლებს ბიზნესის წარმატებით მართვასა და სავალუტო რისკების დაზღვევაში ეხმარებათ.

თიბისის სავალუტო პროდუქტები სრულად ციფრულია, რაც კლიენტებს დროის დაზოგვაში ეხმარება. მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად კი ბანკმა 2025 წლიდან ახალი სერვისი - “კონვერტაციის კურსის შეთანხმება” - აამოქმედა. ფუნქციონალი კლიენტებს საშუალებას აძლევს, ტრანზაქციები მათთვის მისაღები პირობებით უმოკლეს დროში განახორციელონ.  

„თიბისი, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს სავალუტო პროდუქტების დახვეწას, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესოს მომხმარებლების გამოცდილება და მათ ინოვაციური გადაწყვეტილებები შესთავაზოს - Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა. ბაზარზე თიბისის ლიდერული პოზიცია ადასტურებს მომხმარებლების გრძელვადიან ნდობას ჩვენს მიმართ, რომლებიც კონვერტაციისა და სხვა გარიგებების წარმატებით დასახურად სწორედ ჩვენს არხებს ირჩევენ. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, მოერგოს კლიენტების საჭიროებებს და მისცეს მათ საშუალება, განახორციელონ ნებისმიერი სავალუტო წყვილის, ნებისმიერი ზომისა თუ სირთულის გარიგებები“, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გამოფენამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ბევრი პოტენციური კლიენტის დაინტერესება შევძელით - კომპანია „კამპას“ წარმომადგენელი

09.11.2025.16:46

შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო სამი პავილიონითაა წარმოდგენილი, საიდანაც ერთი მათგანი მხოლოდ სურსათისა და სასმელების მწარმოებლების პროდუქციას უკავია. მათ შორის, ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“, რომელიც ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებას გეგმავს.

„გამოფენამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი პოტენციური კლიენტი გავიცანით, რაც ძალიან გვახარებს და გვაიმედებს, რომ ჩვენი ბიზნესი შეიძლება მეტად განვითარდეს ჩინეთში. ჩინური ბაზარი საკმაოდ საინტერესოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად“, - განაცხადა კომპანია „კამპას“ წარმომადგენელმა ანი ბახუტაშვილმა.

შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს, რაც მათ საშუალებას აძლევს ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ ქართული პროდუქცია, კულტურა, ღვინო და გასტრონომია. საქართველო China International Import Expo-ზე უკვე მერვედ არის წარმოდგენილი. გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევს ორგანიზებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა