მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7029.6
-0.0086
flag
AZN 1.583
0
flag
CNY 37.799
-0.0005
flag
EUR 3.1502
-0.0149
flag
GBP 3.645
-0.0106
flag
KZT 49.98
-0.0015
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.692
-0.0001

Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა

news image

გალტ & თაგარტმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მიიღო. პრესტიჟულმა გამოცემა Euromoney-იმ „2025 წლის კაპიტალის ბაზრების დაჯილდოებაზე“ იგი საქართველოში საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა.

კაპიტალის ბაზრების დაჯილდოება გამოცემის ჯილდოს - Awards for Excellence-ის ნაწილია და მისი მიზანი ბაზრის მონაწილეთა ახალი სეგმენტის აღიარება და წარმოჩენაა. პროგრამაში ფასიანი ქაღალდების ბირჟები, საბროკერო კომპანიები, ბროკერ-დილერები და პოსტ-ტრეიდინგის სერვისის მიმწოდებლები მონაწილეობენ. 

„ინდუსტრიის წამყვანი დაჯილდოების, Awards for Excellence-ის წარმატებული ხაზი გრძელდება, რომლითაც ჩვენ გლობალურად, საბანკო სექტორის მოთამაშეებს წარმოვაჩენთ. “კაპიტალის ბაზრების დაჯილდოების” ინიციატივით კი ამ პრესტიჟულ აღიარებას ბაზრის მონაწილეთა ახალ სპექტრზე ვავრცელებთ”, - აღნიშნავს ლორი მაკატრი, Euromoney-ის კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ Euromoney - მსოფლიოში გამორჩეული ფინანსური გამოცემა გალტ & თაგარტის საქმიანობასა და გამოცდილებას დადებითად აფასებს. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ძალისხმევას,  მუდმივად ვუპასუხოთ მომხმარებელთა საჭიროებებს და მათ მაღალი ხარისხის საინვესტიციო და საბროკერო სერვისები შევთავაზოთ. მადლობას ვუხდი გუნდის წევრებს, რადგან აღნიშნული ჯილდო თითოეული მათგანის შრომისა და ძალისხმევის შედეგია,“ – აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

ინფორმაციისთვის,  ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ წელს გალტ & თაგარტს კიდევ ერთი, 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო გადასცა.

გალტ & თაგარტი საინვესტიციო ბანკი და უმსხვილესი საბროკერო კომპანიაა საქართველოში. იგი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო, რეგიონალურ და ლოკალურ ბაზრებზე არსებული მრავალი ტიპის სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტით ივაჭრონ. გალტ & თაგარტის ბროკერები მომხმარებლებს  ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან. უნიკალური პროფესიონალური საინვესტიციო პლატფორმით G&T Trader-ით ინვესტორებს წვდომას აქვთ 50+ საერთაშორისო ბირჟაზე და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანზე.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მინდა „ტავ ჯორჯიას“ საქართველოში ოპერირების 20 წელი მივულოცო - თამაზ გაიაშვილი

11.09.2025.14:26

ეს იყო არა მხოლოდ წარმატების, არამედ რთული წლებიც – ძალიან დიდი საქმე გააკეთა სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში, – ასე აფასებს ავიატორი თამაზ გაიაშვილი საქართველოში „ტავ ჯორჯიას“ 20-წლიან ოპერირებას.

„მინდა მივულოცო „ტავ ჯორჯიას“ 20 წელი საქართველოში ოპერირების. ეს იყო არა მხოლოდ წარმატების წლები, არამედ რთული წლებიც ჰქონდა – ძალიან მძიმე. და, ზოგადად, ძალიან დიდი საქმე გააკეთა სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო „ტავს“ კიდევ ერთხელ,“ – აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა