ეწვიეთ “სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების მთავარი სპონსორი
“სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა 1 დეკემბრამდე გრძელდება. ეწვიე თგამოფენას “ტრიუმფის 80 წელი”, სადაც შეძლებთ იმოგზაუროთ სუხიშვილების ანსამბლის 80 წლიანისტორიაში - გაეცნოთ ქართული ბალეტის ისტორიას, მის კულტურულ მნიშვნელობას და ანსამბლის წარმატების ამსახველ ფოტომასალას. ამასთან, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური სასცენო კოსტიუმები.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ბანკი და SOLO.
გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იმართება. გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკი - სუხიშვილების მთავარი სპონსორი.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის
30.01.2026.18:21
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.
ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.
,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.