მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

news image

პრესტიჟულმა გამოცემა Euromoney-მ 2025 წლის Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. 

ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებული კომპანიების შერჩევა ჟიურის მიერ, აპლიკაციისა და ინტერვიუს საფუძველზე მოხდა. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ბანკი გამოირჩევა ინოვაციებისადმი მისწრაფებით, რაც მის მიერ შექმნილ სერვისებსა და პროდუქტებში აისახება. ეს კი  განპირობებულია ფინანსური ინსტიტუტის გუნდის მთავარი ღირებულებით -  შექმნას მომხმარებლისთვის მათზე მორგებული, ოპერაციული გამოცდილებები. 

Euromoney-ს განცხადების თანახმად, სწორედ 2024 წელს საქართველოს ბანკის მიერ დანერგილი ციფრული ინოვაციები ფინანსური ინსტიტუტის მიერ მიღწეული წარმატების საფუძველი გახდა. ასეთ ინოვაციებს შორისაა: AI ჩატ-ბოტი, რომელზეც დღეისათვის ჩატების ინტერაქციების 40%-მდე მოდის, ეს კი ხელს უწყობს მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას; ასევე, პროდუქტი - ნაწილ-ნაწილ, რომელიც ცვლის მომხმარებელთა გამოცდილებას და ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებას; Ads მენეჯერის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა 1.7 მილიონამდე მომხმარებელზე; მანქანის დაზღვევის სივრცე, ინდ. მეწარმეებისთვის ბიზნეს მობილბანკში შექმნილი საგადასახადო საკითხების მართვის სივრცე და სხვა.   

“Euromoney ყოველწლიურად ახორციელებს Awards for Excellence-ის ჯილდოს, რომელიც მიზნად ისახავს, საბანკო ინდუსტრიაში საუკეთესო ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას, მათ მიერ შექმნილი სერვისებისა თუ პროდუქტების საფუძველზე. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივები ხაზგასმით გვაჩვენებს საქართველოს ბანკის მისწრაფებას, გაზარდოს მომხმარებლის კმაყოფილება და ოპერაციული გამოცდილება. ეს კი განაპირობებს მის მიერ ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას, რომლებიც მას საქართველოში საუკეთესო ბანკად აქცევს”, - ვკითხულობთ Euromoney-ს განცხადებაში. 

„საქართველოს ბანკისთვის, Euromoney-ს მიერ მონიჭებული საუკეთესო ბანკის წოდება მნიშვნელოვანი აღიარებაა - ეს არის ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასება, რაც ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ჩვენი გუნდისთვის მომხმარებელი პროცესის ცენტრია, ტექნოლოგიური ინოვაციები მთავარი ინსტრუმენტი, არ გაჩერება კი ის მთავარი კომპონენტი, რომელიც ჩვენს წარმატებას განაპირობებს. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა ფეხი ავუწყოთ  მომხმარებლის თანამედროვე მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რათა მათ  შევთავაზოთ ინდივიდუალურად მათ ინტერესებზე მორგებული გამოცდილება“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა ვალდებულებები ემატებათ ძაღლსაშენებს

29.07.2025.23:00

კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.


როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და  ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.


„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.


მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.


„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან. 

ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა