ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქალი, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
„ჩემს გამარჯვებას ვუძღვნი ყველა იმ გოგოს, რომელსაც ეუბნებოდნენ რომ ვერ შეძლებდა“, - ეთერ ლიპარტელიანმა ისტორია დაწერა. ის პირველი ქართველი ქალი ჯუდოკაა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
„ახალგაზრდა გოგონებს მინდა ვუთხრა, დაისახეთ მიზანი და მიმართეთ თქვენი მთელი ენერგია ამ მიზნისკენ. თქვენს თავშია ძალა, და თქვენს წინ არის მომავალი. რაც არ უნდა გითხრან, არ გაჩერდეთ“.
ეთერ ლიპარტელიანი ის სპორტსმენია, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერდა. მას არ აკმაყოფილებდა მიღწეული და უფრო მეტისკენ ისწრაფოდა.
სწორედ ამ გზაზე ეთერ ლიპარტელიანი გახდა:
ამასთან, 2024-2025 წლებში ის ზედიზედ ორჯერ გახდა თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული. ის ასევე მონაწილეობდა 2020 წლის ტოკიოსა და 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში, სადაც ორივე ტურნირში მეხუთე ადგილი დაიკავა.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე. უფრო მეტისთვის კი ნახეთ ვიდეო.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.12:00
რამდენიმე თვეა ბაზაზე სამკურნალო წყალი Normox • ნორმოქსი გამოჩნდა. Normox-ის ბრენდის ქვეშ წყალს მცირე მეწარმე „რაჭა“ აწარმოებს.
Normox-ი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და როგორც მისი მწარმოებლები განმარტავენ, არ შეიცავს ჟანგბადის გამომყოფ ნივთიერებებს (ზეჟანგებს) და სტაბილიზატორებს. შედგება გამოხდილი წლისა და მასში გახსნილი ჟანგბადისგან (არანაკლებ 20 მგ/ლ).
„Normox-ი ბაზარზე 6 თვეა რაც გამოჩნდა და მისი ჩამოსხმა ავჭალაში მდებარე ფარმაცევტულ საწარმოში ხორციელდება. Normox-ი - ეს არის გამოხდილ წყალზე დამატებული ბიოაქტიური დანამატი. წყალი სატურაციას სწევს მაღლა. ის ადამიანის ორგანიზმს დალევიდან 15-20 წუთში ეხმარება ყველა უჯრედამდე მიიტანოს ჟანგბადი, იმუნიტეტი ასწიოს მაღლა, გააძლიეროს ორგანიზმი და დაღლილობა მოუხსნას.
წყალი Normox-ი საინტერესოა სპორტსმენებისთვის ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღსადგენად.
. გვერდითი მოვლენები არ გააჩნია, რადგანაც ბიოდანამატია“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „რაჭის“ დამფუძნებელი და დირექტორი ბესიკ კაციტაძე.
მისივე თქმით, Normox-ი ხელს უწყობს სისხლში შაქრის და არტერიული წნევის რეგულირებას, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
ამ დროისათვის Normox-ის ჩამოსხმა 0,5 ლიტრია და 5 ლიტრიან ბოთლებში ხდება, თუმცა სამომავლოდ, გაყიდვებისა და მოთხოვნის ზრდის ფონზე წყლის სხვა ზომის ჭურჭლით რეალიზებაც მოხდება. საბოლოო მიზანი კი მინის ბოთლებით რეალიზაციაა.
Normox-ი თბილისში რამდენიმე ადგილზე იყიდება და თვიდან თვემდე გაყიდვებში ზრდას აჩვენებს.
ბესო კაციტაძის თქმით, Normox-ის წლის შეძენა დღეისათვის თბილისში 3 ლოკაციაზეა შესაძლებელი, საუბარია უბნის მაღაზიებზე. წყალი ამ დროისათვის, რომელიმე ქსელურ მარკეტში შესული არ არის, თუმცა სამომავლოდ კომპანია ამასაც განიხილავს.
იგეგმება Normox-ის გაყიდვა სხვადასხვა სპორტულ დარბაზებშიც. რეალიზაციის გაფართოებაზე ამ დროისათვის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს და საბოლოო შედეგები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. გეგმებშია ასევე Normox-ის აფთიაქებში რეალიზაციაც.
რეალიზაციის ზრდის მიზნით, მალე Normox-ის შეძენა ონლაინაც იქნება შესაძლებელი.
როგორც სამკურნალო წყლის აღწერაშია აღნიშნული, სამკურნალო წყალი Normox-ი ახდენს ნებისმიერი წარმოშობის ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) კომპენსირებას, როგორც ჰემოგლობინის ნაკლებობის, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებების, ფსორიაზის, ასევე ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის დროს, აიოლებს ორსულობის პერიოდს და სხვა.