მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

news image

“ციყვი ზის”, “ანგელოზი კატო  ჩანთებით”, “მორბენალი კუ”- ესკის მაღაზიაში, ხელნაკეთი ნივთების სახელებიც კი მიგანიშნებს, რომ თითოეულ მათგანს თავისი  ისტორია აქვს.

მაღაზიის შექმნის იდეა ერთ ადამიანს არ ეკუთვნის  და ის საჭიროებიდან გამომდინარე დაიბადა. სოციალური საწარმოების ალიანსის გუნდმა დაინახა, რომ აუცილებელი იყო ფიზიკური სივრცის არსებობა, რომელიც  მსგავს პროდუქტებს გააერთიანებდა, მისცემდა ხილვადობას და რაც მთავარია მომხმარებლის უკუკავშირს. 

სოციალურ საწარმოებს მათი საქმიანობის მცირე მასშტაბიდან გამომდინარე ხშირად  არც საკუთარი მაღაზია აქვთ და არც ადგილი, სადაც მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტი შედგება. განსაკუთრებით რთულია ეს რეგიონებში მოქმედი საწარმოებისთვის, სადაც პროდუქტის თბილისამდე ჩატანა და რეალიზაცია დამატებით ბარიერებს ქმნის. „ესკიმ“ ეს პრობლემა გადაჭრა. ამ სივრცეში მოსული მომხმარებელი მხოლოდ ნივთს არ ყიდულობს. ის ერთვება პროცესში, სადაც  გააზრებულ არჩევანს  დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეული შენაძენით შენ შეგიძლია წაახალისო  მწვანე ინიციატივები,   გააძლიერო ქალები და შშმ პირები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც კი შეუწყო ხელი. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მისია, გადაჭარბებული სულაც არაა, რადგან “ესკი” თავს უყრის 30-მდე სოციალური საწარმოს 650-ზე მეტი დასახელების ნივთს.

„გულწრფელად მჯერა, რომ სამყაროში ინდივიდუალურ ქცევას დიდი გავლენა აქვს და დადებით ცვლილებამდე მივყავართ. ჩვენს გარემოში არსებობენ ადამიანები, რომელთაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.  სულ მახსოვს ერთი ქალბატონის პასუხი, როდესაც სოციალური საწარმოს სიკეთესა და გავლენაზე ვკითხე: ამ საქმიანობამ, ლაპარაკი ხელახლა მასწავლაო“- გვიყვება „ესკის“ ხელმძღვანელი  სალომე კუსიანი.

სოციალური საწარმოებისთვის პროდუქტის შექმნის პროცესი ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული ბიზნესისთვის. მაგალითად,  როდესაც საწარმო შშმ პირებს ასაქმებს, წარმოების პროცესს სხვა დრო, სხვა მიდგომა და მეტი რესურსი სჭირდება. შეიძლება თანამშრომელს მეხსიერების პრობლემა ჰქონდეს და ერთი და იმავე დავალების ახსნა რამდენჯერმე გახდეს საჭირო. ბიზნესის ლოგიკით ეს ნელი პროცესია, მაგრამ სოციალური მეწარმეობის მიზანი სხვაა: ადამიანმა იგრძნოს, რომ ის საზოგადოების ღირსეული წევრია და თავადაც შეუძლია რაღაც შექმნას. 

“ამას ემატება ხელით დამზადებული პროდუქტის სპეციფიკაც: დრო, შრომა და ხარისხი ავტომატურად აისახება ფასზე. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება კერამიკასთან ან  თავად შეუქმნია ნივთი საკუთარი ხელით, მარტივად ხვდება, რატომ ვერ იქნება ასეთი პროდუქტი მასწარმოებაზე იაფი. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ გააზრებული შენაძენის მნიშვნელობაზე”- გვიხსნის სალომე და აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანებს იზიდავთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ის ამბავიც, რაც მის უკან დგას. 

მიუხედავად ამისა, ბალანსის დაცვა შესაძლებელია  სოციალურად პასუხისმგებლიანი ინდივიდებისა და კომპანიების წყალობით. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან არჩევანი გააკეთონ არა მხოლოდ ფასის, არამედ ღირებულების მიხედვით. სწორედ ამ არჩევანზე დგას სოციალური საწარმოების სიცოცხლისუნარიანობა.

თიბისი ბიზნესდაჯილდოების  ფინალისტობაც ამ გზის გაგრძელებაა.

„განაცხადის შევსებისას ვფიქრობდი, რომ თუ ფინალისტები გავხდებოდით, ეს ნიშნავდა რომ სწორ გზაზე ვდგავართ და წარმატების უნდა გვჯეროდეს. ზუსტად ეს იყო ჩანაფიქრო, როდესაც აპლიკაციის გაგზავნას დავაჭირე ხელი. ჩვენთვის ისიც აღიარებაა, რომ პირველი ადგილი სოციალურმა კაფე მზიურიმ დაიკავა. როდესაც შენს მცირე საქმიანობას, ასეთი დიდი დაჯილდოება აფასებს, ნამდვილად არის მოტივაცია, საქმიანობა გააგრძელო“-ამბობს სალომე.

„ესკის“ გამოცდილებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აჩვენა. საქართველოში წარმოებულ პროდუქტთან დაკავშირებული სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა. მომხმარებლებს ხშირად უკვირთ, რომ მაღალი ხარისხის ხის სათამაშოები თუ კერამიკული ნივთები ნამდვილად აქ, საქართველოშია შექმნილი. ეს გაოცება სიამაყედ იქცევა, როცა ადამიანები ბრუნდებიან, კოლექციებს აგროვებენ, უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან ქართულ სოციალურ პროდუქტებს. ეს ნიშნავს, რომ სივრცეს აქვს მიზიდულობის ძალა  არა მხოლოდ როგორც მაღაზიას, არამედ როგორც იდეას.  ამ პროცესში ჩართვა და  ნივთების შეძენა კი ონლაინაც შეგიძლიათ https://eski.ge/ 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი ფილიალი ბათუმში - Onex Georgia-მ კიდევ ერთი სერვისცენტრი გახსნა

30.12.2025.12:00

კომპანია Onex Georgia-მ ბათუმში ფილიალი ოფიციალურად გახსნა, რაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ამანათების მიღების სერვისს კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და კომფორტულს გახდის.

ბათუმის ფილიალის გახსნა წარმოადგენს Onex Georgia-ს სტრატეგიული განვითარების ნაწილს და მიზნად ისახავს რეგიონებში სწრაფი, ხარისხიანი და მომხმარებელზე მორგებული სერვისების გაძლიერებას. ახალი ფილიალი მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ადგილზე მიიღონ ამანათები, ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით და გაამარტივონ საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული პროცედურები.

Onex Georgia ორ წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ამანათების გადაზიდვას მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან: აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საბერძნეთი.

კომპანია მუდმივად მუშაობს სერვისების გაუმჯობესებასა და ქსელის გაფართოებაზე.

ბათუმის ფილიალის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მისიისკენ - უზრუნველყოს ამანათების სწრაფი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ტრანსპორტირება და მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

Onex Georgia მადლობას უხდის მომხმარებლებს ნდობისა და ერთგულებისთვის და განაგრძობს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას მათთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა